fbpx

დროფერი – მეამაში შექმნილი ინოვაციური ვენდინგ მანქანა ყავის კაფსულებისთვის, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს


გააზიარე სტატია

მეამა არამხოლოდ ყავის, არამედ ინოვაციებისა და ახალი იდეების ქარხანაა. იდეების, რომელიც ამარტივებს და უფრო სასიამოვნოს ხდის ყავის მოხმარებას.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიახლე და ინოვაცია, რომელიც მეამაში შეიქმნა, დროფერია – 100% ქართული იდეა და პროექტი.

რა არის დროფერი? 

დროფერი სრულად ახალი, მომავლის ვენდინგ მანქანაა – განახლებული და გამორჩეული დიზაინით, რომელიც სრულად იმეორებს მეამას სათაო ოფისის არქიტექტურის კონცეფციასა და კომპანიის ფილოსოფიას.

დროფერის მართვა თქვენი სმარტფონის საშუალებით შეგიძლიათ – ასკანერებთ QR კოდს და მეამას აპლიკაციის საშუალებით ირჩევთ სასურველ კაფსულას – დროფერის მოხმარების ინსტრუქციაც მხოლოდ ამ ორი საფეხურისგან შედგება. გადახდა კი მეამას აპლიკაციაზე მიბმული ბარათითაა შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში დროფერის ანალოგი არ არსებობს – ეს ფაქტი კიდევ უფრო სასიხარულოა, რადგან დროფერი საქართველოში, მეამას ინჟინრების მიერ შეიქმნა, რომლის კონცეფციაზეც “ხმალაძე არქიტექტორების” ოფისმა იმუშავა. მეამა გარკვეულწილად თანამედროვე ტექნოლოგიური ჰაბიც არის, რადგან ახალგაზრდა ინჟინრები სხვადასხვა ინოვაციური მოწყობილობების შექმნაზე მუშაობენ – დროფერი კი მათი ერთ-ერთი პირველი ქმნილებაა.

როგორც უკვე ვახსენეთ, დროფერი საოფისე და კორპორატიულ სივრცეებშია წარმოდგენილი, შესაბამისად მეამას ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო, რომ ის თქვენი სივრცეების ინტერიერს იდეალურად მორგებოდა – კიდევ უფრო გაეთანამედროვებინა და დაეხვეწა ის.
დროფერი ორი სახეობისაა – ბეტონისა და ხის. თქვენ ირჩევთ, რომელი უფრო მოუხდება თქვენს ინტერიერს. დროფერის ზედა ნაწილი, რომელშიც ყავის კაფსულებია განთავსებული, სრულად გამჭვირვალეა – საშუალება გაქვთ დაინახოთ მასში განთავსებული 6 დოლურა, რომელშიც მეამას სხვადასხვა სახეობის კაფსულებია წარმოდგენილი, გემოების შერჩევა კი თქვენ თვითონ შეგიძლიათ. მეამას ასორტიმენტში ევროპული და ამერიკული ფორმატის 15 უნიკალური გემოა, ისინი ქართველი მომხმარებლის გემოვნების გათვალისწინებით შეიქმნა. მრავალფეროვანი არჩევანი უკოფეინო კაფსულიდან მაღალი ინტენსივობის ყავამდე, საშაულებას აძლევს მომხმარებელს, მარტივად აღმოაჩინოს საკუთარი გემო.

გარდა მოხმარების სიმარტივისა და გამორჩეული დიზაინისა, დროფერი ენერგო ეფექტური და ეკომეგობრულია – სჭირდება მინიმალური რაოდენობის ელექტრო ენერგია. ასევე, მისი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა უკონტაქტო IOT მოწყობილობაა, ჭკვიანი სამართავი პლატფორმით, რომელიც მუდმივ კავშირშია კომპანიის სერვერთან და მისი შემოწმება ოფისიდან გაუსვლელად, დისტანციურადაა შესაძლებელი. ასევე, დროფერს აქვს თავის შემოწმების (Self Check) ფუნცქციაც – შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში, მარტივი და მყისიერია ხარვეზის აღმოფხვრაც.

დროფერი საუკეთესო შეთავაზებაა ბიზნესისთვის.

თქვენ დღესვე შეგიძლიათ უსასყიდლოდ მოითხოვოთ დროფერის დადგმა თქვენს ოფისში – გახადოთ ნამდვილი და არომატული ყავა მარტივად ხელმისაწვდომი, თქვენი ოფისის ინტერიერი კი უფრო გამორჩეული.

ამისთვის კი მხოლოდ “მეამას” ცხელ ხაზზე: *0808 ან კომპანიის ბრენდული სივრცეში უნდა დააფიქსიროთ მოთხოვნა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.