fbpx

კიმ კი დუკი


გააზიარე სტატია

 ავტორი: ანტონ დოლინი / Meduza

მოამზადა: საბა ოსანაძე, ნინა გოჩიტაშვილი

20 დეკემბერს კორეელ რეჟისორს უნდა ეზეიმა  სამოცი წლის იუბილე. უკანასკნელი 25 წლის მანძილზე კიმ კი დუკმა გადაიღო 24 სრულმეტრაჟიანი ფილმი, მისი ფილმოგრაფიის უმეტესი ნაწილი წარმოადგენს დიდ მოვლენას კინოსამყაროში, რასაც თან სდევდა საფესტივალო პრიზები და წარმატება. მიუხედავად მისი შემოქმედებითი ნაყოფიერებისა, კიმ კი დუკი, რომელმაც გამოცადა ცხოვრებისეული მარცხიც და წარმატებაც, არ გადაიქცა საკუთარი თავის გაქვავებული ძეგლის ვერსიად. მისი ფილმები აგრძელებდა ხალხის ხან გაოცებას, ხანდახან კი გაღიზიანებას. ზოგი მას აბრალებდა არააქტუალურობას და ერთდროულად – ზედმეტ რადიკალიზმს.  

მიუხედავად კინემატოგრაფიის მიმართ სხვადასხვაგვარი დამოკიდებულებისა, რთულია არ აღიარო კიმ კი დუკი: ის იყო თანამედროვე კულტურის ემბლემური ფიგურა, შეუძლებელია მისი მნიშვნელობის და გავლენის იგნორირება. XX საუკუნის დასასრულს კიმ კი დუკმა ხორცი შეასხა რადიკალური საავტორო კინემატოგრაფის ყველა უკიდურესობას. ის იღებდა ფილმებს, რომლებიც გადატვირთულია სიმბოლოებით და მეტაფორებით, გამომწვევი ძალადობის სცენებითა თუ პოეტური პირობითობით, ამავდროულად კი მის შემოქმედებას აღმოშფოთებლად ლამაზიც კი შეგვიძლია ვუწოდოთ. 

მიამიტური ალეგორიების და ეშმაკური ტროლინგის, საერთო ადგილების პათოსის და დახვეწილი ირონიის გარჩევა   დასავლურ კულტურას ჯერ არ უსწავლია – თუმცა, ყოველი შემთხვევისთვის, კიმ კი დუკს პატივს სცემდნენ (სამშობლოში, სამხრეთ კორეაში, მის მიმართ სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი, მსგავსი დამოკიდებულება კი წლებთან ერთად მატულობდა). ევროპისა და ამერიკისთვის ის გახდა “აზიური ექსტრიმის” განსახიერება. წლების მანძილზე კიმ კი დუკი ითვლებოდა კორეული კინოს ცოცხალ განსახიერებად – მაგრამ კორეაში მანამდეც იყვნენ ვარსკვლავები, სახელოვანი თანატოლები – ლი ჩან დონი და ჰონ სან სუ, რომლებსაც არანაკლებ პატივს სცემს კინოსამყარო; დროთა განმავლობაში პუბლიკა დაიღალა კიმ კი დუკით და წინა პლანზე გამოვიდნენ უფრო ახალგაზრდა პაკ ჩხან უკი და პონ ჩჟუნ ჰო. მიუხედავად ამისა, კორეელი კინორეჟისორის სახელი ყველამ გაიცნო. საუკუნეების საზღვარზე ასეთი ვირუსული პოპულარობით სარგებლობდა კვენტინ ტარანტინოც.

არ არის გასაკვირი, რომ კიმ კი დუკი მისი ტრანსგრესიული მეთოდით გახდა “უარყოფის კულტურის” (cancel culture) ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი.

ისტორიები რეჟისორის შესახებ მართლაც შემაშფოთებელია. ერთი მსახიობი კინაღამ დასახიჩრდა სუიციდის სცენის გადაღების დროს, სხვებმა კი რეჟისორს სექსუალური შევიწროება დააბრალეს – მართალია, არაფერი არ იყო დამტკიცებული, მაგრამ კიმ კი დუკის საპასუხო სარჩელს შედეგი არ მოუტანია. ნებისმიერ შემთხვევაში, კორეაში ის თითქმის იქცა პერსონა ნონ გრატად. ცხადი იყო: მისი ფილმების დაუნდობლობა ცუდად ერწყმოდა ახლად ნორმალიზებულ სინაზის კულტთან და პირად საზღვრებთან. ბოლო წლებს კიმ კი დუკი ატარებდა პოსტსაბჭოურ გარემოში, სადაც მას ერთგულად თაყვანს სცემდნენ: ის ხშირად იმყოფებოდა მოსკოვში, მონაწილეობდა ფესტივალებში ხან კონკურსანტად, ხან-ჟიურის წევრად, თავისი ბოლო ფილმი Dissolve გადაიღო ყაზახეთში და გარდაიცვალა ლატვიაში. 

