fbpx

წლის ასტროლოგიური პროგნოზი – Moet & Chandon-თან ერთად


გააზიარე სტატია

Moet & Chandon-თან ერთად გადავწყვიტეთ მომავალი მცირედ მაინც განგვეჭვრიტა და მოგვეწვია პროფესიონალი ასტროლოგი, რომელმაც ჰოროსკოპი თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის შეადგინა. ნახეთ ჩვენი ასტროლოგიური პროგნოზი და შეხვდით 2021-ს მომზადებული.

 

 

ცეცხლის სტიქია

განსაკუთრებულ კომფორტს 2021 წელს ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლები იგრძნობენ. რადიკალური ცვლილებები არ იქნება, სამაგიეროდ გაჩნდება სტაბილურობის გრძნობა. სავსებით შესაძლებელია მშვიდი და მდგრადი პროგრესი პროფესიულ სფეროებში. ცეცხლოვანი ნიშნები წარმატებას უნდა ელოდონ პირად და ოჯახურ ურთიერთობაში, მათ ამ წელს განსაკუთრებით კარგად გამოუვათ კონფლიქტების მოგვარება, დარეგულირება და პრობლემურ ურთიერთობებში კომპრომისის გამონახვა. 

ცეცხლის სტიქიის ნიშნებს კარგი შანსი ექნებათ, რომ მედიაში პოპულარობა მოიხვეჭონ, გახდნენ საქვეყნოდ ცნობილები და მაღალ საზოგადოებაში თავი მყარად დაიმკვიდრონ. 

 

  • ვერძი

ვარსკვლავების ახლანდელი განლაგება ამბობს, რომ 2021 წელს 180 გრადუსით უნდა მოტრიალდეს თქვენი (ვერძების) ბედის ისარი და როგორი წელიც  უნდა გქონოდათ 2020-ში, ახლა ბევრად უკეთესი გექნებათ. ისეც არ გაგვიგოთ, რომ დივანზე უნდა წამოგორდეთ, ნეტფლიქსი ჩართოთ და დაელოდოთ, სანამ თავში ოქროს ზოდი არ დაგეცემათ, არა, თავად უნდა გახდეთ ამ კალეიდოსკოპური ცვლილებების მთავარი გენერატორი. ერთი ის გახსოვდეთ, რომ რაც  უნდა დაიწყოთ, ყველაფერი გამოვა. საქვეყნოდ ცნობილია, რომ ნებისყოფის ამბავში არ გიჭირთ, ამიტომ, ვფიქრობთ, განსაკუთრებით გაგახარებთ ის ამბავი, რომ 2021 წელი გრძელვადიანი პროექტების დასაწყებად იქნება იდეალური. რასაც ახლა დაიწყებთ, ორიოდე წელში დიდებულ შედეგს მოგცემთ. ფინანსური მდგომარეობა ჰაერის ტემპერატურის მატების პარალელურად გაუმჯობესდება და საგრძნობ ცვლილებას უკვე აპრილისკენ იგრძნობთ, დაახლოებიღთ მაშინ, გათბობას რომ უკვე საბოლოოდ გამორთავთ და თხელ პიჯაკს მოიცვამთ.

თუ კარიერულ კიბეზე ხართ შემდგარი, მაშინ წინასწარ მოგვილოცავს ახალი პროექტების და შესაძლებლობების გამოჩენა, რასაც აუცილებლად მოჰყვება ბეჯითი ვერძის პროფესიული წინსვლა. მაგრამ აქაც გახსოვდეთ, როგორც კი რაიმე საინტერესო წინადადებას ყურს მოჰკრავთ, თამამად განაცხადეთ, რომ ამას მხოლოდ თქვენ გააკეთებთ, თან ისე, როგორც ვერავინ სხვა დედამიწაზე. დაუტოვეთ სიმორცხვე მათ, ვისაც ეს კარგად გამოსდის, ვერძებს სამყარო გაქვთ გადასარჩენი.

2021 წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება მყარი ურთიერთობები თქვენს პარტნიორებთან. რთულ მომენტებში უარი არ თქვათ “დარბაზის დახმარებაზე” – თქვენი კოლეგების ან მეგობრების შენიშვნამ, ან რჩევამ დიდი შანსია, რომ ზუსტად იქ მოგისწროთ, სადაც ეს ყველაზე მეტად დაგჭირდებათ. 

