fbpx

CROSTY პირველ კონცეპტუალურ მაღაზიას დამოუკიდებლობის დღეს გახსნის


გააზიარე სტატია

 

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ქროსთი ხსნის პირველ კონცეპტუალურ მაღაზიას თბილისში. სწორედ იმ დღეს, როდესაც საქართველომ გადადგა პირველი ნაბიჯები დამოუკიდებლობისა და თავისუფლების გზაზე. თავისუფლების გზაზე სიარული და მისკენ სწრაფვა კი ქროსთის მთავარი ღირებულებაა.

“თავისუფლება – არის ის მთავარი ღირებულება რაზეც ქროსთია აგებული. ის ცდილობს ადამიანებს მისცეს შთაგონება თავისუფლებისკენ სწრაფვაში. სწორედ ამიტომ ჩვენი პირველი კოცენპტუალური მაღაზიის გახსნის თარიღად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე შევარჩიეთ. დღე, რომელიც გამოხატავს ქართველი ხალხის მუდმივ ბრძოლას თავისუფლებისთვის.” — ამბობს გიორგი მიქაია, ქროსთის დამფუძნებელი და შემოქმედებითი ხელმძღვანელი.

ქროსთი არის ქართული ფეხსაცმელების საუკეთესი ბრენდი, რომელიც დიდი ხანია გასცდა საქართველოს საზღვრებს და დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოში. მისი ფეხსაცმელები გამოირჩევა განსაკუთრებული დიზაინით, რომელიც შთაგონებულია საქართველოთი და მისი თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორიით. ქროსთი მოირგო არაერთმა მსოფლიო ვარსკვლავმა, მათ შორის არიან სტეფან კარი, სინდი ბრუნა, პატრიკ შვარცნეგერი, კლეი ტომფსონი და სხვები.

200 კვ.მ.-ზე განთავსებული კონცეპტუალური მაღაზია მდებარეობს ღვინის ქარხნის შენობაში (პეტრიაშვილის 1) და წარმოადგენს სივრცეს, რომელიც სცდება ტრადიციული მაღაზიის ჩარჩოებს. ის აერთიანებს ხელოვნების და შოპინგის ახალ გამოცდილებას. მაღაზიაში განთავსებულია საგამოფენო სივრცე, სადაც ქროსთის მხარდაჭერით გამოიფინება ქართველი არტისტების ნამუშევრები. ინდუსტრიული ჭერი, მინიმალისტური დიზაინი, და ნათელი ფერები ქმნის სრულიად ახალ ემოციურ გარემოს. Crosty-ს მაღაზიის დიზაინზე DODO Designs-მა იმუშავა.

CROSTY CONCEPT STORE 
პეტრიაშვილის ქუჩა 1, თბილისი


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.