ოქროსფერი – გავლენა ხელოვნებაში, ტექნოლოგიებში და ფსიქოლოგიაში
ოქროსფერი ჩვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია, რადგან შეუძლებელია ის ყურადღების მიღმა დარჩეს ვინმეს. სწორედ ამიტომ არის, რომ სამყაროში ყველა პროდუქტი, რომელიც ოქროსფერია, ძირითადად ექსტრავაგანტულობის, ტრიუმფალურობისა და წარმატების განსახიერებაა. იქნება ეს ტანისამოსი, ფეხსაცმელი, აქსესუარი თუ სხვა რომელიმე ნივთი, ოქროსფერი თავის ორიგინალურ სპიტირუალურ ხასიათს ყოველთვის ინარჩუნებს.
ფერები ჩვენს ცხოვრებას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს და ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ ფერს უპირატესობას ანიჭებენ, ხშირად საკუთარ ხასიათს უსვამენ ხაზს.
ერთად ვნახოთ, როგორია ოქროსფერის ისტორია დღეს და როგორი იყო ის წარსულში.
თანამედროვეობა
1907 წელს სიმბოლისტმა მხატვარმა გუსტავ კლიმტმა შექმნა ნამუშევარი „კოცნა“, რომელიც ყველაზე ცნობილი ნახატია კლიმტის „ოქროს პერიოდიდან“. იგი სურვილისა და თაყვანისცემის გამოხუტალებაა.
კლასიკური, ბიზანტიური და რენესანსული ხელოვნების გავლენით შექმნილმა კლიმტის ნამუშევრებმა პატივი მიაგეს ხელოვნების მრავალსაუკუნოვან ისტორიას.
ოქროს, თანამედროვე კულტურაშიც, უამრავი სხვადასხვა მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს, იგი კვლავ გამოიყენება კეთილდღეობის, ბედისა და წარმატების სიმბოლოდ.
ოქროს სიმბოლიკა საუკუნეებს ითვლის და მრავალი კულტურის განუყოფელი ნაწილია. მისი გავლენა იმდენად დიდი იყო, რომ სცდებოდა მხოლოდ მეტალისა ან ფერის მნიშვნელობას და ჩვენში მკვიდრდებოდა ისეთი სიტყვათშეთანხმებები, როგორიცაა: „ოქროს დღეები“, „ოქროს ხანა“, „ოქროსავით კარგია“, „სულელების ოქრო“ და ა.შ.
ოქრომ შექმნა ჩვენი სამყარო, ჩვენ კი მას მატერიალური სახე მივეცით ჩვენს კულტურაში.
ოქროსფერი ტრენდული გახდა ტექნოლოგიების სფეროშიც და მისი ერთ-ერთი ინიციატორი Apple იყო, რომელმაც 2015 წელს iPhone 5S Gold წარადგინა. მაშინ ამ მოდელმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია, მომხმარებლების დიდმა ნაწილმა კი სტანდარტული ფერების ნაცვლად, სწორედ ის აირჩია. რატომ? – გაჩნდა ასეთი შეკითხვა.
ამ კითხვაზე პასუხი ფსიქოლოგებს აქვთ. გარდა იმისა, რომ ის ძალიან ლამაზია, ოქროსფერი ხაზს უსვამს პრემიალურობას, განსაკუთრებულობას და შესაბამისად, პომპეზურობას. ადამიანების დიდი ნაწილი, რომლებიც ოქროსფერს ირჩევენ, საკუთარ ამბიციებს, უნარებსა და მიზნებს უსვამენ ხაზს, ამიტომ ოქროსფერი ამბიციური ადამიანების ფერია.
თუკი ფიქრობთ, რომ ოქროსფერი თქვენს ხასიათსა და შემოქმედების უნარს იდეალურად გამოხატავს, დღეს უკვე შეგიძლიათ თქვენი ბარათიც სწორედ ამ ფერის აირჩიოთ. თიბისის განახლებული ნაკრების საიტზე თქვენთვის სასურველი დიზაინისა და სერვისის შერჩევას შეძლებთ, ამიტომ ეწვიეთ საიტს Tbccard.ge.
ძველად ინკები ოქროს „მზის ცრემლებს“ უწოდებდნენ, ამ დროიდან მოყოლებული ოქრო უნივერსალური და ყველაზე ძვირფასი მეტალია მსოფლიოში.
უნიკალური სიკაშკაშისა და იშვიათობის გამო, ოქრო დღემდე ჩვენი სიმდიდრისა და ეკონომიკის საფუძველია და არა მხოლოდ ეს, ლოთონის მოქნილობა და ბრწყინვალე ფერი ათასწლეულების განმავლობაში, მხატვრების ინტერესის საგანსაც წარმოადგენდა.
ბერძნული მითი ოქროს საწმისის შესახებ თანამედროვეობაშიც აქტუალურია, რომელიც შეგვიძლია მივიჩნიოთ მყარ არგუმენტად ოქროს წმინდა ძალის დასადასტურებლად. ეს მითი ამყარებს ოქროს იდეას იმის შესახებ, რომ ის კეთილდღეობის ავტორიტეტული და ძლიერი სიმბოლოა.
