5 დიზაინერი, რომლებიც უძღვებიან თბილისის მოდის რენესანსს
ავტორი: Jihen Mzoughi
არის პარიზი, ნიუ-იორკი და მილანი. მხოლოდ დროის საკითხია, თუ როდის აღმოჩნდება თბილისი მოდის დედაქალაქების სიაში. მას შემდეგ, რაც ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ Vetements-სა და Balenciaga-ში თავისი ინოვაციური მოღვაწეობით ინდუსტრია ააფეთქა, ყველას აინტერესებს, თუ როგორ იფურჩქნება ქართული მოდა.
გვასალია არ არის ერთადერთი ნოვატორი დიზაინერი, რომელმაც აღიარება აღმოსავლეთ ევროპის მოდის საზოგადოებისგან მოიპოვა.
მაგალითად, ხელოვანმა გვანცა ჯიშკარიანმა 2018 წელს ამ ყველაფერს ნათელი მოჰფინა თბილისის მზარდი სცენის მომაჯადოებელი პორტრეტით. ჯიშკარიანმა ფოტოგრაფ დანიელ ადამისთან ერთად Gola Damian-ის, Tiko Paksa-ს, და Nicolas Grigorian-ის ნამუშევრები წარადგინა – რომელთაგანაც თითოეულს საკუთარი ხელწერა აქვს.
ერთი რამ, რაც ნამდვილად ვიცით, არის ის, რომ თბილისს ნიჭიერი დიზაინერები არ აკლია და ისინი გზას თბილისის Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულზე იკვალავენ.
საქართველოში ყველაზე ნანატრი მოდის ღონისძიება ციფრული პლატფორმით ბრუნდება. ჩვენ წარმოგიდგენთ ხუთ ქართველ დიზაინერს, რომელთა ნახვასაც მოუთმენლად ველოდებით:
აკა ფროდიაშვილი
View this post on Instagram
დიზაინერი ცნობილია თავისი ფერადი და თვალისმომჭრელი კოლექციებით, რომლებიც ასახავს ქვიარ კულტურას. მისი შემოქმედება მამაკაცურობის საზღვრებს დრაგ ქვინების ესთეტიკით არღვევს. მის SS2-ში იგრძნობთ კულტურისა და იდენტობის ორბუნებოვნებას.
TAMRA
View this post on Instagram
თამუნა ქარუმიძე ინტერდისციპლინარული დიზაინის საშუალებით აქცენტს მარგინალიზებულ ურბანულ ჯგუფებზე აკეთებს. სკეიტით შთაგონებული ქუჩის ტანსაცმლის ხაზი წარმოების მდგრად მეთოდს ეძღვნება. დიზაინერი ხელახლა იყენებს ზედმეტ, მორჩენილ ქსოვილებსა და ძველ ბუმბულის საბნებს.
გიორგი ქებურია
View this post on Instagram
თვითნასწავლი დიზაინერი მოცულობითი ხაზებით და მინიმალური დიზაინით ერთმანეთში მამაკაცურ ელემენტებსა და ქალურ ელეგანტურობას აზავებს. მისი სილუეტები არის მკვეთრად კონსტრუირებული, ელეგანტური და მძაფრი.
ლადო ბოკუჩავა
View this post on Instagram
ბრენდის ხელწერა 80-იანი წლების ანდერგრაუნდ სტილისა და თანამედროვე დიზაინის ნაზავია. მისი კოლექციები წარმოადგენს კლასიკური და ურბანული სტილის შერწყმას ფუტურისტულ დეტალებთან ერთად. ლუქები მრავალფუნქციურია, შედგება ერთმანეთისგან განცალკევებული დეტალებისგან.
JANASHIA
View this post on Instagram
გვანცა ჯანაშია თავის კოლექციებში ასიმეტრიულ და ფუტურისტულ დეტალებს, სარტყელებსა და კორსეტებს აერთიანებს. დიზაინერი ძირითადად, ბამბასა და ვისკოზას იყენებს, რათა მისი შემოქმედება ეკოლოგიური მიმართულებით განვითარდეს.
ორიგინალი: https://www.milleworld.com/