შეუერთდება თუ არა თბილისი მოდის დედაქალაქების სიას?
ავტორი: Matthew Burgos
სოფო ჭყონიას ადამიანებში ჩამალული გულწრფელობის, თავდაჯერებულობისა და შემოქმედებითობის აღმოჩენა შეუძლია. მას არ აქვს კრიტერიუმები ნიჭის იდენტიფიკაციის მიზნით: “ან არის ნიჭი, ან – არა. შთაბეჭდილება, რომელსაც ნიჭიერი ადამიანების სიმშვიდისა და მიზანმიმართულობისაგან ვიღებ, არის ის, რაც მათ სხვებისგან გამოარჩევთ. სწორედ ასეთი კომბინაციების არსებობა მოითხოვს დაკვირვებას”.
საქართველოში შემოქმედების მიმართ მხარდაჭერისა და აღმოჩენის არარსებობამ გამოიწვია პლატფორმის შექმნა, სადაც ადგილობრივ დიზაინერებსა და არტისტებს თავიანთი ნიჭის გამოხატვის შესაძლებლობა მიეცემოდათ. სოფო ჭყონიამ 2015 წელს Mercedes-Benz-ის მხარდაჭერით Fashion Week Tbilisi დააფუძნა.
Mercedes-Benz Fashion Week-ის ღონისძიება წელს ციფრულ ფორმატში, კოკა-კოლას ყოფილი ქარხანაში გაიმართება. სოფო ჭყონია გასულ წელს გამოცემა Business of Fashion-ის მიერ საერთაშორისო მოდის 500 ყველაზე მნიშვნელოვან პირს შორის დასახელდა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის კრეატიული დირექტორის პოზიცია მის მისწრაფებებს იმეორებს, სოფო ჭყონია თავს არიდებს იმ შეზღუდვებს, რომლებიც თან ახლავს ამ პასუხისმგებლობას.
“ყოველთვის, როდესაც ადამიანები მეკითხებიან, რას ვაკეთებ, მიჭირს ამის სიტყვებით გადმოცემა. მათთვის შეიძლება უფრო ადვილი იყოს იმის ახსნა, თუ რას გულისხმობს ეს ტიტული, მაგრამ ჩემი საქმიანობა ამავე დროს სცდება აღნიშნული პოზიციის ფარგლებს”. ჭყონია აკონტროლებს საზოგადოებასთან ურთიერთობას, არჩევს და ხელმძღვანელობს დიზაინერებს, იწვევს ჟიურის, მონაწილეებსა და პარტნიორებს, ადგენს ბიზნესგეგმებს, გეგმავს პროექტებს და აწარმოებს მოლაპარაკებებს ინვესტორებსა და კლიენტებთან – ეს ყველაფერი მხოლოდ მცირე ჩამონათვალია მისი საქმიანობის სიიდან.
ჭყონია თავის საქმიანობაში წარმოაჩენს საქართველოს კულტურას, რომელიც თავის მხრივ აღმოსავლეთის, დასავლეთისა და საბჭოთა კავშირისაგან შექმნილ ექსცენტრიკულობის ნაზავს წარმოადგენს. დიზაინერებს შესაძლებლობა აქვთ, ჩვენების ჩატარების ადგილი თავად შეარჩიონ. მათი რჩეულ ადგილებს შორისაა ოპერის, თეატრებისა და კინოს შენობები, რომელთა ადგილმდებარეობაც სტუმრებს საშუალებას მისცემთ ქალაქის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერონ. “დიზაინერების უმეტესობა 30 წლამდე ასაკისაა, ისინი თვითნასწავლები არიან. დემოკრატიულ ატმოსფეროში ექსპერიმენტებს ატარებენ ყველაფერზე და არ ეშინიათ ექსპერიმენტების, აკეთებენ იმას, რისი გაკეთებაც სურთ და არ მიჰყვებიან წესებს”.
თბილისის მერსედეს ბენცის მოდის კვირეულმა ცვლილებების კასკადი გახსნიდან ხუთი წლის შემდეგ განიცადა. ადგილობრივი ნიჭიერი ადამიანების, სპონსორობის, პარტნიორობისა და თანამშრომლობის რიცხვი, მსოფლიო ცნობადობასთან ერთად, მნიშვნელოვნად გაიზარდა, რასაც სათავეში უცხოური გამოცემები და პრესა უდგას.
“გამიმართლა, რომ მთელ მსოფლიოში მეგობრები და ნაცნობების წრე მყავდა, რომლებიც მოდის კვირეულს მისი დაწყების დღიდან მხარს უჭერენ. მათ არაფერი იცოდნენ საქართველოსა და ქართველი დიზაინერების შესახებ. მიუხედავად ამისა, როდესაც ისინი მოვიწვიე იმის სანახავად, თუ რას სთავაზობდათ ქვეყანა მოდისა და ხელოვნების სფეროში, მოწვევა ყველამ მიიღო. ამ თანმიმდევრულობის წყალობით, შოუმ ადგილობრივი და საერთაშორისო პრესისა და გამოცემების, კლიენტების, დიზაინერების, მოდისა და ხელოვნების ენთუზიასტების მხარდაჭერა დაიმსახურა”.
