პეკინის კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში ნატა მურვანიძემ გაიმარჯვა
ქართველი კინემატოგრაფისტების მონაწილეობა პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე დიდი გამარჯვებით დასრულდა. შარშანდელის მსგავსად, წელსაც 10 მთავარი ჯილდოდან ქართულ ფილმებს 4 პრიზი გადაეცათ.
Tiantan Award საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის ანა ურუშაძემ მოიპოვა და მას ეს ჯილდო კინოფესტივალის ჟიურის პრეზიდენტმა ვონგ კარ ვაიმ გადასცა.
Tiantan Award საუკეთესო რეჟისურისთვის მარიამ ხაჭვანს ერგო, ამავე ფილმის ოპერატორმა, მინდია ესაძემ კი საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის მოიპოვა პრიზი.
გარდა ამისა, Tiantan Award საუკეთესო მსახიობი ქალისთვის ნატო მურვანიძეს მიანიჭეს ფილმისთვის “საშიში დედა”. მსახიობი პეკინში არ იმყოფებოდა და მის მაგივრად ეს პრესტიჟული ჯილდო ცნობილმა მსახიობმა იზაბელ იუპერმა ფილმის რეჟისორს – ანა ურუშაძეს გადასცა.
“საშიში დედა” 50 წლის ქალის – მანანას ცხოვრებას ასახავს. დედა და დიასახლისი დილემის წინაშე დგას, მას უწევს არჩევანი გააკეთოს ოჯახურ ცხოვრებასა და დიდი ხნის ვნებიან გატაცებას შორის. მანანა ცხოვრების აზრს წერაში პოულობს.