Tbilisi – Archive of Transition – წიგნის პრეზენტაცია მაღაზია „ფოსტა და კონაში“
ავტორი: გიორგი ნაზღაიძე
1 მაისს თბილისში, წიგნის მაღაზია „ფოსტა და კონაში“, 2017 წელს გამოცემული წიგნის – Tbilisi – Archive of Transition პრეზენტაცია გაიმართა. საუბარს სტუმრებისთვის წიგნის რედაქტორები: ვატო წერეთელი, ალექსი სოსელია და ჯესი ვოგლერი ორ ენაზე უძღვებოდნენ.
Tbilisi – Archive of Transition არქიტექტორების, ურბანისტების, მხატვრებისა და მკვლევრების სამ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში წარმოებული კვლევის შედეგია, რომელსაც შემდგომ “snapshot of a city in transition” უწოდეს.
მასში საუბარი სწრაფ და უწყვეტ ურბანულ ტრანსფორმაციაზეა, რამაც მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა ბოლო 10 წლის განმავლობაში თბილისის ურბანულ ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებაში.
წიგნის პირველი პრეზენტაცია 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე შედგა, სადაც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით იყო წარდგენილი.