ვერძებისთვის თითქოს არარეალურად ჟღერს, მაგრამ შესაძლოა  უახლოესი ადამიანების სიტყვები გახდეს თქვენი ცხოვრებისეული ღირებულებების გადაფასებების საწყისი, რაც მეტად სასარგებლო იქნება თქვენთვის. 

 

  • ლომი

რასაცა გასცემ x მოთმინებითა შენითა

2021 წელი ლომებს დიდ წარმატებას ჰპირდება სხვადასხვა ფრონტზე, თუმცა მათგან ენერგიის მაქსიმალურ გაცემასაც ითხოვს. ის, ვინც ბიზნესითაა დაკავებული, წლის დასაწყისში მეტი მოთმინებით უნდა შეხვდეს მოვლენების განვითარებას, უნდა კონცენტრირდეს საქმეზე და თუ ეს შესაძლებელი იქნება, ემოციური შეფასებებისგანაც თავი უნდა შეიკავოს. მოთმინების შედეგი მოლოდინს არათუ გაამართლებს, არამედ გადააჭარბებს კიდეც.

ლომებო, გამოხატვის თავისუფლება შეგიძლიათ არ შეზღუდოთ ოჯახთან და საყვარელ ხალხთან: ის სიყვარული და ტკბილი ემოცია, რომელსაც თქვენ გასცემთ, აქაც ათმაგად დაგიბრუნდებათ.

გარდა ამისა, ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ახლებურად შეხედოთ ბევრ რამეს კარიერაში, სამსახურში, იქნებ რუტინაც გადაახალისოთ, რომ ამან კიდევ უფრო უკეთესი შედეგი მოიტანოს. იქნებ ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე გეფიქრათ. თუნდაც კოლეგების ბრაუზერის სერჩ-ისტორიები რომ  ხელოვნურ ინტელექტს მიაბათ, რომელიც ამ ყველაფერს რეალურ დროში გააანალიზებს და მათ შემდეგ იდეალურ სექსუალურ პარტნიორს შეურჩევს. თქვენი ინიციატივები არ დარჩება შეუმჩნეველი და აუცილებლად მიიღებთ ჯილდოს ან დაწინაურებას, ან კიდევ ტექნიკური გენიოსის სახელს გაითქვამთ სამსახურში. ხელოვნურ ინტელექტზე რაც გითხარით, დაივიწყეთ, ვიხუმრეთ. 

ზაფხული და შემოდგომა ლომებისთვის რომანტიზმით სავსე იქნება. მიიღებთ ძვირფას საჩუქრებს, იმოგზაურებთ ბევრ ახალ ქვეყანაში და უამრავ ადამიანს აღაფრთოვანებთ. მათი აღფრთოვანება იმდენად ძლიერი იქნება, რომ ეს აუცილებლად აისახება თქვენს თვითშეფასებაზე. საერთოდ, არაა ცუდი აღფრთოვანებული თაყვანისმცემლების ყოლა, ისიამოვნეთ პროცესით, ოღონდ ზომიერად. 

 

  • მშვილდოსანი

მშვილდოსნები 2021-ში მოიმკიან რამდენიმე წლის მანძილზე ნათესი კულტურების მოსავალს. რაც ამდენი ხანი გიკეთებიათ, ყველაფერი ახლა გამოიღებს ნაყოფს და მივხვდებით, სწორად გეგმავდით თუ არც ისე, შორსმჭვრეტელი იყავით თუ დღევანდელი დღის ადამიანი. ეს ეხება როგორც კარიერას, ასევე პირად ცხოვრებასა და ახლო ურთიერთობებს. წლის პირველი ნახევარი ნათლად დაგანახვებთ, თუ რა კორექტივები უნდა შეიტანოთ ცხოვრებაში და საით უნდა შეცვალოთ კურსი. კარგი იქნება, თუ ყველაფერს სწრაფად გააანალიზებთ და როგორც გჩვევიათ, სწორი გზით გააგრძელებთ სვლას. შესაძლოა იმასაც მიხვდეთ, რომ თქვენი თავისუფლების ნაწილის დათმობაც ღირდეს ერთი კონკრეტული ადამიანის გულისთვის – და ეს ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება იქნება. 

