fbpx

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ციფრულ კვირეულსა და ახალ მულტიკულტურულ სივრცეს ხსნის


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინა პატარიძე

დღევანდელი მოცემულობა სამყაროს ახალი პრაქტიკების დანერგვისკენ უბიძგებს, ხელოვნებისა და მოდის სფერო თითქმის მთლიანად ადაპტირდა ციფრულ რეალობასთან, თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულიც 19-22 ნოემბერს სწორედ ონლაინ, ინტერაქციულ რეჟიმში გაიმართება. 

19-22 ნოემბრის ჩათვლით მოდის მოყვარულები შეძლებენ სპეციალურად შექმნილ პლატფორმაზე თვალი ადევნონ ჩვენებებს. https://mbfwtbilisi.online/ დამთვალიერებელი დიზაინერების დღიურებს, ინტერვიუებს ვირტუალურ შოუ რუმებსა და ბექსტეიჯის საინტერესო დეტალებს იხილავს. 

თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულის ფარგლებში 20 შერჩეული დიზაინერი უახლეს კოლექციას გლობალური აუდიტორიის წინაშე წარადგენს, გარდა ამისა, შევხვდებით დამწყებ დიზაინერებსაც, რომლებიც პირველად გამოჩნდებიან ფართო აუდიტორიის წინაშე.

 

 

ვირტუალური სივრცე ორგანიზებულია კალენდრის მიხედვით, სადაც ყველა ბრენდის ჩვენება განისაზღვრება კონკრეტული დროითა და თარიღით. ეპიდვითარების გათვალისწინებით დიზაინერები, შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლები, მედიაპლატფორმები და მოდის მოყვარულები სწორედ ციფრულ ფორმატში გაერთიანდებიან, სადაც მოდისა და ხელოვნების სინთეზს შემოგვთავაზებენ. 

აღსანიშნავია, რომ პანდემიისგან გამოწვეულ რთულ ვითარებაში Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi აგრძელებს საქმიანობას და გარდა ამისა, Georgian Fashion Foundation-თან თანამშრომლობით ახალი ფორმატის მულტიკულტურულ სივრცეს ხსნის, სახელწოდებით Factory – Art & Culture Center, რაც ხელოვნებისა და კულტურის სფეროსთვის მნიშვნელოვანი ახალი პლატფორმა იქნება. 

ყოფილი კოკა-კოლას ქარხნის 27 800 კვ. მ. ფართობის ინდუსტრიული სივრცე ახალ შემოქმედებით კერად გადაიქცევა, სადაც დიზაინერებს, არტისტებსა და ფოტოგრაფებს საკუთარი პოტენციალის განვითარებისა და გაზიარების შესაძლებლობა ექნებათ. ამ სივრცის ერთ-ერთი მიზანი შემოქმედებითი ენერგეტიკული მუხტის შენარჩუნება და ქვეყნის მდიდარი კულტურული ტრადიციის  წარმოჩენაა ინტერდისციპლინარული მეთოდის განვითარებით, რაც მოდის, ხელოვნების და დიზაინის სინთეზს გულისხმობს. 

 

 

სოფო ჭყონია – Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი აღნიშნავს, რომ მოხარულია Georgian Fashion Foundation-თან თანამშრომლობით:

“ჩვენი მიზანია შემოქმედებით ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანების ფინანსური მხარდაჭერა, რომელთაც მწვავედ შეეხოთ covid-19-ის ფონზე გამოწვეული კრიზისი. გვინდა  გაერთიანებული ძალებით ხელი შევუწყოთ და განვითარებაში დავეხმაროთ ნიჭიერ დიზაინერებს, რომლებიც შექმნილი ვითარების გამო ახალი გამოწვევების წინაშე დგანან და მათ კარიერულ ზრდას საფრთხე ემუქრება”.

გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბდა მოდის ინდუსტრიაში გავლენიანი ადამიანებისგან დაკომპლექტებული გუნდი, ერთგვარი საბჭო, რომლებიც ადგილობრივ  ბრენდებს, კრიტიკული ვითარების გათვალისწინებით, სტრატეგიული გეგმის განვითარებასა და წინსვლაში დაეხმარება.

 

გუნდის სრული სიის შემადგენლობა შეგიძლიათ იხილოთ: 

  • Antonio Mancinelli – Marie Claire Italia Senior Editor; 
  • Danilo Venturi – Director of Polimoda; 
  • David Koma – Designer;  
  • Diane Pernet – International Fashion Blogger, Critic and Founder of ASVOFF Festival (A Shaded View on Fashion Film);  
  • Filip Niedenthal – EIC of Vogue Poland;  
  • Gena Smith – Senior VP of Human Resources & Head of Global Executive and Creative Recruitment for  LVMH;  
  • Godfrey Deeny – International Fashion Critic and EIC of FashionNetwork.com;  
  • Hilary Alexander – former Fashion Director of The Daily Telegraph, Journalist and Writer; Hiroshi Fujiwara – Musician, Producer and Designer;
  • Jean Pierre Blanc – Founder of the International Festival of Fashion and Photography in Hyeres and  notable Director of Villa Noailles;  
  • Mickey Boardman – Editorial Director of Paper Magazine; 
  • Sara Maino – Deputy Director of Vogue Italia and Head of Vogue Talents;  
  • Stefan Siegel – Founder & CEO of NOT JUST A LABEL;  
  • Steven Kolb – CEO of CFDA (Council of Fashion Designers of America); 
  • Valerie Steele – American Fashion Historian, Curator and Director of the Fashion Institute of Technology Museum.

მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.