fbpx

ილუსტრატორ გიორგი გრძელიშვილის ახალი ნამუშევრები – Acid Vol.2


გააზიარე სტატია

ილუსტრატორმა გიორგი გრძელიშვილმა, რომელსაც ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს, ახალი ნამუშევრები გამოაქვეყნა. ამჯერად მისი ყურადღების ქვეშ ელექტრონული მუსიკის სუბჟანრი Acid მოექცა, რომლის კვლევაც დაიწყო და შთაბეჭდილებები ვიზუალურ-მუსიკალურ ნამუშევრებში ასახა. ის ამბობს, რომ ეს პროცესი მისთვის ექსპერიმენტი იყო, რადგან აქამდე მუსიკის შექმნასთან შეხება თითქმის არ ჰქონია, თუმცა ამ გამოწვევას არ მოერიდა და პირველი პროექტი წარმატებით დაასრულა.

“აუდიო-ვიზუალური vol.2 გამოვიდა 24 იანვარს. კვლევის დროს გავარკვიე, რომ თვითონ ეს ჟანრიც, ექსპერიმენტებით შეიქმნა. Roland-მა 1982 წელს ბას გიტარის სიმულაციისთვის გამოუშვა სინთეზატორი TB-303, რომელიც ძალიან დამახასიათებელ ხმას გამოსცემდა სეთინგების ალტერაციის დროს, ჟღერადობის გამო კომერციულად წარუმატებელი იყო, მაგრამ წარმატებული აღმოჩნდა სხვა მხრივ. რაღაც მომენტში ჩემი ექპერიმენტი და ეს ისტორიაც გადაიკვეთა, რეალურად მეც პირველად “ვტესტავდი” და ვცდილობდი მიმეღო ეს ჟღერადობა ისე რომ ავთენტურობა არ დამერღვია, Through trial and error სიტუაცია იყო ჩემთანაც”, – ამბობს გიორგი.

 

 

პროექტის ფარგლებში გიორგიმ ვინილების და ქავერების უნიკალური აუდიო-ვიზუალური მასალა შექმნა, რომლებიც 80-90-იანი წლების ვინილების ავთენტურად გამოიყურება. ამ მიზნის მიღწევაში მას ხანგრძლივი კვლევა და ძიება დაეხმარა, რაც თითოეული დეტალის ყურადღებით შესწავლას გულისხმობდა.

“პროექტის მთელი მიზანი იყო ავთენტური ვიზუალის მიღება. კვლევა სტანდარტულად ძალიან ბევრ რეფერენსს მოიცავდა, აქამდე თუ მხოლოდ ვიზუალურზე ვმუშაობდი ეხლა უკვე აუდიოც დაემატა, გადაბმულად რამოდენიმე დღის განმავლობაში ვუსმენდი ამ ჟანრის ძველ ტრეკებს, თან ვიკვლევდი ფერებს, ტიპოგრაფიას, შეფუთვებს, სტილს დროსთან კავშირში დამახასიათებლ დეტალებსაც, სად იყო ყველაზე ხშირად გაცვეთილი ქავერები, მარკერით სად იყო მონიშნული სხვადასხვა ნოუთები და ა.შ მინდოდა გამერკვია, ზუსტად რა ვიზუალს და ჟღერადობა ვეძებდი, რომ შემდეგ ჩემი ვერსია შემექმნა”.
“მნიშვნელოვანი იყო მთლიანი სტრუქტურა. მაგალითად ტერმინოლოგია რომ უბრალოდ არ “გადამეწერა”.  ცალკე იმის კვლევა, რომ ყველაფერი კავშირში ყოფილიყო ერთმანეთთან, თუ ქავერზე გადმოვიტანდი 140BPM-ს შესაბამისად მუსიკაც 140BPM უნდა ყოფილიყო, ჯამში წარმოსახვითი პროდუქტის შექმნა გამოვიდა , რომელიც თითქოს რეალურ სამყაროში არსებობს ვინილზე, აქვს ყველაფერი, მაგრამ თან არ არსებობს, თან ძველია თან ახალი, დროსთან თამაშია”

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.