როგორც ნოემბერში, ასევე დეკემბერში დაბადებულ მშვილდოსნებს, უამრავი შედეგიანი გასროლა ექნება წლის განმავლობაში. ისევე როგორც ვერძებმა, თქვენც ინიციატივა უნდა გამოიჩინოთ, რათა წარმატების ისარი თქვენკენ კიდევ უფრო გადმოიხაროს. 

ვარსკვლავები ამბობენ, რომ მომავალ წელს მშვილდოსნებმა უნდა გამოიყენონ ის, რასაც ამდენ ხანს სწავლობდნენ და შეუდარებლად იციან, უნდა ასწავლონ მათ, ვისაც ეს სჭირდება და ამას იმსახურებს.ისინი უნდა იქცნენ  შთაგონებად და მრჩევლად მათთვის, ვისაც ეს სჭირდება, რადგან ვერავინ სხვა ვერ განაწყობს ასე ადამიანებს, როგორც ძლიერი, ყოვლისშემძლე მშვილდოსანი.

 

ჰაერის სტიქია 

ჰაერის სტიქიის წარმომადგენლები 2021 წელს იგრძნობენ, რომ ჭეშმარიტად რჩეულები არიან, მთავარია, რომ ყურადღებით იყვნენ და შანსი ხელიდან არ გაუშვან. ჰოროსკოპი გირჩევთ, რომ მცირედით არ შემოიფარგლოთ, არამედ მაქსიმალურად მეტი მოიხოვოთ, რათა ამდენივე მიიღოთ.  რაც უფრო ამბიციურია თქვენი გეგმები, რეზულტატიც უფრო გრანდიოზული მოჰყვება, მთავარია, რომ კონტროლი არ დაკარგოთ და თვითდისციპლინას მიაქციოთ ყურადღება. ფორტუნა 2021-ში შანსებს ბლომად დაგაყრით, მათ რეალიზაციაზე კი თავად უნდა იზრუნოთ. 

 

  • ტყუპები

2020-ის ბოლო მეოთხედში თქვენ მიერ დახარჯული ენერგია შედეგს ახალი წლის პირველივე თვეებში გამოიღებს. შესაძლოა ზოგიერთ თქვენგან ეს არც ისე მნიშვნელოვან მიღწევად ეჩვენოს, თუმცა ეს მაქსიმალისტი ტყუპებისგან ძალიან ჩვეულებრივი ჟესტი იქნება და ვერავის გააკვირვებთ, საკუთარ თავსაც კი. 

მთავარია სიმშვიდე და წესრიგი, პროგრესი ეტაპობრივად მოვა, წლის ბოლოს კი შედეგი გაგაოცებთ როგორც თქვენ, ასევე თქვენ გარშემო მყოფებსაც. 

2021 აღსავსე იქნება კარიერული წინსვლით, ქება დიდებით და საჩუქრებით, რომელსაც თაყვანისმცემლები უხვად მოგიძღვნიან. მოგზაურობითაც ბევრს იმოგზაურებთ, როგორც იქნა, მოვიდა ამის დროც. 

ზაფხულთან ერთად ტყუპებს მეორე სუნთქვა გაეხსნებათ. ეს პოზიტიურად იმოქმედებს  ყველა სფეროში, რომელთანაც ახლო შეხება გაქვთ: გაღიარებენ  პროფესიულ საზოგადოებაში, თქვენი სოციალური სტატუსი საგრძნობლად აიწევს  – ერთი სიტყვით, სამყარო 2021 წელს თქვენთვის არაფერს იშურებს, თითქოს უნდა, რომ გამოისყიდოს დანაშაული წინა წლისთვის, რომლის განმავლობაშიც ამდენი რამ დაგაკლოთ. 

თუმცა, არის ერთი თუმცა –  ძვირფასო ტყუპებო, გთხოვთ თავი შეიკავოთ თვითდესტრუქციული ქმედებებისგან და იმ წამოწყებებისგან, რომელიც ჩანასახშივე ჩანს, რომ უშედეგო იქნება. დაზოგეთ ენერგია და მიმართეთ ის მხოლოდ საჭირო ადამიანებისკენ, რომლებიც ამას აუცილებლად დაგიფასებენ. 

