გასტროდუქანი რიგი სახლებში დარჩენილ მომხმარებელს საახალწლო სუფრებს სთავაზობს
მათ, ვისაც მადიანად ჭამა უყვარს, გასტქროდუქანმა „რიგი“, გახსნის დღიდანვე თავი მარტივად დაამახსოვრა. ალბათ გახსოვთ, სახალისო ილუსტრაციებით გადაჭრელებული სოც. ქსელები ან სულაც რიგებში გაჩაღებული ფაციფუცი, შოთის ჩაკვრა იქნება თუ სულგუნის ამოყვანა. პანდემიას რა ვუთხარით, ყველა სახლებში რომ დაგვსვა. მაგრამ ნუ იტყვი და როგორც ჩანს, ციფრულ სამყაროსთან საერთო ენა გასტრქოდუქანმა „რიგი“ ბევრზე უკეთ გამონახა. ჩვენი თუ არ გჯერათ, თვითონ ნახეთ, სოც. ქსელებში გენებოთ თუ მათ ვებ-გვერდზე. ისეთი ამბავი აქვთ, თვალის გადავლებითაც რომ დანაყრდები.
აგერ ახალი წელი კარს მოგვდომია. ჰოდა, რიგი თავის ხელწერას არც ახლა ღალატობს და ამ საახალწლოდ, სახლებში დარჩენილ თავიანთ მომხმარებელს ისეთ სუფრებსა და კერძებს სთავაზობს, თითებს რომ ჩაგაკვნეტინებს და საახალწლო სუფრის მოტრფიალედ გაქცევს.
აი, რას წერს რიგი ^_^
ოჰოო, ჰო, გიმზადებ და რას გიმზადებ!
ისეთი დღესასწაულები მოგვდგომია კარს, ტკბილ ხალხთან და თბილ კერაში, სიყვარულით რომ უნდა დაუხვდე: კარი ფართოდ გამოუღო, შეხვედრისას ჟრიამული შეაგებო, გრძლად გაშლილ სუფრასთან ლხენით მიიპატიჟო, მომავლის ფიქრი და იმედი სადღეგრძელოდ აქციო და მასთან ერთად დაილოცო!
მე კი, რადგან შენგან რიგიანი სუფრის გაშლის პატივი მიმიღია, ტრადიციულ სამზადისს გულის ფანცქალით შევუდექი.
ნეტავი კი განახა, იმ სიტყვების სიმართლე, – სუფრას ჩიტის რძე არ აკლიაო, როგორ ცხადად ახდენილა: საახალწლო სუფრას – სამარხვოს თუ ტრადიციულს,
ინდაურის საცივით, ფხალეულით და ლაბასხმულით, დაბრაწული გოჭითა თუ ნიგვზიანების ხონჩით, გოზინაყის ტორტითა და ჩაროზებით, ვამზადებ და მერე, შინაც უეჭველად გაახლებ.
თავი იმად გამოვიდე, ახალი წლის დღესასწაულს ქალაქური შნო და გემო შევმატო, შენი ლხინი #რიგის სუფრით გავამშვენიერო, ხვავი და ბარაქა, ტკბილი ლუკმა, კეთილი კაცის სტუმრობის სიხარული, გრძელი დღე და სადღეგრძელო დაგაბედო დამდეგ ახალ წელს!
ჰოდა, თუ მადიანად ჭამა მოგნატრებია, ოჯახთან და მეგობრებთან გულიანი მოლხენა მოგიწადინებია და ამ საახალწლოდ, ქართული სუფრაც დაგიფასებია, მაშინ, ამ ბმულს ჩაეჭიდე, შენიც გამოიძახე და მოტანა ჩემი საჩუქარი იყოს. ეწვიე ლინკს: https://bit.ly/საახალწლო_სუფრა.
ან აგერ ჩემი ნომერი, შესაკვეთად 29 დეკემბრამდე დამირეკე და იქ მოგართმევ, სადაც გენებოს: 577 33 21 22