ქრისტიანულ რელიგიაზე დაყრდნობით კი, ოქრსოფერი ქრისტესშობის ბრწყინვალე დღესასწაულთანაა გაიგივებული, რადგან ჩვილ ქრისტეს სწორედ ოქრო გადასცეს საჩუქრად.
ახლა განვიხილოთ ოქროს ისტორიული იკონოლოგია, რომელიც უხვადაა დატვირთული სიმბოლოებით.
ანტიკური სამყარო
ოქრო ფართოდ გამოიყენებოდა ანტიკურ სამყაროში: მესოპოტამიის, ეგვიპტისა და ინდოეთის ცივილიზაციებში, ასევე ძველი საბერძნეთისა და რომის კლასიკურ სამყაროში.
ძველად მიაჩნდათ, რომ ოქრო ჯადოსნური თვისებების მატარებელი იყო, სწორედ ამიტომ მას ხშირად იყენებდნენ რიტუალებში, საცხოვრებელი სახლების მოსაპირკეთებლად და ა.შ. ასევე ოქროს მიცვალებულებს ატანდნენ საფლავში, რადგან სწამდათ, რომ მისი მეშვეობით ადამიანი სიკვდილის შემდეგაც გააგრძელებდა მარადიულ სიცოცხლეს.
ოქროს, როგორც უკვდავების სიმბოლოს,ძველი ეგვიპტელები ფარაონების საფლავების გასაფორმებლად იყენებდნენ ან მარხავდნენ სარკოფაგებში მუმიების გვერდით.
მაშინ როდესაც ოქრო ხელმისაწვდომი არ იყო, მას სხვა მასალებით ანაცვლებდნენ. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი მინერალი, რომელსაც ოქროს მაგივრად იყენებდნენ, დარიშხანი იყო, რადგან ის ძალიან ჰგავდა ოქროს.
ბიზანტიური და ადრეული ქრისტიანული ხელოვნება
მიუხედავად იმისა, რომ არტეფაქტებს ხშირად ანადგურებდნენ, დროს მაინც გადაურჩა ბევრი ოქროსა თუ მოოქროვილი ნივთი.
ბიზანტიის იმპერიის მმართველობისას და ადრეული ქრისტიანობის ხანაში ხშირად იყენებდნენ ოქროს, როგორც სიმბოლოს ტრანსცენდენტური, ღვთიური სინათლისა, რომელიც განასახიერებდა უხილავ, სულიერ სამყაროს.
უძველესი ხელნაწერები
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უძველესი ხანის ქრისტიანულ ხელნაწერებში ძვირფასი ოქროს ფოთლები გამოიყენებოდა მნიშვნელოვანი წიგნების გასაფორმებლად. ოქროს ევროპაშიც ფართოდ იყენებდნენ ხელოვნებაში. ამის ერთ-ერთი მაგალითია ძვირადღირებული ხელოვნების ნიმუში, „The Golden Hagaddah”, რომელიც პასექის დღესასწაულს 56 პატარა ილუსტარციის საშუალებით გადმოგვცემდა.
სპარსული, ინდური და მონღოლური მინიატურული მხატვრობა
სხვადასხვა ისლამურ სახელმწიფოში ოქროსფერი ფართოდ გამოიყენებოდა სასამართლო ფერწერაში, სამეფო პატრონაჟმა შემოიტანა „მინიატურა“, მხატვრობის ერთ-ერთი მიმდინარეობა, რომელსაც ვხვდებით სპარსეთის, მონღოლეთისა და ინდოეთის ხელოვნების ისტორიაში.
ისლამური კანონი კრძალავდა ღვთიური ფიგურების გამოსახვას, სწორედ ამიტომ მხატვრები ასობით წლის განმავლობაში ცდილობდნენ განევითარებინათ კალიგრაფია და დაეხვეწათ თავიანთი ნახატები გეომეტრიისა და სამყროს შთაგონებით გამოწვეული დეტალებით.
ოქროს გულუხვად იყენებდნენ მინიატურების გასაფორმებლად, ხელოსნები კი დაფხვნილი ოქროსაგან საღებავს ამზადებდნენ.
მე-18 საუკუნისთვის, მონღოლთა სამეფოს სახელოსნოში შემცირდა მინიატურების წარმოება, მათი დიდი ნაწილი კი გაძარცვეს და ევროპაში გადაიტანეს.
შუა საუკუნეებისა და რენესანსის იტალია
XIII-XIV საუკუნეებში იტალიაში ხშირად გამოიყენებოდა ოქროს ფოთლები ნახატებში. აქ ხელოვნების ყველაზე დიდი მფარველი ეკლესია იყო, ამიტომაც ხელოვნების სრულყოფისათვის მნიშვნელოვანი გახლდათ რელიგიური და ღვთიური საგნების გამოსახვა, რომლისთვისაც იყენებდნენ მბრწყინავ ოქროს. ეს ოქრო განასახიერებდა ზეციურ სინათლეს, სულიწმინდას. ოქროს პანელის მოხატვა გრძელი პროცესი იყო, რომელიც ბევრი ხელოსნის ჩართულობას მოითხოვდა. ამ პროცესს „წყლის მოოქროვების“ სახელით იცნობდნენ.