 

  • სასწორი

იღბალი 2021-ის ტიტული ულაპარაკოდ სასწორებს ეკუთვნით. პლანეტების  უნიკალურად პოზიტიური განლაგება იზრუნებს მათ პროფესიულ წინსვლაზე, შემოსავლის ზრდასა  და სოციალური სტატუსის გაუმჯობესებაზე. სასწორების გარშემო ყველა მოვლენა ისე განვითარდება, როგორც ეს მათთვის იქნება კარგი, და ეს ყველაფერი მათ ჩაურევლადაც კი მოხდება. სასწორებო, ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეძიოთ ბედნიერი შესაძლებლობები, რომლებიც შეიძლება სულ მცირე შანსებში იყოს გამოხატული. როგორც გითხარით, ნებისმიერი მათგანი შესაძლოა თქვენი ტრიუმფის გასაღებად იქცეს. 

წარმატების მაქსიმალური დოზით მიღებისთვის სასწორებს ზუსტი და სწორი განვითარების გეგმა დასჭირდებათ. კარგად დაგეგმეთ ყველაფერი, შეხედეთ ცხოვრებას გლობალურად, მოიფიქრეთ, საითკენ ისურვებდით განვითარებას მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში და მისი ასრულება 2021-შივე დაიწყეთ – როგორც გითხარით, ვარსკვლავები ყველაფერს აკეთებენ, რომ თქვენი გეგმები იდეალურ შედეგამდე მივიდეს. 

 

  • მერწყული

2021 მერწყულების საოცრად იღბლიანი წელია. მისი მიმდინარეობისას ჰაერის სტიქიის ბოლო ნიშნის წარმომადგენლები უამრავ საინტერესო პროექტს დაიწყებენ. მოვლენები კი მათ გარშემო უბრალოდ ზღაპრულად განვითარდება. უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება ახალი შემთხვევითი ნაცნობობა, დიდი შანსია, რომ მერწყულებმა ამ ახალი შეხვედრების წყალობით ცხოვრება პირობითად ორად დაყონ, 2021-მდე და 2021-ს მერე. 

წლის მეორე ნახევარი დატვირთული იქნება წარმატებით საქმიანობის  სფეროში, ბევრი თქვენგანი საგრძნობლად მაღლა აინაცვლებს კარიერულ კიბეზე, ზოგიერთი მერწყული კი რადიკალურად შეიცვლის საქმიანობის სფეროს და საბოლოოდ თავის ჭეშმარიტ მოწოდებას იპოვის, რაც სულიერ სიმშვიდეს და ბედნიერებას მოუტანს. 

 

მიწის სტიქია

ამ სტიქიის წარმომადგენლებსაც 2021 მრავალ სიახლეს უმზადებს. უამრავ მოგზაურობას და მივლინებას შესაძლოა საცხოვრებელი ადგილის და ცხოვრების რადიკალურად შეცვლაც მოჰყვეს, კარგისკენ, რა თქმა უნდა. 

მიწის სტიქიის ქვეშ გაერთიანებულ ნიშნებს ვარსკვლავები ურჩევენ, ყურადღება დაუთმონ სამსახურებრივ ურთიერთობებს და რაიმე ახლის სწავლაზეც იფიქრონ. იდეალური დროა ამისთვის, შედეგიც არ დააყოვნებს. 

 

  • კურო

ხარის წელი კუროებისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდება. გულისხმიერება და კეთილსინდისიერება, რომელიც ამ ნიშნის ადამიანებს ყველასგან გამოგარჩევთ, აუცილებლად მიგიყვანთ დიდებულ შედეგამდე, ეს ლოგიკურიცაა, რადგან თქვენ ხომ ყველაფერ კარგს იმსახურებთ! 

კარგი იქნება, თუ ზამთარში და გაზაფხულზე  მიმდინარე პროექტებზე იქნებით კონცენტრირებული, იზრუნებთ მათ გაზრდასა და უფრო მასშტაბურად ქცევაზე. ახალი პროექტების დაწყება კი ჯერჯერობით გადადეთ. გამონაკლისები იქნებიან ის კუროები, რომლებიც ახლა ირჩევენ პროფესიას, ან მიმართულებას მომავალი განვითარებისთვის. მათ ყველაფერი კარგად უნდა აწონ-დაწონონ და მხოლოდ შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება. აჩქარება მათთვის დაუშვებელია. 

