fbpx

INDOOR WINDOW – სალომე დუმბაძის სოლო გამოფენა ელენე აბაშიძის საგამოფენო სივრცეში


გააზიარე სტატია

 

ავტორები: გიორგი ნაზღაიძე, ზუკა ცირეკიძე

ფოტო/ვიდეო: გიორგი ნაზღაიძე

 

28 აპრილიდან ერთი თვის განმავლობაში დამთვალიერებელს ელენე აბაშიძის საზიარო სივრცეში სალომე დუმბაძის სოლო გამოფენის – Indoor Window ნახვა შეუძლია. გამოფენაზე ზეთში შესრულებული ნამუშევრებია წარმოდგენილი, რომლებიც ერთი მთლიანი კონცეფციის ფარგლებში ერთიანდება. 

 

სალომე დუმბაძე – მხატვარი 

„ნამუშევრები ელენე აბაშიძის კურატორობით შეიქმნა პანდემიის პერიოდში. იმ ეპოქაში, რომელშიც  ჩვენ ვცხოვრობთ, რთულია რაიმე კონკრეტულზე ფოკუსირება.  ნამუშევრებთან ერთად ჩემთვის ჩარჩოებიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც ჩემთვის კონცენტრაციას გულისხმობს –  სხვადასხვა ფორმით.

ნამუშევრებში ფანჯრები მოვლენების სხვა კუთხით დანახვას აღნიშნავს, მათ შორის პოლიტიკურ ჭრილშიც. ექსპოზიციაში ნახატებზე არანაკლებ მნიშვნელოვანი რიონის ფოტოების გამოყენებაა, რომელიც ასევე პოლიტიკური მესიჯია.“

ელენე აბაშიძე – გამოფენის კურატორი

„გამოფენა – ფანჯრები შინ – სალომე დუმბაძის ბოლო ერთი წლის განმავლობაში შექმნილ ნამუშევრებს აერთიანებს. გამოფენა სალომესთვის დამახასიათებელი ფერებითა და მუშაობის ტექნიკით გამოირჩევა. 

მისი ნამუშევრები ჩემთვის გამორჩეულია იმით, რომ მჭიდრო კავშირი აქვს ქართულ ტრადიციულ მხატვრობასთან.

ერთ-ერთი მიზეზი რატომაც გავხსენით სალომეს სოლო გამოფენა ესე მალე, იყო ის, რომ მისი პოზიცია მიიღეს ბაზელის Liste-ს ხელოვნების ბაზრობაზე, რაც ძალიან დიდი ნაბიჯია ახალგქზრდა არტისტებისთვის და გალერეებისთის

გამოფენის ნახვა დამთვალიერებელს ერთი თვის განმავლობაში, 29 მაისამდე შეუძლია.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.