JAM PROJECT: TIKO PAKSA
Jam project-მა კიდევ ერთი Fashionfilm გამოაქვეყნა. TIKO PAKSAS კოლექცია, მათ კინოს კინოს ფორმატში წარმოადგინეს.
SSPF21 TIKO PAKSA
FILM BY JAM PROJECT
JAM PROJECT: TIKO PAKSA მოდის ბრენდია (ლეიბლი) და ამიტომ ჩვენი მთავარი ამოცანა კოლექციის სწორი პრეზენტაცია იყო, თუმცა, ამასთან ერთად, არ გვინოდა შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც ეკუთვნის ერთ კონკრეტულ დარგს, აქვს კონკრეტული დრო, ადგილი და ჰყავს განსაზღვრული აუდიტორია.
ჩვენ არ შევხედეთ კოლექციას, როგორც ბრენდის სეზონურ ნამუშევარს და გადავწყვიტეთ, მისთვის კონკრეტული ხასიათი შეგვექმნა. ხასიათს კი სჭირდება პერსონაჟი, გარემო, ისტორია და ამ ისტორიის განვითარება. ჩვენ მიზნად დავისახეთ, შეგვექმნა მიკროსამყარო, ატმოსფერო, სადაც კოსტუმი კი არაა მთავარი, არამედ ერთერთი კომპონენტია; თუმცა ამასთან ერთად, ირიბად ხაზი გავუსვით კოლექციის დეტალებს და მის მნიშვნელობას პერსონაჟის შექმნასა და განვითარებაში.
კინოს ფორმატი საშუალებას გვაძლევდა , რომ კოლექცია სიუჟეტისთვის დაგვექვემდებარებინა, იგი უნდა მორგებოდა ამბის თხრობის სისტემას. შესაბამისად, მნიშვნელოვანი იყო კოსტუმებს ჰქონიდა თავისი დრამატურგია – დასაწყისი , განვითარება და კულმინაცია. ამბავი ორი ასოციალური და მარტოსული მეზობლის ტრაგიკომიკური ცხოვრების გარშემო ვითარდება.
ის გვიყვება, პერსონაჟების ერთმანეთთან შემთხვევით ან დაგეგმილ გადაკვეთებზე და მიუყვება წარმოსახვისა და რეალობის ზღვარს. ფილმის იდეა მარტივ კითხვაზეა აგებული – “SO, WAS IT WORTH IT TO LOSE YOURSELF?”, რაც შთაგონებულია ადამიანების უერთიერთობებით, ერთმანეთზე დამოკიდებულებით, ემოციებით, აკვიატებებით, რეალობისა და წარმოსახვის შეჯახებით და ამის შედეგად – თავის დაკარგვით.