ხელოვანი კუროებისთვის 2021 წლის მეორე ნახევარი დახუნძლული იქნება განხორციელებული ბრწყინვალე იდეებით, რომელიც მათ საქვეყნო დიდებას და კეთილდღეობას მოუტანს. ყველაზე თავშეკავებული კუროებიც კი ხარის წელს რაღაც ახალს აღმოაჩენენ, თუნდაც ახალ ჰობის, რაც მათ სულიერ კომფორტს მოუტანს და დადებითად აისახება პირად და ბიზნეს ცხოვრებაზე. 

 

  • ქალწული

2021 ქალწულებისთვის არ იქნება მოულოდნელობებით აღსავსე, პირიქით, ის მოიტანს სტაბილურობას და სიმშვიდეს. წინა წლის გამოცდილება ქალწულებს დაეხმარება, რომ სიმშვიდე ნებისმიერ სიტუაციაში შეინარჩუნონ. 2021 წინამორბედთან შედარებით საპნის ბუშტივით მსუბუქი და პროგნოზირებადი იქნება.  მიუხედავად ამისა, ვარსკვლავები ქალწულებს გირჩევენ, რომ დიდი დრო დაუთმოთ საკუთარ თავს, ჯანმრთელობას, თქვენს ქვეცნობიერს. გამოკვლევები და ცხოვრების სტილის კორექტირება 2021 წლის პრიორიტეტებში შედის. 

წლის პირველი ნახევარი ფინანსურად სტაბილური იქნება, ზაფხულისთვის კი საგრძნობლად გაიზრდება თქვენი შემოსავლები, პრემიები, მოგება – იდეალური პერიოდია ინვესტირებისთვის, გრძელვადიანი პროექტის დაწყებისთვის, ან თუნდაც ძვირფასი რამის შეძენისთვის. 

 

  • თხის რქა

გამოიცანით, რას არ შვრება ის, ვინც არ რისკავს? სწორია, თუმცა თხის რქებს ამას ვერ დავაბრალებთ, ისინი ყოველთვის სვამენ შამპანურს, რადგან რისკი მათი შიდა კორპორაციული სპორტია. 2021 თხის რქებს საშუალებას მოგცემთ იმდენი რისკოთ, სანამ კალეიდოსკოპური ბრუნვით თავბრუ არ დაგეხვევათ. მძლავრი ქარიშხლები გელით პირად ცხოვრებაში, ან უბრალოდ საინტერესო სიახლეები, ყველას – როგორც მარტოხელებს, ასევე სტაჟიან მეოჯახეებს. 

ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების კარგი შანსი გექნებათ იანვარში, თუმცა თუ თქვენი ბიზნეს-გეგმების რეალიზაცია წლის დასაწყისშივე არ განხორციელდა, მაშინ ეს საქმე იქნებ გაზაფხულისკენ გადადოთ და ბედს ძალა არ დაატანოთ. 

თქვენი თამაშის წესი ასეთი იქნება: თუ ელვისებური ცვლილებები არ გამოდის, მაშინ ყველაფერი ტრადიციული გზით განახორციელეთ და უბრალოდ გლობალურ ცვლილებებს მიჰყევით. ძალას, შთაგონებასა და სუფთა ენერგიას ბუნებაში გასვლა და საზღვარგარეთ მოკლე მოგზაურობები მოგცემთ. 

პირადი ცხოვრებისთვის ბევრი დრო არ დაგრჩებათ, რადგან საქმით ეს წელი მეტად დატვირთული გამოვა. მაინც ეცადეთ საყვარელ ხალხთან გარკვეული დრო გაატაროთ, რადგან ეს აუცილებლად აგავსებთ იმ პოზიტიური ენერგიით, რომელსაც შემდეგ  წარმატებად გარდაქმნით. 

 

წყლის სტიქია

 

  • კირჩხიბი

კირჩხიბებისთვის 2021 წელი მრავალი მიმართულებით განვითარდება. მისი სწორად მიმართვისთვის დისციპლინისა და სწორი ორგანიზების უნარების მაქსიმალურად გამოჩენა მოგიწევთ. ზამთრისა და გაზაფხულის მიმდინარეობისას თქვენს საქმეში წარმატება გელით, თუ, რა თქმა უნდა, ემოციებს არ აჰყვებით და ყველაფერს ცივი გონებით გადაწყვეტთ. 

