fbpx

სეზონის მოდური თავსაბურავები – ბალაკლავა


გააზიარე სტატია

 

ბალაკლავა თავსაბურავის სახეობაა, რომელიც ისე იქსოვება ან იკერება, რომ  ერთდროულად ფარავს როგორც სახეს, ასევე თავს. მისი წარმომავლობა დაკავშირებულია ბალაკლავას ბრძოლასთან, ყირიმის ომის დროს. ამ ომში, 1854 წელს, ბრიტანელ ჯარისკაცებს ეხურათ ნაქსოვი თავსაბურავები, რომელსაც სამშობლოდან უგზავნიდნენ ცივი ამინდისგან თავდასაცავად. 1881 წლიდან კი სწორედ ამგვარი  ნაქსოვი ქუდის აღსანიშნავად დამკვიდრდა სახელწოდება “ბალაკლავა”.

თანამედროვე მსოფლიოში ბალაკლავას აქტიურად იყენებენ მოტოციკლეტის ჩაფხუტის ქვეშ, ყინვის და ქარის დროს გარეთ მომუშავეები ან ზამთრის კურორტებზე მოსრიალეები. მასალა, რისგანაც ბალაკლავა იკერება, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიზნით იყენებენ მას. აქედან გამომდინარე, შეიძლება  მისი როგორც ნატურალური ძაფებისგან მოქსოვა  თუ შეკერვა,  ასევე სპეციალურ გარემო პირობებში გამძლეობისთვის  ხელოვნური მასალისგან დამზადება.

ბალაკლავა საერთაშორისო მოდის ჩვენებებზე  2018 წელს გამოჩნდა, როდესაც შემოდგომა/ზამთრის კოლექციებში ისეთმა მოდის სახლებმა გამოიყენეს, როგორებიც არიან კელვინ კლაინი, ლანვინი და გუჩი. 

თუმცა, ვინ იფიქრებდა, რომ ნიღაბი-ქუდები – ბალაკლავა, შლემი თუ მუზარადი ისეთი აუცილებელი და მნიშვნელოვანი გახდებოდა სულ რაღაც 2 წლის შემდეგ. 

დღეს, კოვიდ 19-ის რეალობაში, როდესაც სოციალური დისტანცია და უსაფრთხოება ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრების წესია, ბალაკლავა ნამდვილად საჭირო ნივთია – გარდა იმისა, რომ ზამთრის სუსხიანი ამინდებისგან დაგვიცავს, ის თითქმის მთლიან სახეს და თავს ფარავს, რითაც, კანთან ერთად თმასაც იცავს. 

წარმოგიდგენთ ქართულ ბრენდებს, რომელებიც სხვადასხვა დიზაინის, ორიგინალურ და გამორჩეულ ბალაკლავებს, შლემებს და მუზარადებს გვთავაზობს.

 

Anabechdi4AT

ანაბეჭდი x AT არა უბრალოდ ონლაინ მაღაზია, არამედ კონცეპტ შოპია, რომელსაც სხვა ინტერნეტმაღაზიებისგან ის გამოარჩევს, რომ პროდუქტს ერთი დიზაინერი კი არ ქმნის, არამედ ის, ვინც თავის დროზე ჟურნალ “ანაბეჭდს” ქმნიდა – ავტორები იქნებიან ესენი, დიზაინერები, თუ სხვა. 

“ანაბეჭდის” არსებობის პერიოდში მუდმივად იყო კონცეპტ შოპის გაკეთების სურვილი, რაც მაშინ ვერ მოხერხდა, თუმცა თავად გამოცემას სულ მოყვებოდა საჩუქარად “ანაბეჭდის” გუნდის მიერ შექმნილი სხვადასხვა პროდუქტი, დაწყებული მუსიკალური დისკებიდან, დასრულებული მაისურებით, ხელთათმანებით, თუ ყველასათვის ცნობილი “ჩუტყვავილებით”.

ანაბეჭდი x AT-ის ნიღაბი-ქუდები გამორჩეულია იმით, რომ წინა ნაწილი მთლიან ქუდთან მიმაგრებულია ელვა შესაკრავით, ან ე.წ. კნოპებით, რაც გაცილებით კომფორტულს ხდის მოხმარებას. სურვილის მიხედვით დიზაინის და ფერების შეკვეთა შესაძლებელია. სტანდარტული, სადა ბალაკლავა 80 ლარი ღირს, ხოლო ჯაჭვებით გაფორმებული 100 ლარი.

ამ ეტაპზე პროექტის ფარგლებში შექმნილი ჩანთების და შლემების შეძენა ინსტაგრამის მეშვეობითაა შესაძლებელი, თუმცა მომავალში ფიზიკურად მაღაზიის გაკეთებაც იგეგმება.

 

MAQNANI

მაქნანის ქუდების შეძენა ინსტაგრამის გვერდის საშუალებითაა შესაძლებელი, რეგულაციებია მოხსნის შემდეგ კი ფიზიკურ მაღაზიებთან მოლაპარაკებები იგეგმება. ონლაინ წარმოდგენილი ქუდების უმრავლესობა მზადაა და შეკვეთიდან 1 დღის ვადაში აწვდიან მომხმარებელს, თუ რომელიმე მოდელი არ არის, შეკვეთიდან 3 დღე სჭირდება დამზადებას.

