გაიცანი “მეამას” ყავის სამყარო – ციფრული მოგზაურობა შენი გემოს აღმოსაჩენად
მეამა ახალ ბრენდ საიტზე მომხმარებლებს უნიკალურ და ციფრულ გამოცდილებას სთავაზობს – ერთგვარ მოგზაურობას “მეამას” ყავის სამყაროში. აქ გაიგებ ყველაფერს, რაც “მეამა“-ზე, მის პროდუქციასა და ზოგადად ყავაზე გაინტერესებს.
“მეამას” ახალ ონლაინ სივრცეში ოთხ მთავარ განყოფილებას დაათვალიერებ, ესენია: კომპანიის, საწარმოს, პროდუქტებისა და ინოვაციების გვერდები, სადაც დეტალურ ინფორმაციას მიიღებ თითოეული თემის შესახებ.
მოგზაურობა სახელად „იპოვე შენი გემო“ ერთი ასქროლვით იწყება და ეტაპობრივად გაცნობს “მეამას” ყავის სამყაროს – მოგზაურობის პირველ საფეხურზე მიიღებ ინფორმაციას ყავის აპარატების შესახებ, რომლის საშუალებითაც “მეამას” კაფსულები არომატულ ყავად რამდენიმე წამში გადაიქცევა.
შემდეგი საფეხური ყავის კაფსულებია – მრავალფეროვანი არჩევანით და ყველა იმ დეტალით, რაც კიდევ უფრო გაგიმარტივებს შენი გემოს აღმოჩენას. ამ გაჩერებაზე კაფსულებს შორის განსხვავებების შესახებაც მიიღებ ინფორმაციას და იმასაც გაიგებ, შენი ფავორიტი გემო რობუსტას მარცვლებით შეიქმნა თუ არაბიკას, ან იქნებ ორივე?
შემდეგი საფეხური იმ შემთხვევაში დაგაინტერესებს, თუ გინდა, რომ შენს ოფისში ნამდვილი და არომატული ყავა ყოველთვის ხელმისაწვდომი იყოს – ამ გვერდზე უნიკალური და ინოვაციური ვენდინგ მანქანა – დროფერია წარმოდგენილი. აქ საშუალება გაქვს უფრო დეტალურად გაეცნო მას, დაათვალიერო “მეამას” სათაო ოფისის ესთეტიკის მიხედვით შექმნილი დროფერი ხისა და ბეტონის ვიზუალით – რომელი უფრო მოუხდება შენი ოფისის ინტერიერს?
შემდეგი კი ყველაზე მთავარ კითხვაზე პასუხია – რატომ კაფსულა?
და თუ გადაწყვეტ, რომ შენი გემო აუცილებლად უნდა აღმოაჩინო, იქვე “მეამას” ონლაინ მაღაზიის ბმულსაც შეამჩნევ, სადაც შენთვის სასურველი პროდუქტის მარტივად შეკვეთა შეგიძლია.
საიტის კრეატიული კონცეფცია – “Back to future” და მისი საინტერესო დიზაინი “Holy Motors”-ს ეკუთვნის, ხოლო ვებ გვერდის სრულყოფასა და მის საბოლოო სახეზე “მეამას” გუნდმა იმუშავა.
აღმოაჩინე შენი გემო “მეამას“ მრავალფეროვან ასორტიმენტში – იმოგზაურე ჩვენს ახალ ბრენდ საიტზე.