fbpx

ქართული ფილმები “ბერლინალეზე” – 2021


გააზიარე სტატია

 

30 წლის შემდეგ პირველად ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსში სრულმეტრაჟიანი ქართული ფილმი მოხვდა.

 

ალექსანდრე კობერიძეს ფილმის პრემიერა სწორედ ბერლინის კინოფესტივალზე, მთავარ საკონკურსო სექციაში შედგება. ბოლოს „ბერლინალეს“ ძირითად კონკურსში საქართველოდან წარდგენილი იყო თემურ ბაბლუანის ფილმი „უძინართა მზე“.

„რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ“ – დღეს ბერლინალეს დირექტორმა კარლო შატრიანმა ქართულ-გერმანული ნამუშევარი წარადგინა, რომლის გადაღებებიც ქუთაისში მიმდინარეობდა.

 

ბერლინის კინოფესტივალზე ასევე ნაჩვენები იქნება კიდევ ერთი ქართველი რეჟისორის ნამუშევარი, სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმი „მოთვინიერება“, “Berlinale Forum”-ის სექციაშია წარდგენილი. „მოთვინიერების“ პრემიერა უკვე შედგა „სანდენსის“ კინოფესტივალზე.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.