fbpx

Donate Mzesumzira – გადაარჩინეთ თქვენი საყვარელი ფესტივალი და მიიღეთ საჩუქრები


გააზიარე სტატია

Donate.mzesumzira.com

ალბათ ერთხელ მაინც ყოფილხართ „მზესუმზირას“ რომელიმე პატარა შეკრებაზე, დიდ ფესტივალზე ან გსმენიათ მაინც მის შესახებ. „მზესუმზირამ“ ახალგაზრდების დიდი ნაწილი განსხვავებული ხასიათითა და ორიგინალური ხედვით მოხიბლა, ამის უკან კი 30-მდე ადამიანი დგას, რომელიც სულსა და გულს დებს სასიამოვნო გარემოსა და განწყობის შესაქმნელად.

„მზესუმზირამ“ არსებობა 7 წლის წინ დაიწყო და რომ არა პანდემია, დღემდე აქტიურად გააგრძელებდა თავისი საქმის კეთებას.

ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, „მზესუმზირაც“ ისევე, როგორც სხვა უამრავი ბიზნესი, გაჩერებულია და ფინანსების არ არსებობის გამო ვერ ახერხებს საქმიანობის გაგრძელებას, შესაბამისად, გადაიდო ივენთები, რამაც არსებული რესურსები მთლიანად ამოწურა.

თუმცა, არსებობს გამოსავალიც, დღეს ერთმანეთის მხარში დგომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენის განადგურების უფლებას მივცემთ პანდემიას. „მზესუმზირა“ 7 წელია სთავაზობს ჯანსაღ გარემოს მუსიკის მოყვარულებს, ახლა კი თქვენი ჯერია. გვირაბის ბოლოს სინათლე თქვენ ხართ, თქვენ, ის ადამიანები, ვისთვისაც „მზესუმზირა“ ძვირფასია და მასთან სასიამოვნო მოგონებები აკავშირებს. შეგიძლიათ მის გადარჩენაში მონაწილეობა მიიღოთ, რათა არ გაქრეს ხმაურიანი „მზესუმზირა“ ისე ჩუმად, თითქოს არც უარსებია.

„მზესუმზირას“ ორგანიზატორებმა ფესტივალის გადასარჩენად გადაწყვიტეს კამპანია წამოეწყოთ დონაციების შეგროვების საინტერესო გზებით. თითოეული გადარიცხული ლარი ან შეძენილი ნივთის საფასური, სწორედ ფესტივალის შენარჩუნებას მოხმარდება. უფრო მეტის გასაგებად კი შეგიძლიათ გადახვიდეთ ლინკზე: https://donate.mzesumzira.com/ka/

ლინკზე ისეთივე ორიგინალურ და საინტერესო ნივთებს შეხვდებით, როგორიც თავად „მზესუმზირაა“.

მხარდამჭერი დასაჩუქრდება – უცნაურად სასიამოვნოა, მაგრამ ასეა. გინდ ამას დახმარება დახმარებისთვის და არქვით და გინდათ საახალწლო საჩუქარი. „გუაპა კერამიკსის“ მიერ დამზადებული ხელნაკეთი მზესუმზირას გულსამაგრი და დიზაინერ “კვაჭის” ულამაზესი ილუსტრაცია, რომელიც 2019 წლის ეზო ფესტივალის დახურვის ივენთისთვის შეიქმნა არ მოგცემთ „მზესუმზირაში“ გატარებული მხიარული დღეების დავიწყების საშუალებას.

თქვენი დახმარებით შეიძლება მალე ისევ შევიკრიბოთ „ეზოზე“, მანამდე კი შეგიძლიათ შეიძინოთ Mzesumzira Records-ის ყველა EP-ი და მინი „მზესუმზირა“ თავადვე მოიწყოთ, განწყობის კიდევ უფრო ასამაღლებლად კი მათ მიერ გამოგზავნილი ჟუჟუნა ღვინით ისიამოვნოთ.

თუმცა, ნებისმიერი სახის მხარდაჭერა, იქნება ეს ფულადი თუ მორალური, „მზესუმზირასთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია.

ამ პრობლემის დაძლევის შემდეგ კი “მზესუმზირასთან“ ერთად გატარებული ყოველი წუთი უფრო გეძვირფასებათ,  მისი გადარჩენა ხომ თქვენი დამსახურება იქნება.

Donate.mzesumzira.com

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.