fbpx

ვონგ ჩას გამოფენა Then Wear, Does Our Mind Go? – გალერეა LC Queisser


გააზიარე სტატია



ავტორი: ნინა გოჩიტაშვილი

ფოტოები: ტასო ბეჟიტაძე

 

საგამოფენო სივრცე LC Queisser-ში შედგა ფილადელფიაში მცხოვრები ხელოვანის, ვონგ ჩას ახალი ნამუშევრების გამოფენა then wear, does our mind go? 

ჩა საკუთარ ნამუშევრებში აღწერს შინაგანად არსებულსა და “საიტის” წარმომქმნელ სხვადასხვა სივრციდან და არქივებიდან შეგროვებულ სიმბოლოებს, რომელიც მის ინსტალაციებში სხვადასხვა პორტალს მოიცავს და ეხმაურება მუდმივი ინკარნაციის თემას. 

გამოფენის მთავარ ინსპირაციას წარმოადგენს 1960-80-იან წლებში სამხრეთ კორეაში ანდერგრაუნდ აქტივისტური თეატრის სახეობა Madangguk. ეს იყო   არაფორმალური პოლიტიკური ხასიათის თეატრალური წარმოდგენები, რომლებიც  მაშინ ტარდებოდა, როდესაც საჯარო პროტესტის ნებისმიერი ფორმა მკაცრად იკრძალებოდა. წარმოდგენების ადგილი მუდმივად იცვლებოდა, შემსრულებლები კი იყვნენ დამწყებები, ვისაც უშუალოდ ეხებოდა სპექტაკლის იდეა.  მადანგუკი გაიზარდა დემოკრატიული მოძრაობის, Minjung-ის პარალელურად, მას ორგანიზებას უწევდა  საზოგადოება  მათთვის, ვინც ეწინააღმდეგებოდა რეპრესიულ და კორუმპირებულ სამხედრო მთავრობას, რომელსაც ამერიკული საოკუპაციო ძალები უჭერდნენ მხარს. 

ჩას ხელოვნება  და მისი ურთიერთობა საიტთან სწორედ მადანგუკის ტრადიციას უკავშირდება. საგამოფენო სივრცეში ჩა აერთიანებს ფსიქიკურ ენერგიებს ფიზიკურ ფორმასთან.  მადანგუკის ტრადიცია არსებობდა, როგორც უწყვეტი ყურისწამღები ხმაური,  განუსაზღვრელი რაოდენობის მწერთა ბზუილი. ამ სიმრავლისთვის ფორმის მიცემაში კი არსებობს ღიობი გათავისუფლებისთვის, მოქმედებისთვის. 

ჩას ვიდეონამუშევარში “ძვირფასო დონ”, 2021, არტისტი ხაზს უსვამს ფილადელფიაში  პოლიციის მიერ უალტერ უოლეს უმცროსის მკვლელობას. 2020 წელს ჩას მიერ ბინის ფანჯრიდან მობილური ტელეფონით გადაღებული ვიდეომასალა  გაელვებული შუქების, პოლიციის მანქანასთან მიახლოების,  ვერტმფრენის მსგავსი წამლეკავი ხმაურით, მოთავსებულია ორი  ხელის გვერდით, რომლებიც სიყვარულით ეფერებიან ერთმანეთს. ორი მკაფიო სურათი კი დაწყვილებულია – ერთი აჩვენებს საავადმყოფოს ვიზიტორის საშვს და პარტნიორის პოლაროიდს, ხოლო მეორე – ქუჩაში გამოტანილ N95 პირბადეს.  ცაში ანთებული ფეიერვერკების კადრებს  ენაცვლება საძინებლის ინტერიერის სურათები, ორი წყვილი ფეხსაცმლით იატაკზე, რომელსაც ემიჯნება ტროტუარიდან გადაღებული ულტრანათელი შუქები, რასაც პოლიცია ქუჩის დაფარვისთვის იყენებს. 

ამ ფილმის საიტზე, ისევე როგორც არტისტის სხვა ნამუშევრებში, მისი პირადი ღრმადაა გადაჭდობილი ისტორიულ, საარქივო და პოლიტიკურ გამოცდილებებთან. წერილი აღწერს წყვილის სპეციფიკურ გამოწვევებს, მაშინ როცა სახელმწიფო აქტიურად უგულებელყოფს პარტნიორის მამის ჯანდაცვის საჭიროებებს, გამოწვეულს COVID 19-ის გრძელვადიანი ეფექტებისგან. ამის შემდეგ წყვილის იმ შეგრძნებამდე მივდივართ, რომ სიცოცხლის მომნიჭებელი რესურსი იწურება. ჩა ასევე ხაზს უსვამს საკუთარ ბავშვობას, როგორ უყურებდა დედის არსებობას იმ პირობებში, როცა მას გადარჩენისთვის ბრძოლა უწევდა. 

ფილმის გვერდით განთავსებულია პატარა საკურთხეველი შეღებილი გამოფენის – წითელი, ლურჯი, მწვანე და შავი – ფერებით, სადაც ჩაქსოვილია ტრადიციული, კორეული, შამანისტური პრაქტიკა: კედელზე ჩამოკიდებული შამანის პერანგი მოხატულია საკურთხევლის ფერებში. ამერიკის დროშის შეღებილი გრძელი ზოლები ჩამოკიდებულია მკლავებზე. შამანები ამ სპეციფიკურ ფერებს იყენებდნენ ქაოსისა და გათავისუფლების ჟინის გასაღვიძებლად, მჩაგვრელი ძალების განდევნისას. გახსნილი ელვის მეშვეობით კი ვხედავთ ელდრიჯ კლეივერის (შავი პანტერას ერთ-ერთი დამაარსებელი) სახე ჩაშენებულია ღმერთის ტრადიციულ კორეულ შამანისტურ ნახატში. შამანური ღვთაებები კი დროის ცვლილებასთან ერთად მუდმივად იცვლიდნენ სახეს. ეს ნახატები აღიქმება არა როგორც ღმერთების გამოსახულება, არამედ როგორც თავად ღმერთის განსახიერება. 

ფილმი მთავრდება ფეიერვერკის უკუქცეული კადრებით, რომელიც ცენტრში ფეთქდება, იწყება სინათლეში და ცენტრში იკარგება. ზედ დატანილ ტექსტში კი ვკითხულობთ: “დედაჩემი იტყოდა / რაც / ნიშნავს / გონების / მიღმა / მაგრამ სად / მიდის გონება?” 

ისევე როგორც მადანგუკში, შამანი სხვა სამყაროში გაიჭრა, რათა გამოედევნა დიქტატურის, მონოპოლიური კაპიტალიზმისა და იმპერიალიზმის დემონები. ეს ქმნის შეგრძნებას, რომ ამჯერად არა ეგზორციზმისთვის, არამედ პირიქით, ძიებისა და დაბრუნებისთვის, დაკარგული გონების პოვნისა და დამტკიცებისთვის მიმდინარეობს არტისტის ძიება. ეს ძიება კი სიყვარულისთვის მოქმედებაა. 

ჩას გამოფენა კი კიდევ ერთხელ გვახსენებს ჩვენი, როგორც ინდივიდების როლს მკაცრად ფორმულირებულ სისტემებში დაკარგული სულების გადარჩენის, სიყვარულის და მშენებლობის მანიფესტაციას.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.