fbpx

აჩუქე და დასაჩუქრდი – შეარჩიე მეამა ხასიათის მიხედვით


გააზიარე სტატია

რა ვაჩუქო? – ეს შეკითხვა ალბათ ისეთი დამაბნეველი არასოდეს ყოფილა, როგორც წელს. მგონი, თვითონ სანტამაც კი არ იცის, ვის რა უნდა მიუტანოს. გარეთ მოფუსფუსე ადამიანებში ჩვეული საახალწლო განწყობა თითქოს  შეცვლილია და  სადღესასწაულო მოლოდინიც უჩვეულოდ აგვიანებს. ამიტომ, ზუსტად ახლაა ის დრო, როცა სწორად შერჩეული საჩუქრები ყველაზე მნიშვნელოვანია. როგორც ჩანს, სანტამ მთავარი მისია ჩვენ გადმოგვაბარა: წელს ელფებად ჩვენ უნდა გადავიქცეთ და ერთმანეთს უნდა ვაჩუქოთ ის, რაც ჩვენს განწყობაში ახალ წელს მოიყვანს.

საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის შერჩევისას, ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცნობდეთ მისი ხასიათის ყველაზე გამოხატულ მხარეებს და შეგვეძლოს, ერთი სიტყვით აღვწეროთ ყველა ის ღირსება, რომელიც მასშია თავმოყრილი. სწორედ ამ დამოკიდებულებით შეიქმნა „მეამას“ საახალწლო საჩუქრები, რომლებიც ერთმანეთისგან ხასიათით, ფასითა და ზომით განსხვავდება. თუმცა, მნიშვნელობა არ აქვს, პატარა (S) საჩუქარს შეიძენ, საშუალოს (M), დიდს (L) თუ  ძალიან დიდს (XL) – ყველა მათგანს მოჰყვება განსაკუთრებული საჩუქარი მთავარი გმირისთვის – შენთვის!

დაგეხმარებით: თუ შენი მეგობარი სულ სიახლეებს ეძებს, თითოეული მომენტით ტკბობა უყვარს, ცხოვრებისგან მაქსიმალურ სიამოვნებას იღებს, ესე იგი, საქმე შთამაგონებელ ადამიანთან გვაქვს, რომელიც, სავარაუდოდ, ყავაშიც მრავალფეროვნებას ირჩევს. თუ შენს შთამაგონებელ მეგობარს „მეამას“ ყავის აპარატი ჯერ არ შეუძენია, შეგიძლია, საშუალო ან დიდი ზომის ნაკრები აჩუქო და აპარატთან ერთად, ყავის კაფსულები და ჭიქაც უსახსოვრო. იმ შემთხვევაში კი, თუ „მეამას კუთხე“ უკვე მოწყობილი აქვს, გირჩევთ, პატარა ნაკრები აირჩიო, რომელიც სხვადასხვა კაფსულასა და სასურველი ფერის მეტალის ლამაზ ჭიქას მოიცავს. „მეამა“ ამ არჩევანს ლამაზი დიზაინის უნიკალურ შეფუთვაში მოათავსებს და შენს საყვარელ ადამიანს კიდევ ერთ შთამაგონებელ მომენტს აჩუქებს.

იმ შემთხვევაში, თუ შენს ადრესატს გადატვირთული სამუშაო რეჟიმი აქვს, არაფერს არ უშინდება და სჯერა, რომ ყველაფერი შესაძლებელია, გამოდის, რომ მისთვის გჭირდება ნაკრები, რომელიც „მეამამ“ განსაკუთრებულად გამბედავი ადამიანებისთვის შექმნა.

თუ შენი საყვარელი ადამიანი იმით გამოირჩევა, რომ ადამიანებთან ურთიერთობა ძალიან კარგად და თავისუფლად გამოსდის, ტრენდებს მისდევს, ყველასი ესმის, მაგრამ ინდივიდუალიზმს არ კარგავს, მაშინ საქმე გვაქვს თავისუფალ ადამიანთან, რომელიც სიხარულით მიიღებს „მეამას“ იმ ნაკრებს, რომელიც ახალ-ახალი იდეების გაჩენაში დაეხმარება.

