ქეთი მაჭავარიანის დოკუმენტურმა ფილმმა “მზიური” HotDoc-ის ფესტივალზე წარმატებას მიაღწია
გააზიარე სტატია
დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე Hot Docs, რომელიც მსოფლიოს წამყვანი დოკუმენტური კინოფესტივალების ათეულში შედის, საკონკურსო პროგრამაში ჩართულმა ქეთი მაჭავარიანის ფილმმა “მზიური” ჟიურის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა (Best Mid-Length Documentary Honourable Mention).
რეჟისორმა ფილმის გადაღება 2018 წელს დაიწყო, მას შემდეგ რაც Cine Doc Tbilisi-ს ფარგლებში “სივილ პიჩის” მთავარი პრიზი მიიღო.
“მზიურის” პროდიუსერები ცისანა ხუნდაძე და ნატო სიხარულიძე იყვნენ. ფილმი მზიური გოგიჩაიშვილის თავგადასავალს გვიყვება, რომელიც კარდაკარ დადის თბილისის ქუჩებში და სხვადასხვა მნიშვნელოვან თემებზე გამოკითხვას ატარებს. ეს ფილმი არის ძალიან საინტერესო მცდელობა იმისა, გავიგოთ რას და რატომ ფიქრობს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა.
HotDoc Festival-ზე საუკეთესო საშუალო ხანგრძლივობის დოკუმენტური ფილმის ჟანრში გამარჯვება ფრანგულ-ბელგიურ ფილმს დარჩა, რომლის რეჟისორიც რეკა ვალერიკი იყო.