სურვილის შემთხვევაში ფერების შერჩევა ინდივიდუალურად შეგიძლიათ.  ფასი დიზაინის მიხედვით განისაზღრება და 50-დან 80 ლარამდე მერყეობს.

 

Youths in Balaclava

Youths is Balaclava ერთერთი ყველაზე ახალგაზრდა ბრენდია, რომელიც რეგულაციების შემოღებამდე არ არსებობდა და მხოლოდ იანვრის შუა რიცხვებში გამოჩნდა ბაზარზე. Youths is Balaclava-ს ბალაკლავების შეძენა ინსტაგრამის და ფეისბუქის გვერდის მეშვეობით ხდება და შეკვეთიან ორ დღეში მიდის მომხმარებლამდე. 

სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია შლემების  ინდივიდუალურად დამზადება როოგრც ფერი ასევე ზომის მიხედვით ბავშვებისთვისაც. სადა ბალაკლავა ერთ ფერში ღირს 35 ლარი ღირს, ხოლო ფერადის ფასი 40-45 ლარამდე მერყეობს და დამოკიდებულია გამოყენებულ ძაფზე.

 

მუზარადი

“მუზარადი” ქეთევან ხერხეულიძემ დააფუძნა 2017 წელს, რომლის კრეატიული დირექტორიც თავადაა და მრავალფეროვან პროდუქტს ქმნის ბრენდისთვის.  შლემი, მუზარადის კლასიკური ფორმით ბრენდის ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი. 

რეგულაციებამდე მუზარადის კოლექცია მაღაზია “იერი”- ში ასევე სოლო ლაუნჯში და წინანდალში რედისონსში იყიდებოდა, რეგულაციების პირობებში კი მისი შეძენა “იერის” ონლაინ მაღაზიაში შეგიძლიათ, აღსანიშნავია, რომ “იერს” მიწოდება მსოფლიო მასშტაბით აქვს. მუზარადი Classic hoodies ფასი 290 ლარია.

 

Lileknits

ლილე მთელი ცხოვრებაა ქსოვს, თუმცა ბალაკლავების გასაყიდად მოქსოვა სულ 1 თვეა რაც დაიწყო. ამ ტიპის თავსაბურავებზე მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ ჯერ ვერ შეძლო სხვა ნივთები დაემატებინა. შლემებს წინასწარ ამზადებს და ამიტომ სასურველი ნივთის მიღება იმ, ან მომდევნო დღეს შეგიძლიათ, ხოლო თუ ისეთ ფერი გსურთ,რომელიც წინასწარ მზად არაა, ამ შემთხვევაში დალოდება მოგიწევთ 1-დან 3 დღემდე. ლოდინის პერიოდი შეკვეთების რაოდენობაზეა დამოკიდებული.

ლილეს ბალაკლავების ზომა სტანდარტულებია, თუმცა ნაქსოვი წელვადია და ამიტომ ნებისმიერ ზრდასრულ ადამიანს მოერგება.  ძაფი, რითაც იქსოვება ნახევრად შალი და ნახევრად ანგორაა, რათა არც მსუსხავი იყოს სახისთვის და არც – ხელოვნური.

შეძენა შესაძლებელია ფეისბუქის, ან ინსტაგრამის გვერდების საშუალებით. ლილეს ბალაკლავას ფასია 50 ლარი, თბილისის შემოგარენში მიტანის საფასური 3 ლარია, ხოლო ცენტრალურ უბნებში – უფასოა.

 

ლაბადა

“ლაბადა”მომხმარებლებს ბალაკლავების ორ მოდელს სთავაზობს – ხელით ნაქსოვს და მაღალი ხარისხის ტრიკოტაჟის ქარხნული ქსოვით დამზადებულ ბალაკლვას.  “ლაბადას” შოურუმი კაფე “ზილიკოში” მდებარეობს, თუმცა რეგულაციებიდან გამომდინარე ახლა დაკეტილია და მხოლოდ ონლაინ ხდება მიწოდება. 

სურვილის შემთხვევაში Ხელით ნაქსოვი ბალაკლავების ფერის და მასალის შერჩევა შესაძლებელია ბალაკლავის სტანდარტების გათვალისწინებით, ხოლო ქარხნული ქსოვით დამზადებული ბალკლავების დიზაინის შეცვლა კი არ ხდება.

ხელით ნაქსოვი 75 ლარი ღირს, ტიკოტაჟის ქარხნული ქსოვით კი – 35 ლარი. გზავნილი თბილისის მაშტაბით ბარდება იმავე, ან მეორე დღეს, მიტანის მომსახურების საფასური კი 4 ლარს შეადგენს. ხელით ნაქსოვი ბალაკლვა შეკვეთიდან 2-3 დღეში მზადდება.  

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.