ჩვენი შერჩეული საჩუქრები ვალენტინობისთვის
14 თებერვალს მთელი მსოფლიო სიყვარულის დღეს აღნიშნავს. იმისთვის, რომ სიყვარულის დღე აღნიშნო, სულაც არ არის აუცილებელი პარტნიორის ყოლა, რადგან ყველაზე დიდი სიყვარულის ისტორია სწორედ საკუთარი თავის სიყვარულით იწყება. ჩვენ შეგირჩიეთ საჩუქრები, რომლებიც შეგიძლიათ ამ დღეს საკუთარ თავს ან პარტნიორს აჩუქოთ. გისურვებთ სიყვარულით ცხოვრებას! <3
თიკო კვინიკაძის აქსესუარების ბრენდია, რომელიც საკუთარ კოლექციებში ხშირად იყენებს გულის ფორმებს, ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით კი ჩვენ მათი ახალი კოლექციიდან ბროში ავარჩიეთ, რომელიც ვფიქრობთ, ძალიან დასამახსოვრებელი საჩუქარი იქნება. მისი შეძენა შეგიძლიათ ინსტაგრამიდან ან სასტუმრო “სტამბას” შოპიდან.
View this post on Instagram
ახალი ქართული კომპანიაა, რომელიც ზრუნავს ქალაქის ეკოლოგიაზე და მომხმარებელს ელექტროსკუტერის ქირაობის სერვისს სთავაზობს. კომპანიის კრეატიული დირექტორი მაქსიმე მაჩაიძეა და გარდა მოპედის ქირაობისა, თქვენ შეგიძლიათ სპეციალურად “ქარის” შოპისთვის დამზადებული პროდუქციაც შეიძინოთ, რითაც ძალიან გაახარებთ როგორც საკუთარ თავს, ასევე საყვარელ ადამიანს.
View this post on Instagram
ახალი და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართული ბრენდია, რომელსაც სალომე გველესიანი სამ ახალგაზრდა ხელოვანთან ერთად უძღვება. RECKLESS-ის უახლეს კოლექციაში თქვენ ნახავთ გულის იმიჯით დამზადებულ სხვადასხვა სამოსს, ჩვენ ორი ამოგირჩიეთ და რაც მთავარია ორივე უნისექსია. ნივთების შეძენას კი ფასდაკლებით შეძლებთ.
თუ თქვენი საყვარელი ადამიანი ხელოვნების მოყვარულია, თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს: გალერეა 4710-მა პროექტის #გახდიკოლექციონერი-ს ფარგლებში, სადაც ხელოვნების მოყვარულ ადამიანებს საშუალება აქვთ ნამუშევრები ხელმისაწვდომ ფასად შეიძინონ, ხელოვანებთან კოლაბორაციით სიყვარულის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრების პატარა სელექცია გააკეთა, რომლის შეძენას ხელმისაწვდომ ფასად შეძლებთ.
რომანტიკული განწყობის შესაქმნელად სანთლები ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ვალენტინობის დღისთვის კი IDENTITY CANDLES-მა სპეციალურად გულის ფორმის სანთლები დაამზადა; ვფიქრობთ, მაგიდაზე გემრიელი ნამცხვრები, კარგი ღვინო და გულის ფორმის სანთლები საუკეთესო საღამოს გარანტიაა.
View this post on Instagram
თუ თქვენი საყვარელი ადამიანი ასტროლოგიის მოყვარულია, უყვარს 100%-ით ნატურალური და ვეგანური თავის მოვლის საშუალებები, ასევე კრისტალები, გთავაზობთ სიყვარულით სავსე ყუთს ლუნასგან. გარდა იმისა, რომ ვალენტინობაა, ასევე სავსე მთვარე მერწყულშია, ყუთში არსებული ნივთები კი სიყვარულის ენერგიის მოზიდვაში დაგეხმარებათ.
View this post on Instagram
ერთ-ერთი იდეალური საჩუქარი კარგი წითელი ტუჩსაცხია. ჩვენ სწორედ ასეთს გთავაზობთ და თან ის პირველი და ერთადერთი ქართული წარმოების დეკორატიული კოსმეტიკაა და რაც მთავარია მულტიფუნქციურია – შეიძლება მისი როგორც ტუჩსაცხად, ასევე თვალის ჩრდილებად ან “ბლაშად” გამოყენება.
View this post on Instagram
რა თქმა უნდა, თავის მოვლის ნივთები ზედმეტი არასდროსაა როგორც ქალისთვის, ასევე კაცისთვისაც. ამიტომაც გთავაზობთ Beauty and the box-ის სპეციალურ, ვალენტინობის დღისთვის შექმნილ ნაკრებებს როგორც ქალებისთვის, ასევე კაცებისთვისაც.
და ჩვენი ბოლო საყვარელი პროექტი, სადაც ჯერჯერობით ორ ნივთს – შლემებს და ჩანთებს გთავაზობთ. ჩვენი უნისექსი ჩანთები კი ვფიქრობთ, ძალიან კარგი საჩუქარია, მით უმეტეს ანბანით, რომელიც ჩანთას მოჰყვება – თქვენს საყვარელ ადამიანს ნებისმიერი მესიჯი შეგიძლიათ დაუტოვოთ, ან სულაც ჩვენი ჩანთის მეშვეობით აუხსნათ სიყვარული მოკლედ, არჩევანი თქვენზეა, ჩანთა და ანბანი კი ჩვენზე.
View this post on Instagram
თითქმის ერთი წელია, რაც ქვეყანაში თეატრები დაიხურა და არც ის ვიცით როდის გაიხსნება. თუ თქვენი საყვარელი ადამიანი თეატრის მოყვარულია, ნამდვილად ძალიან გაახარებთ საჩუქრით, რომელიც თეატრმა მოამზადა. ლამაზი, გასაშლელი სკამები, მათი სხვადასხვა სპექტაკლის ილუსტრაციით ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური და დასამახსოვრებელი ნივთია.
View this post on Instagram
2,013 total views, 2 views today