17, 18 და 22 დეკემბერს თიბისის დილის კონცეპტის მოდერატორი ქეთი ებანოიძე იქნება
აქ, ახლა თიბისი კონცეპტს საინტერესო სიახლე აქვს. თიბისი კონცეპტისა და Visa-ს ერთობლივი პროექტის – „დილის კონცეპტის“ ფარგლებში, ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს საშუალება გაქვთ თქვენი დღე სხვადასხვა სფეროს საინტერესო ადამიანებთან შეხვედრითა და განსაკუთრებული შეთავაზებით დაიწყოთ.
ვინაიდან ახალმა რეალობამ დღის რუტინა ერთფეროვანი გახადა, თიბისი კონცპეტის გუნდმა გადაწყვიტა, დილის განსხვავებული კონცეფცია შეექმნა. ენერგიული, შთაგონებითა და დადებითი ემოციებით დატვირთული დილა, მთელ დღეს განსაზღვრავს. ახალი წამოწყება დაგეხმარებათ საინტერესოდ დაიწყოთ დღე, აღმოაჩინოთ ახალი ინტერესის სფერო თუ ადამიანები. შეხვედრების თემები და სპიკერები თითოეული თქვენგანის საჭიროებიდან და ინტერესიდან გამომდინარე შეირჩა.
დილის კონცეპტს უკვე უმასპინძლა ოთხმა სპიკერმა, ხვალიდან კი 17, 18 და 22 დეკემბერს ქეთი ებანოიძე, საერთო სამუშაო სივრცის – Impact Hub Tbilisi-ის და ამბის თხრობის პირველი საერთაშორისო ფესტივალის – ZEG – Tbilisi Storytelling Festival თანადამფუძნეებელი გაუძღვება. ქეთის სტუმრების სიაში კი შემდეგი ადამიანები მოხვდნენ:
17 დეკემბერი, 9:30 – 10:30
ოთო ბერიშვილი, აჭარა ჯგუფი – ადაპტაცია და ინოვაცია ბიზნეს სექტორში;
18 დეკემბერი, 9:30 – 10:30
ქეთო გიორგობიანი, კაშკაში – ბიზნესწამოწყება პანდემიის დროს
ქართული თავის მოვლის ორგანული საშუალებების ბრენდმა – „კაშკაში” 2020 წელს კიდევ ერთი ახალი წამოწყება აქცია რეალობად – KASHKASH x LIYA – პირველი ქართული ტუჩსაცხია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდება. ქეთო გიორგობიანი გაგიზიარებთ თავის გამოცდილებას, როგორც თავის მოვლის სფეროში არსებულ ტრენდებსა და მიდგომებზე და ასევე, მოგიყვებათ თუ რა გზის გავლა მოუხდა პანდემიის პერიოდში ახალი ბიზნესწამოწყებისას.
შეხვედრის მასპინძელი და მოდერატორი საერთო სამუშაო სივრცის – Impact Hub-ის და ZEG-ის თანადამფუძნეებელი – ქეთი ებანოიძე იქნება.
შეხვედრა გაიმართება შემდეგ ბმულზე: tbc.zoom.us/j/96949275749
19 დეკემბერი, 9:30 – 10:30
ნანა დიხამინჯია, კომპიუტერული და ელექტრონული ინჟინერიის პროფესორი – განათლება ტექნოლოგიებისა და მეწარმეობის ჭრილში
ილიას უნივერსიტეტის კომპიუტერული და ელექტრონული ინჟინერიის პროფესორს, ნანა დიხამინჯიას დიდი გამოცდილება აქვს მეცნიერების, ტექნოლოგიების და გაანთლების სფეროში როგორც საქართველოში ასევე აშშ-ში. შეხვედრის მსვლელობისას ის გაგვიზიარებს მის გამოცდილებას, მსოფლიო ტენდენციებს როგორც ტექნოლოგიური მეწარმეობის , ასევე, განათლების სფეროში. ასევე, პანდემიის გავლენაზე ამ სფეროში – რა შეიცვლება და რა უნდა შეიცვალოს საქართველოში ამ მიმართულებით.
შეხვედრის მასპინძელი და მოდერატორი საერთო სამუშაო სივრცის – Impact Hub-ის და ZEG-ის თანადამფუძნეებელი – ქეთი ებანოიძე იქნება.
შეხვედრა გაიმართება შემდეგ ბმულზე: tbc.zoom.us/j/96949275749