გზა სულ არის დაეუფლო კულინარიის მარტივ გზებს
სარეკლამო განთავსება
თითოეული კერძით, რომელსაც ვამზადებთ, საკუთარ თავს გამოვხატავთ. შესაბამისად, სამზარეულო არის ადგილი, სადაც შეგვიძლია ვიყოთ თავისუფლები და კრეატიულები. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ფანტაზია არ არის საკმარისი და საჭიროა ვფლობდეთ გარკვეულ კულინარიულ უნარ-ჩვევებს, გზა სულ არის ნებისმიერი შესაძლებლობებისა და კულინარიული გამოცდილების მქონე ადამიანი დაეუფლოს კულინარიის მარტივ გზებს. მთავარია გვქონდეს მოტივაცია გავხდეთ უკეთესები.
ასე რომ, გაიკეთეთ წინსაფარი, მოიმარჯვეთ კარგად გალესილი დანა და დავიწყოთ!
- პირველ რიგში, სამზარეულოში ყოფნისას მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ზომების გათვალისწინება. იმისათვის, რომ სამზარეულოში ფუსფუსი სასიამოვნო გამოცდილებად დარჩეს და არა მტკივნეულ იარად, აუცილებელია ფრთხილად ვიყოთ გახურებულ ზეთთან და გამოვიყენოთ ხელთათმანები ღუმელიდან კერძის გამოღების დროს.
- გემრიელი კერძის მომზადებას კარგად გაწერილი რეცეპტი სჭირდება, თუმცა მისი წაკითხვა არც ისეთი მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. რეცეპტებს, ასე ვთქვათ, ორი სექცია აქვთ: ინგრედიენტების ჩამონათვალი და ნაბიჯები, რომელსაც უნდა მივყვეთ კერძის მომზადების პროცესში. რეცეპტი რამდენჯერმე გადაიკითხეთ, გამოაღეთ მაცივარი და დარწმუნდით, რომ ყველა საჭირო ინგრედიენტი მოგეპოვებათ და მზად ხართ შექმნათ სრულყოფილი კერძი.
- სანამ უშუალოდ კერძის მომზადებას შეუდგებით, მნიშვნელოვანია იცოდეთ, როგორ გაასუფთაოთ და დაჭრათ ინგრედიენტები. სოციალური მედიის სხვადასხვა პლათფორმებზე ხელმისაწვდომია ვიდეოები, სადაც ზუსტად არის ნაჩვენები თუ როგორ დაჭრათ ნებისმიერი ინგრედიენტი. ამგვარად, არც ბევრი დანაკარგი გექნებათ გათლის თუ ჭრის პროცესში, და კერძიც უფრო ესთეტიურად მიმზიდველი იქნება.
- კვერცხი შეუცვლელი პროდუქტია და დამსახურებული ადგილიც უჭირავს იდეალური საუზმის ჩამონათვალთა სიაშიც. მისი მომზადების უამრავი განსხვავებული ხერხი არსებობს, დროისა და ტემპერატურის სხვადასხვა ვარიაციებით. მაგალითად, თუ კარგად მოხარშული კვერცხი გიყვართ, 10 წუთის განმავლობაში მაინც უნდა ადუღოთ, თუმცა თუ თოხლო კვერცხს ანიჭებთ უპირატესობას, წყალში მხოლოდ 1 წუთით გააჩერეთ. დაიმახსოვრეთ, წყალი უნდა თუხთუხებდეს. 6 წუთია საჭირო იმისთვის, რომ მიიღოთ რბილი გული და შედედებული ცილა, 3 წუთი – ნახევრად თხევადი მასისთვის.
- მთავარი კერძი ხორცის ან თევზის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია. მათი დამუშავება და დამარინადება, კი, ერთერთი მთავარი კულინარიული უნარ-ჩვევაა, რომელსაც ყველა დამწყები მზარეული უნდა დაეუფლოს.
იმის დასამტკიცებლად, რომ შეუძლებელი არაფერია, შემოგთავაზებთ იაპონური კერძის, სუშის, მარტივ რეცეპტს. არ შეგეშინდეთ! მიუხედავად იმისა, რომ სუში არც ისე დიდი ხანია, რაც ჩვენს ცხოვრებაში გამოჩნდა, თქვენ თვითონაც გაგიკვირდებათ, თურმე რა მარტივადაა შესაძლებელი მისი მომზადება სახლში, თქვენივე ხელებით.
შაკე ფუტო- კლასიკური იაპონური ორაგულის როლი:
- ავიღოთ 150გრ. მზა სუშის ბრინჯი (მოხარშულ სუშის ბრინჯს ემატება შაქრით და მარილით გაჯერებული იაპონური ძმარი);
- გავშალოთ თანაბრად ნორიზე (ნორი-დაპრესილი წყალმცენარე);
- გაშლილი ბრინჯის შუაში მოვათავსოთ ორაგულის ნაჭრები (დაახლ.70 გრ.), დაჭრილი ავოკადო (დაახლ. 30გრ.) და დაჭრილი კიტრი (დაახლ. 20გრ.);
- როლის შესახვევად ნორი მოვათავსოთ მაკისუზე (ბამბუკის სუშის შესახვევი ხელსაწყო) და გადავახვიოთ;
- შეხვეული როლი დავჭრათ 8 თანაბარ ნაწილად და მივირთვათ გემოვნების შესაბამისად, სოიოს სოუსთან, ჯინჯერთან და ვასაბთან ერთად.
დღეს ყველა ამ ინგრედიენტისა თუ აღჭურვილობის შეძენა, ნებისმიერ მაღაზიაში შესაძლებელია, ამიტომ რთული არაფერია.
მთავარია ისიამოვნოთ საკუთარი ნახელავით და გახსოვდეთ, გზა სულ არის გახდე კარგი კულინარი!