კიმ კი დუკის უამრავ ფილმებს შორის არცთუ ისე მარტივია ყველაზე გამორჩეულის არჩევა. რაღაც მხრივ, მისი ნებისმიერი ნამუშევრის ნახვის შემდეგ შეიძლება დაგრჩეს წარმოდგენა რეჟისორის დანარჩენ ფილმოგრაფიაზე. ამავდროულად, კიმ კი დუკის ფილოსოფიის და სტილის კვინტესენცია  – Pieta, რომელიც 2012 წელს ვენეციაში დაგვირგვინდა “ოქროს ლომით”, შეიძლება არ მივიჩნიოთ რეჟისორის ყველაზე გამომსახველ და ერთიან ფილმად. 

მაგრამ, ის იდეალურად უკეთებს ლუსტრაციას კიმ კი დუკის სამყაროს სუსტ ადგილებს: ძალადობის სცენებში ჩამალული უკიდურესი სენტიმენტალობა (რომელიც მან მემკვიდრეობით მიიღო დოსტოევსკისგან), პროვოკაციულობა მანიპულაციის ზღვართან, მყარი მითოლოგემების (იგულისხმება აწ უკვე მითოსის გადმოცემა ანდაზურად, ერთი წინადადებით) გამოყენება, ხანდახან სიუჟეტს მარტივად წარმოსადგენს ხდიდა. 

​ფესტივალის უცვლელ ჰიტად რჩებოდა მისი ადრეული The Isle (2000) – არაადამიანური სილამაზის სასტიკი ელეგია, რომლის გმირი ყლაპავდა ანკესებს (საპრემიერო სეანსზე ვიღაცამ გონება დაკარგა). მოსკოვის კინოფესტივალზე ბრწყინავდა Real Fiction (2000) – გულახდილი ფილმი, რომელშიც ავტორი ამჟღავნებს საკუთარ მეთოდს. Bad Guy (2001) და Samaritan Girl (2004) სადომაზოხისტური ცნობისმოყვარეობით შეისწავლიდა პროსტიტუციის თემას, ქალის სხეულის ექსპლუატაციას და პატრიარქალურ ძალადობას. ბევრისთვის საყვარელ ფილმად იქცა Spring, Summer, Fall, Winter… And Spring (2003) – არალინეალური ბუდისტური იგავი, რომელიც გაფორმებულია კორეული ბუნების სურათებიანი კალენდრის მსგავსად.

​ალბათ, კიმ კი დუკის შემოქმედებითი კარიერის მწვერვალად უნდა მივიჩნიოთ 3-Iron (2004), რომელმაც ვენეციაში ზედიზედ რამდენიმე პრიზი მიიღო. ეს არის რეჟისორის ყველაზე მკაცრი და იდუმალი ფილმი, სადაც ორი განდევნილის სიყვარული ერწყმის ფიზიკურ ძალადობას და პირფერული კანონის დარღვევას.  ამასთან ერთად მარგინალები, როგორც ჩრდილები, რომლებიც შედიან უცხოს სახლში, ერთმანეთთან ურთიერთობენ სიტყვების გარეშე. 

​კიმ კი დუკის შემოქმედებითი კრიზისი გადაიქცა მის ყველაზე ორიგინალურ ფილმად – Arirang (2011), რომელიც დაფუძნებულია იმავე სახელწოდების  კორეულ სიმღერაზე – რომლის შესრულება კინოთეატრის სცენიდან გახდა რეჟისორის საფირმო  ხერხი. ამ აღსარებისეულ ფილმში იგი თვითონ იყო პროდიუსერიც, სცენარისტიც, რეჟისორიც, ოპერატორიც, მემონტაჟეც და ერთადერთი მსახიობიც; ფილმი დაჯილდოვდა კანის კინოფესტივალზე პრიზით Un Certain Regard. 

მას შემდეგ, რაც  მან მიიღო ვენეციური ოქრო ფილმისთვის Pieta, კიმ კი დუკმა ისევ დაიწყო ექსპერიმენტები – Moebius (2013) თითქმის კარიკატურული ფიზიოლოგიურობისგან, რომლის გმირმაც მოიჭრა სასქესო ორგანო, მისი შემოქმედება უცებ გადაიქცა მოულოდნელ სოციო-პოლიტიკურ The Net (2016) ფილმად, სადაც ჩრდილოკორეელი მეთევზე შემთხვევით მოხვდება სამხრეთ კორეაში, მაგრამ პატრიოტულად ითხოვს სამშობლოში, ოჯახთან დაბრუნებას. 

​ვითარებიდან გამომდინარე, კორეული კინემატოგრაფიისთვის ყველაზე მომგებიანი წელი – პონ ჩჟუნ ჰოს “პარაზიტების” რამდენიმე ოსკარი, ჰონ სან სუს “ვერცხლის დათვი” ბერლინში, – დასრულდა ტრაგიკული და უეცარი სიკვდილით, შორს ყველაზე სკანდალური კორეელი რეჟისორის სამშობლოდან, ვისი ანდერძიც გახდა ალმა-ატაში გადაღებული ფილმი, რომელიც მოსკოვის ფესტივალზე უპრიზოდ დარჩა. 

ინი. ჟურნალ “Meduza”


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.