fbpx

სალომე ჯაშის “მოთვინიერებამ” მექსიკაში უცხოური ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა


გააზიარე სტატია


სალომე ჯაშის ფილმმა “მოთვინიერება” (Taming the Garden) მექსიკის ეროვნული ავტონომიური უნივერსიტეტის საერთაშორისო კინოფესტივალზე (Festival Internacional de Cine UNAM – FICUNAM) საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა და მთავარი პრიზი აიღო. ფილმი ბრაზილიურმა, არგენტინულმა  და ესპანურმა ჟიურიმ შეაფასა.

“მოთვინიერება” სამი ქვეყნის – შვეიცარიის, გერმანიისა და საქართველოს კოპროდუქციაა. საქართველოს მხრიდან ფილმზე Sakdoc Film მუშაობდა. ფილმი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიერ სხვადასხვა მცენარეებისა და ასწლოვანი ხეების შავ ზღვაში გადატანის პროცესს ასახავს, რომელიც საინტერესოდ არის მოთხრობილი  და მაყურებელს ამ უცნაურ ამბავს სულ სხვა თვალით დაანახვებს. 

სალომე ჯაში 1981 წელს დაიბადა. მისი სარეჟისორო კარიერა არაერთ საერთაშორისო ჯილდოსა და ფილმს ითვლის, მათ შორისაა 2016 წელს გამოსული “დაისის მიზიდულობა”, რომელიც გერმანულ ტელევიზიასთან, Arte-სთან თანამშრომლობით შეიქმნა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.