„მეამას“ ფერადი საჩუქარი მზად არის ლაღი ადამიანებისთვისაც. ის განსაკუთრებულად გაახარებს მას, ვინც გიჟდება შინაურ ცხოველებზე, ემოციური და მგრძნობიარეა და საკუთარ სამყაროში ცხოვრება ყველაზე დიდ სიამოვნებას ანიჭებს.

კიდევ ერთი, ვის გახარებასაც ამ ორიგინალური საჩუქრით შეძლებ, არის ის, ვინც ყოველთვის ზუსტად იცის, რა უნდა, ძლიერია და არ უშინდება სიახლეებს. თუ საყვარელ წრეში ასეთი ინდივიდუალური ხასიათის ადამიანი გყავს, მაშინ შეგიძლია, კოლოფებიც ინდივიდუალურად შეურჩიო და საახალწლო ნაკრებში ფერადი კაფსულების ნამდვილი ფეიერვერკი მოუწყო.

დაბოლოს, ახალი წელი ყველაზე მეტად მეოცნებე ადამიანებს უყვართ. ვგულისხმობთ მათ, ვინც ცნობისმოყვარეები არიან, ყოველთვის განსხვავებულ გამოცდილებებს ეძებენ, ბევრს მოგზაურობენ, საინტერესო გემოებით ტკბებიან, ოპტიმიზმს ყველაზე გამოუვალ მდგომარეობაშიც ინარჩუნებენ და ყოველდღიურობას აფერადებენ. ჩვენი დაკვირვებით, მეოცნებეებს განსაკუთრებულად უყვართ არომატები, რომლებიც „მეამას“ კოლექციაში უკვე საკმაოდ მრავალფეროვანია. მაკაპუნო ქოქოსი, მთის ჟოლო, ტყის თხილი, ვანილი და კარამელი – ეს ის გემოებია, რომლებიც „მეამას“ საახალწლო შეფუთვაში გაერთიანდება და მის მფლობელს ცოტა ხნით მაინც დაეხმარება ვარდისფერი სათვალის მორგებასა და ფერადი ცხოვრებით ტკბობაში.

მოკლედ, როგორც ხვდები, „მეამამ“ ამ სეზონის მთავარ შეკითხვას რამდენიმე პასუხი გასცა და ამ რამდენიმედან ყველა სწორი და შთამაგონებელია. მთავარია, შენი საყვარელი ადამიანების ხასიათი კიდევ ერთხელ შეაფასო და შესაბამისი საჩუქრით გაახარო. „მეამას“ სერვისის ყველა პლუსი ისევ ძალაშია: სწრაფი და უფასო მიწოდება, ონლაინ მომსახურება და ხარისხი, რომელიც არ იცვლება. უფრო მეტიც – შეუფერხებლად მუშაობს როგორც ძველი, ისე ახალი ბრენდული სივრცეები, რომლებიც ჟვანიას მოედანზე და სავაჭრო ცენტრ “ისთ ფოინთში” გაიხსნა.

საყვარელი ადამიანების გახარება კიდევ უფრო სასიამოვნო რომ გახდეს, „მეამა“ აჯილდოებს ყველას, ვინც სხვის დასაჩუქრებას გადაწყვეტს. სხვა სიტყვებით რომ გითხრათ, თუ საახალწლო ნაკრებს ახლავე შეარჩევ, „მეამა“ უსაჩუქროდ არც შენ დაგტოვებს და ახალი წლის უფრო ფერად, შთამაგონებელ, ინდივიდუალურ, გამბედავ, თავისუფალ, მეოცნებე და ლაღ ხასიათზე ფერად-ფერადი კაფსულებით იზრუნებს.

და როგორც „მეამა“ იტყოდა, მრავალ ახალ არომატს!


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.