fbpx

სამოსი, იაპონური და ჩინური ტრადიციული დეტალებით, უკვე საქართველოში იქმნება.


გააზიარე სტატია

Ikiru, ახალი სტარტაფი, რომელიც ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს არ შეუშინდა და მიუხედავად, მაღაზიების ტოტალური დახურვისა, პანდემიის პირობებში გაიხსნა. იკირუ გვთავაზობს ისეთ დიზაინებს, რომელიც სულ უფრო მეტ ინეტერესს იწვევს.

Kimono, Haori, Yukata, Qipao, Cheongsam, zhongyi, Hanfu ეს მცირე ჩამონათვალია იმ ტრადიციული სამოსისა, რომელიც ეტაპობრივად ახალი ბრენდის მნიშვნელოვან ნაწილად იქცევა. Იდეის ავტორებმა გადაწყვიტეს, რომ ტრადიციისა და ნაციონალური სამოსის მცირე დეტალებით შეექმანთ დიზაინი, რომელიც ყველგან, ყოველთვის მოსახერხებელი და ამავდოულად შთამბეჭდავი იქნებოდა.

Ბოლო რამოდენიმე წელია, რაც საქართველოში გამოჩნდა კიმონო, ჰაორი, იაკუტა, ციფაო, მაგრამ ბევრისთვის ამ სამოსის ტრადიციული დეტალები, მნიშვნელოვანი ღირებულები და ზოგჯერ დასახელებებიც კი უცნობია. Იკირუს დამფუძნებლებს სურთ, რომ ჩინური, იაპონური ტრადიციების, კულტურული დეტალების და დანიშნულების სწორი პოპულარიზაცია მოახდინონ.

მანამ, სანამ იკირუს ერთ-ერთი დამფუძნებელი და დიზაინერი, ქეთევან ჯულუხაძე მოგვიყვება თუ საიდან გაჩნდა ეს ულამაზესი პროექტი და რას გვპირდება სამომავლოდ, Გაგახარებთ და გეტყვით, რომ 2021 წლის დადგომამდე შეგიძლიათ ესტუმროთ Ikirushowroom-ს და ისარგებლოთ 20%-იანი საახალწლო ფასდაკლებით სრულ კოლექციაზე.

Საიდან დაიწყო, რა იყო თქვენი მთავარი ინსპირაცია?

თავდაპირველად იკირუ არ ყოფილა ფინანსურად დაგეგმილი და კონცეპტუალურად გაწერილი პროექტი. ეს იყო უფრო ექსპერიმენტული ხასიათის მაღაზია და პრინციპში დღემდე ასეა, იქიდან გამომდინარე, რომ ვართ ორიენტირებულები უფრო სწავლაზე და განვითარებაზე, ვიდრე კომერციულ სარგებელზე. სიმართლე რომ გითხრა რთულია ამ მოცემულობით ბაზარზე გადარჩე, მაგრამ ფაქტია იკირუ იზრდება და ჩვენც ვიზრდებით მასთან ერთად. ინსპირაცია ბევრი რამ გახდა: ლიტერატურა, ფილმები, ხელოვნება, მოდა, სამზარეულო. მოკლედ რომ ვთქვა ზოგადად იაპონური და ჩინური კულტურა. პირადად ჩემთვის ყველაზე დიდი შთაგონების წყარო იყო ვონგ კარ-ვაის კინემატოგრაფია. გამოვარჩევდი Eros-ს და In the mood for love-ს. უნდა ითქვას, რომ საკულტო ფილმებია იკირუსთვის, თავად IKIRU-ც აკირა კურასავას 1952 წლის ფილმიდან მოდის.

Რა არის თქვენი პირველი პროექტი?

Თავდაპირველად გადავწყვიტეთ ციფაოები შეგვეკერა, ულამაზესი ჩინური ტრადიციუალი სამოსი, რომელიც ჩინეთსა და ზოგადად მთელ მსოფლიოში არასდროს არ კარგავს პოპულარობას. Ეს მართლაც, რომ ამოუწურავი რესურსიაა, ყოველი ახალი დიზაინის შექმნმისას მუდმივად ვაწყდებით ახალ იდეებს, დეტალებს, რომლებიც ჩვენთვის აქამდე უცნობი იყო. Გვინდა, რომ არაფერი გამოგვეპაროს, ყოველი ახალი დიზაინი წინაზე უფრო მეტად მრავალფეროვანი და საინტერესო იყოს. Მუდმივად განვითარებასა და სწავლაზე ორიენტირებულები ვართ. Გვსურს, რომ სრულად ავითვისოთ ტრადიციული დეტალები და მოვარგოთ 21-ე საუკუნის ტენდენციებს.

Რა გამოწვევებს აწყდებით , როგორც ახალი ხაზი და როგორც 2020-ის სტარტაპი?

Თავდაპირველად მზად ვიყავით გარკვეული გამოწვევებისთვის, წინასწარ ვფიქრობდით თუ რაზე უნდა ვყოფილყავით კონცენტრირებული, მაგრამ სირთულეები მართლაც რომ ამოუწურავი აღმოჩნდა. Პანდემიის პირობეებში ქსოვილებსა და სამკერვალო ინვენტარზე წვდომა თითქმის აღარ გვაქვს. Შეწყდა, როგორც არსებული ასევე ახალი მასალის მიღება. Ჩვენი მთავარი იდეა იყო, რომ შეგვექმნა კონკრეტული დიზაინი და ის უკვე ადამიანის სხეულისთვის ინდივიდუალურად შეგვეკერა. ამ იდეის განხორციუელება კი დღითიდღე რთულდება. Მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი მომხმარებლებისთვის და იმედს ვიტოვებთ, რომ ძალიან მალე ეს ყოველივე დასრულდება. Ჩვენი სტარტაპი კი კვლავ განაგრძობს ზრდა-განვითარებას, შედარებით სწრაფი ტემპით.

Რას გეგმავთ სამომავლოდ?

Პირველ რიგში, როგორც ავღნიშნე გვსურს, რომ არ დაგვრჩეს არც ერთი საინტერესო დეტალი, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ბრენდისა და მომხმარებლებისთვის. Გარდა ამისა კი ვიწყებთ მუშაობას ჩანთებსა და პირბადეებზე, რომლებიც ჩვენი კოლექციის დეტალებითაა ინსპირირებული. ასევე , პანდემიის დასრულების შემდეგ ვგეგმავთ ძალიან ბევრ აქტოვას, ვორკშოპებს, იაპონური, ჩინური კინემატოგრაფიის პოპულარიზციას, კინოჩვენებებს, საჯარო ლექციებს, გამოფენებს, რათქმაუნდა ყველაფერი კულტურის სწორი პოპულარიზაციის მიზნით. Გვსურს, რომ ჩვენი დიზაინები მოვარგოთ ყველა ასაკისა და სქესის ადამიანს. Ჩვენი showroom-ისთვის კი უნიკალური ადგილი შევარჩიეთ, Valiko mansion_ის კოლაბორიაციული სივრცე, რომელიც ამ ყველაფრის განსახორციელებლად საუკეთესო ადგილია. Ჩვენი ექსპერიმენტული პროექტი ძალიან ბევრ საინტერესო, განსხვავებულ სიახლეს გპირდებათ.

Იკირუს სრული კოლექციის ნახვა გ.ტაბიძის 24 ნომერში შეგიძლიათ. Ასევე მათ instagram, facebook, phubber -ისა და Marketer -ის ოფიციალურ გვერდებზე.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.