fbpx

Sex And The City-ის ახალი სეზონის გამოსვლა ოფიციალურად დადასტურდა


გააზიარე სტატია

ავტორი: John Koblin

 

HBO-ს საკულტო სერიალი – “სექსი და ქალაქში”, რომელიც 1998 წლიდან 2004 წლამდე გადიოდა, ტელეეკრანებზე კვლავ ბრუნდება.

HBO Max ოფიციალურად ადასტურებს სერიალის, “სექსი დიდ ქალაქში” ახალი სეზონის გამოსვლას. 10-ეპიზოდიანი სერიალისთვის მთავარ როლებს კვლავ სარა ჯესიკა პარკერი, სინტია ნიქსონი და კრისტინ დევისი ითამაშებენ, თუმცა სერიალში ვეღარ ვიხილავთ სამანტა ჯონსის როლის შემსრულებელს, კიმ კეტრელს, რომელმაც არაერთხელ დააფიქსირა თავისი აზრი სერიალში დაბრუნების შესახებ.

ახალი სეზონის სახელწოდება იქნება – “And Just Like That…” (“და, აი, სწორედ ასე”),  გადაღებები კი ნიუ-იორკში  2021 წლის გაზაფხულზე დაიწყება.

”სერიალი ფეხდაფეხ მიჰყვება კერის, მირანდას და შარლოტას მეგობრობის,  სიყვარულის და ცხოვრების გზას, რომლებიც უკვე 50 წლის ასაკს არიან გადაცილებულები”,  – აღნიშნა HBO Max-მა. 

მაიკლ პატრიკ კინგი, რომელიც სერიალის, “სექსი დიდ ქალაქში” და ასევე ფილმების მთავარი პროდიუსერი იყო, ახლა აღმასრულებელი პროდიუსერის სტატუსით დაბრუნდება.

ორიგინალი: https://www.nytimes.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.