fbpx

სიმონ მაჩაბელმა ლიონის საოპერო თეატრის დადგმისათვის ”ლურჯწვერას სასახლე” კოსტიუმები შექმნა


გააზიარე სტატია


ქართველმა დიზაინერმა, თეატრისა და კინოს მხატვარმა სიმონ მაჩაბელმა ლიონის საოპერო თეატრში გამართული საოპერო დადგმისათვის ულამაზესი კოსტიუმები შექმნა. პრემიერა გაიმართა 26 მარტს  ფრანგულ ფესტივალზე “თავისუფალი ქალები”.  კოსტიუმები შეიქმნა სპექტაკლისთვის  “ლურჯწვერა ჰერცოგის სასახლე”, რომელიც  უნგრელი კომპოზიტორის, ბელა ბარტოკის ერთადერთი ოპერაა. 

სიმონ მაჩაბელი ამ და ბევრი სხვა ცნობილი დადგმის რეჟისორთან, ანდრი ჟოლდაკთან უკვე დიდი ხანია თანამშრომლობს. ამჯერად მათთან ერთად შარლ პეროს ზღაპრისა და ბარტოკის საოპერო ნაწარმოების უჩვეულო ინტერპრეტაციაზე შვეიცარიელი დირიჟორი ტიტ ენგელი და ფრანგი დრამატურგი ჟორჟ ბანუც მონაწილეობდნენ.

პანდემიის გამო საოპერო დადგმის პრემიერა დარბაზში მაყურებლის გარეშე,  ციფრულ ფორმატში ჩატარდა.

ერთმოქმედებიან ოპერას მხოლოდ ორი სოლისტი ჰყავს  – პირველ ნაწილში მთავარი გმირის, ლურჯწვერა ჰერცოგის  ცოლი ივდითი  უცნაურ, მაგრამ რეალისტურ, ძალადობრივ გარემოში ხვდება და ჰერცოგის მსხვერპლად იქცევა. შემდეგ კი სხვა ივდითი სრულიად განსხვავებულ მეტაფიზიკურ სივრცეშია  და წინა ცხოვრების ფრაგმენტებს ეკრანზე ვხედავთ, როგორც ლურჯწვერას მოგონებას.

საოპერო დადგმის ჩანაწერის ხილვა  გამომწერებს მუსიკალურ პლატფორმა Medici.tv-ზე შეუძლიათ.

ორიგინალი: https://www.newsgeorgia.ge/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.