fbpx

5 ახალი სერიალი, რომლებიც სახლში ყოფნას გაგიმარტივებთ


გააზიარე სტატია

დიდი ხანი არ გასულა მას შემდეგ, რაც პირველად თვითიზოლაციაში ყოფნა და იქამდე დაგეგმილი დღის ყველა აქტივობის მხოლოდ და მხოლოდ სახლის სივრცეში შესრულება მოგვიწია.

რთული პერიოდის მერე იყო შედარებით თავისუფალი ზაფხული, რომელმაც კარგი სიზმარივით სწრაფად ჩაიარა. 

მოვიდა შემოდგომა და დაპირებული მეორე ტალღაც, რა დროსაც საქართველო ე.წ. მწვანე ქვეყნების სიიდან კორონავირუსის ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყნების სიაში აღმოჩნდა. 

ბოლოს კი ნაცნობ შეზღუდვებს, “კომენდანტის საათსა“ და დისტანციური მუშაობის რეჟიმს დავუბრუნდით. 

დიახ, ყველაფერი მეორდება – ისევ გვაქვს თავზე საყრელი დრო, რომელიც არ ვიცით, როგორ გამოვიყენოთ, თანაც რაციონალურად. 

სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში ბოლო დროის 5 ყველაზე გამხმაურებულ და საინტერესო სერიალს ჩამოგითვლით და შევეცდებით ამით სახლში ყოფნა ოდნავ მაინც გაგიხალისოთ. 

 

 

The Queen’s Gambit

ეს ნეტპლიქსის ახალი მინი სერიალია, რომელმაც გამოსვლიდან მალევე მოიპოვა მაყურებლის სიყვარული. 

მეტიც, “The Queen’s Gambit“ უკვე 62 მილიონჯერ ნახეს და ამ მაჩვენებლით პროექტმა კომპანიის ყველაზე ნახვადი მინისერიალის სტატუსიც დაიმსახურა. 

სერიალი ობოლი გოგოს შესახებ გვიყვება, რომელიც 8 წლის ასაკში აღმოაჩენს, რომ ჭადრაკის თამაში ბევრ სხვა პროფესიონალზე უკეთ გამოსდის. 

ბეთ ჰარმონი იზრდება და სულ უფრო ძლიერი მოთამაშე ხდება. თავისი ნიჭით ის მალე ჭადრაკის სამყაროს სრულიად იპყრობს. 

სერიალმა შეიძლება იმიტომაც დაგაინტერესოთ, რომ ერთ-ერთ სცენაში მისმა პერსონაჟებმა ქართველი მოჭადრაკე, ნონა გაფრინდაშვილიც გაიხსენეს. 

 

 

Normal People

საღამოობით თუ სასიამოვნოდ განტვირთვა და რამდენიმე ცრემლის გადმოგდებაც გინდათ, 2020 წელს გამოსული ბრიტანული სერიალი “Normal People“ თქვენთვისაა.

 სატელევიზიო შოუ, რომლის პირველი სეზონიც სულ 12 სერიას მოიცავს, ირლანდიის ერთ პატარა სოფელში, ორი სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლის, კონელისა და მარიანას შესახებ მოგვითხრობს. 

სერიალის მთავარი გმირების ცხოვრების გზები ერთმანეთს კვეთს, ყველაზე საინტერესო კი სწორედ ამ მომენტიდან იწყება. 

 

 

I May Destroy You

“I May Destroy You“ კიდევ ერთი ბრიტანული სერიალია, რომელსაც თვითიზოლაციის მეორე ტალღის დროს დრო თამამად შეგიძლიათ დაუთმოთ. 

სერიალი სექსუალურ კავშირამდე თანხმობის მნიშვნელობასა და ამ კუთხით სერიალის ავტორის მძიმე რეალურ გამოცდილებაზე ფარულად გვიყვება – მთავარი პერსონაჟი აღმოაჩენს, რომ წინა ღამით სასმელში ნარკოტიკი გაურიეს, შემდეგ კი მასზე სექსუალურად იძალადეს. 

 

 

Mrs. America

ეს კიდევ ერთი სერიალია, რომლის ყურებაც ნამდვილად ღირს – Mrs. America კონსერვატორი აქტივისტის მოულოდნელ კამპანიაზე გვიყვება. ის იმ კორპორაციას უპირისპირდება, რომელიც ქალებისთვის თანაბარ უფლებებს ითხოვს. 

გახმაურებულ სატელევიზიო შოუში მთავარ როლებს სახელგანთქმული ქეით ბლანშეტი და „ამერიკული საშინელებათა ისტორიის“ ვარსკვლავი, სარა პოლსონი თამაშობენ.  

 

 

The Great

სერიალი კიდევ ერთი ძლიერი  პერსონაჟი ქალის ირგვლივ ვითარდება, რომელიც მე-18 საუკუნის ავსტრიაში ცხოვრობს. 

კატერინას პირად ბენიერებასა და სამეფოს მომავალს შორის არჩევანის გაკეთება უწევს. ამ ისტორიის ყველაზე საინტერესო ნაწილი კი სწორედ მაშინ იწყება, როდესაც ის ცოლად რუსეთის იმპერატორს მიჰყვება. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.