“სიახლეებში გამოჩენა საქართველოსთვის უკვე სტატუს-კვოს დარღვევაა. გარდასახვის კულმინაციას წარმოადგენს ის ფილოსოფია, რომელსაც დიზაინერები მისდევენ. ადრე ისინი მეუბნებოდნენ, რომ თავიანთ კოლექციებს ვალდებულების გამო ქმნიდნენ. მათი დიზაინი პესიმიზმით იყო ნაკვები. წინსვლასთან ერთად მათ ისწავლეს, თუ რა მედიუმები უნდა გამოეყენებინათ და როგორ უნდა დაუფლებოდნენ მათ. დიზაინერებმა თავიანთი საქმისადმი ნდობა მოიპოვეს: ახლა საკუთარი თავის სჯერათ”.
ჭყონია BE NEXT Art-ისა და Fashion Foundation-ის კრეატიული დირექტორიცაა, რომელსაც სათავეში 2010 წელს ჩაუდგა. “ჩვენ გავცემთ სტიპენდიებს, რაც გულისხმობს ახალგაზრდა დიზაინერებისთვის სწავლის დაფინანსებას იმ შემთხვევაში, თუ ისინი საქმეში დახელოვნებას საქართველოს საზღვრებს გარეთ გადაწყვეტენ. თბილისის მოდის კვირეული სივრცეა იმ შემოქმედებისთვის, რომლებმაც უკვე შექმნეს თავიანთი ბრენდები ან ამის გაკეთებას აპირებენ. ისინი, ვინც BE NEXT-ში გამოიჩენენ თავს, შემდეგ უკვე თავიანთი კოლექციებს MBFW Tbilisi-ში წარადგენენ”.
მულტიკულტურალიზმი, რომელიც სოფო ჭყონიას საზღვარგარეთ ცხოვრებასა და მოგზაურობას უკავშირდება, მისი მუშაობისა და ცხოვრების ხასიათის განმაპირობებელია. თოთხმეტი წლის ასაკში სოფო აშშ-ში, სკოლაში სწავლობდა. ოთხმოცდაათიან წლებში, თინეიჯერს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნიდან, ამერიკულ კულტურასთან ადაპტაცია გაუჭირდა, მაგრამ იცოდა, რომ სირთულეებისთვის უნდა გაეძლო. ამის შემდეგ იგი გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად ქვეყნის კულტურისა და ენის შესასწავლად, რამდენიმე წელში კი პარიზში დაიწყო იმ პროექტებზე მუშაობა, რომლებიც, მისი აზრით, კინოკრიტიკოსობასა და რეჟისორობაში შეუწყობდა ხელს. “გავხდი ავტორი დოკუმენტური პროექტებისა – “ხატები და მუზები” და “მოდის ლეგენდები”. ვესაუბრე პიერ ბერჟეს, მადამ კარვენს, სერჟ ლუტენსს, რიკ ოუენსს და ჟან-პოლ გუდას. მათ დამანახვეს როგორ ერწყმის მოდა და ხელოვნება ჩვენს ცხოვრებას და გავლენას ახდენს მის ფუნქციებზე”.
დღეს ის საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას BE NEXT Art-ში, Fashion Foundation-სა და MBFW Tbilisi-ში დიზაინერებს უზიარებს. “საზღვარგარეთ ცხოვრებისას მივხვდი, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო კულტურათაშორისი კომუნიკაცია და ეს ცოდნა გადავეცი გუნდს, რომელთანაც ვმუშაობ”.
ჭყონია ურჩევს შემოქმედებს, რომ არ გააკეთონ აქცენტი დიზაინზე, რომელიც მანამდე იყო, არამედ უკან დაიხიონ, განიხილონ თავიანთი თემები და იმუშაონ საკუთარ თავზე, ხალხთან შეხვედრის გზით, რათა დაძლიონ საკუთარი შემოქმედების კოლექტიურობა და განვითარდნენ.
პარიზი, მილანი, ანტვერპენი და ნიუ-იორკი მოდის ინდუსტრიის მთავარი ქალაქებია. თბილისი აჩქარებს ტემპს, რომ დაეწიოს მათ. სოფო ჭყონია აცხადებს თავის ლიგას, რომლის რწმენა ქართველი დიზაინერების და კულტურის მიმართ ქვეყნის პოტენციალს ხსნის.
ორიგინალი: https://lampoonmagazine.com/