fbpx

MBFW თბილისი შემოდგომა/ზამთარი 2021-22 სეზონს აანონსებს


გააზიარე სტატია

 

ავტორი: გიორგი ნაზღაიძე

6-9 მაისს ქართველი დიზაინერები მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის ფარგლებში შემოდგომა/ზამთარი 2021-22 სეზონის კოლექციას წარადგენენ.

 

 

სოფო ჭყონია – თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულის დამფუძნებელი:

„მოდის კვირეულის ციფრულ ფორმატზე გადასვლა მთელ მსოფლიოში შექმნილმა ვითარებამ გამოიწვია. ჩვენთვის რთული აღმოჩნდა, რადგან ქართველი დიზაინერებისთვის ჩვენებაზე საერთაშორისო პრესის და ბაიერების ფიზიკური დასწრება აუცილებელია. ამ სეზონზე ფორმატი უცვლელად, ციფრული იქნება მაგრამ შედარებით განსხვავებული. ლაივ-ჩვენებების გადაღებები ჩვენახალ სივრცეში, კოკა-კოლას ძველ ქარხანაში მიმდინარეობს.“

COVID-19 ვითარების გამო ჩვენებები კვლავ ციფრულ ფორმატში, პლატფორმაზე – MBFWTBILISI.ONLINE ჩატარდება, სადაც მაყურებელს პირდაპირ ეთერში თვალის დევნება შეეძლება.

10 აპრილს სოციალურ ქსელებში მოდის კვირეულისთვის JAM PROJECT AGENCY-ს მიერ შექმნილი თიზერები გავრცელდა.

JAM PROJECT: თითქოს პროდუქტის შეფუთვაზე დატანილი ინსტრუქციით ვცხოვრობთ. ყველა საგანს შეფუთულს თუ შეუფუთავს მოყვება ეს ინსტრუქცია იმ სტერეოტიპებისა და დამოკიდებულებების სახით, რაც დროთა განმავლობაში გროვდებოდა და დღეს ჭარბი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობებში ერთი „კლიკიც“ კი საკმარისია ამ სიმბოლოდ ქცეული საგნების ტყვეები გავხდეთ გაუცნობიერებლად. ეს თითქოს გვიმარტივებს ყოვლედღიურობას და გვიტოვებს დროს ვიფიქროთ მეტზე, უფრო ფასეულზე, არამატერიალურზე, თუმცა, ალბათ, სწორედ დეტალების, საგნების, ადამიანების და ზოგადად სამყაროს ალტერნატიული აღქმის მოთხოვნილების შედეგია აზროვნება. თავის მხრივ კი აზროვნების პროდუქტი პიროვნებაა, რომელიც სწორედ მისი უნიკალური დამოკიდებულებებით იქმნება და არა არსებული ნორმების გაუცნობიერებელი ან ზედაპირული გაზიარებით. ფაქტია , მხოლოდ მოაზროვნე ქმნის ან ცვლის კულტურას, პოლიტიკას, კულინარიას, ეკონომიკას, მეცნიერებას, ხელოვნებას და მოდას.,,

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.