ყურადღება მიაქციეთ თქვენს იმიჯს, ავტორიტეტს, ნუ გარისკავთ ნურც ფინანსურად, ნურც საკუთარი თავით. ასევე ყურადღებით მოეპყარით ჯანმრთელობას, სწორ კვებასა და ფიზიკურ ფორმას, რათა რისკები აქაც თავიდან აიცილოთ. 

წლის მეორე ნახევარში მოგიწევთ რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება ბიზნესში, ჭარბი ადრენალინის გამოყოფა კი გააორმაგებს თქვენს მომხიბვლელობას, რაც პირად ფრონტზე მრავალ საინტერესო თავგადასავალსაც დაატრიალებს. 

 

  • მორიელი

2021 ღრიანკალს მრავალ ასრულებულ გეგმას მოუტანს. თუმცა საჭირო იქნება ზუსტი ბალანსის დაცვა და თანაბარი დროის დათმობა როგორც პირადი ცხოვრებისთვის, ასევე ბიზნესისთვის. ხანდახან უბრალოდ დაგჭირდებათ მცირეოდენი შამპანურის მოწრუპვა და იმ დიადი საქმეების მშვიდად გაანალიზება, რომლებსაც სჩადიხართ, ან მომავალში აპირებთ. 

წლის პირველ ნახევარში დიდი შანსია, რომ საცხოვრებელი შეიცვალოთ, ან მკვეთრად გაიუმჯობესოთ, იყიდოთ ახალი უძრავი ქონება და მიიღოთ მემკვიდრეობა. კარგი დროა მშობლებთან ურთიერთობების დალაგებისთვის, გახსოვდეთ, რომ ისინი თქვენი ყველაზე დიდი გულშემატკივრები არიან. 

მოერიდეთ კონფლიქტებს სამსახურში, იყავით მშვიდი და თავდაჭერილი, ისეთი, როგორც აქამდე არასდროს, კონფლიქტებმა შესაძლოა დიდ სკანდალამდე მიგიყვანოთ, რაც საზიანო იქნება თქვენი იმიჯისა და ფინანსური მდგომარეობისთვის. 

წლის ბოლო საოცრად ტემპიანი და თავბრუდამხვევი იქნება, მისი სწორი მიმართულებით წარმართვაზე კი თქვენი შემოქმედებითი და ორგანიზაციული უნარები იმოქმედებს.

 

  • თევზები

წლის პირველი ნახევარი იდეალური დროა ძველი დავებისა და პრობლებემის გადასაწყვეტად, იქნება ეს ფინანსური ვალდებულებები თუ, უბრალოდ, აბურდული საქმიანი ურთიერთობა. რეზულტატი დიდწილად დამყარებული იქნება იმაზე, თუ როგორ ექცეოდით სხვებს გასული წლის მანძილზე. კარგი დროა იმ გეგმების განსახორციელებლად, რომელიც ადრე დაგეგმეთ, მაგრამ ულმობელმა 2020-მა მათ ასრულებაში ხელი შეგიშალათ. კარგი იქნება, უარი თქვათ იმ ურთიერთობაზე, რომელიც წინსვლაში ხელს გიშლით, ამით ორივე მხარე მოგებული დარჩება. 

წლის მეორე ნახევარში მოგზაურობები იწყება, მოიმატებს თქვენი მომხიბვლელობა და ახლობლებიც სულ სხვანაირად დაგაფასებენ. თქვენი კეთილგონიერება და შემოქმედებითობა იქნება გარანტი წლის რთული დასაწყისის კეთილი ბოლოსკენ მშვიდად წარმართვის, რაც დეკემბერში სიმშვიდეს და მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. 

რაც შეეხება სასიყვარულო ურთიერთობებს, დიდი  და სასიამოვნო, ხშირად მოულოდნელი შეხვედრები გელით. დალევთ შამპანურს იმასთან ერთად, ვისთანაც მოგესურვებათ.

 

  • ფოტოგრაფი: დათო ჭალიძე
  • არტისტები: თემო მაჭავარიანი, სალომე ჯოხაძე, გიორგი გრძელიშვილი, მარიამ საკნელაშვილი
  • მაკიაჟი: თინა შალიკაშვილი
  • თმა: ეკა ტაბატაძე
  • არტ-დირექტორი: ნინი დარჩია, ნინო ჭიჭინაძე

მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.