fbpx

იანგცე, გრძელი მდინარე – ნადავ კანდერის ფოტოსერია


გააზიარე სტატია

 

ჩინეთის მთავარი არტერია, მდინარე იანგცე ქვეყნის უკიდურესი დასავლეთი წერტილიდან შანხაისკენ 6500 კილომეტრის მანძილზე მიედინება და გზად მეჩხერად  და მჭიდროდ დასახლებულ  უამრავ რეგიონს გაივლის. მე გადავიღე მდინარე, როგორც მუდმივი ცვლილების მეტაფორა, მისი ლანდშაფტი და მის ნაპირებთან მცხოვრები ხალხი. ვმუშაობდი ინტუიციურად, ვცდილობდი, ჩემზე გავლენა არ მოეხდინა  იმ წარმოდგენებს, რომლებიც უკვე მქონდა ჩინეთის შესახებ.  მინდოდა გადმომეცა ყველაფერი, რაც იქ აღმოვაჩინე და ვიგრძენი. 

იანგცეს ნაპირების გასწვრივ უფრო მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე მთელ შეერთებულ შტატებში: ეს არის პლანეტის ყოველი თვრამეტი ადამიანიდან ერთი. შეიძლება ითქვას, რომ არაჩვეულებრივი და უკიდეგანო მდინარე ჩინელების ცნობიერებაში არის ფესვგადგმული და  ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ წყალი. იანგცე ჩინურ ისტორიასა და ფოლკლორს მოიცავს. ის ხალხის სისხლში მოძრაობს. ამ მდინარემ ჩემი წარმოსახვა დაიპყრო და სამოგზაუროდ გამიტაცა. 
ჩინეთში მომხდარი ცვლილებების მასშტაბმა ჩემზე დიდი ემოციური გავლენა მოახდინა. ჩინეთის განვითარების პროცესში  მთელი კაცობრიობის ანარეკლს ვხედავ. შეცდომები, რომლებიც ყველამ დავუშვით, მეორდება. მივხვდი, რომ ეს პროექტი ეხებოდა ყველას, ჩვენს ურთიერთდამოკიდებულებას და არა მხოლოდ ჩინეთს.

 

მდინარის გასწვრივ, სხვადასხვა რეგიონში მოგზაურობისას, ფოტოებზე ავსახავდი ქვეყანას, რომელიც ახალი ეპოქის დასაწყისში იმყოფება და ამავე დროს, საკუთარ თავს ეწინააღმდეგება.

დოკუმენტური სურათების გადაღება არასოდეს  განმიზრახავს, მაგრამ ამ პროექტის სოციოლოგიური კონტექსტს გვერდს ვერ ავუვლით.  მდინარის გასწვრივ, 600-კილომეტრიან მონაკვეთზე 1.7 მილიონი ადამიანის  ცხოვრება და ზემოქმედება მათზე,  როდესაც ქვეყანა მომავლისკენ უპრეცედენტო სისწრაფით მიემართება – ეს ის თემებია, რომლებიც პროექტში წინა პლანზეა წამოწეული. ჩინეთი არის ქვეყანა, რომელიც, როგორც ჩანს, საკუთარ ფესვებს წარსულის განადგურებით სცილდება.

ჩინეთის პროგრესი სწრაფი და ძლიერია. ამ ფოტოების გადაღება ხელმეორედ შეუძლებელი იქნება. 

 

ორიგინალი: https://www.nadavkander.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.