fbpx

მარო მაყაშვილის დღიურის ილუსტრაცია


გააზიარე სტატია

 

“პიქტორი” თანამედროვე ქართველი მხატვრების ჩანახატების და ესკიზების ციფრული გალერეაა, რომელიც უკვე ორმოცამდე მხატვარს აერთიანებს.
 26 მაისს, პიქტორის ჩანახატების სერია მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

 

ლიტერატურის მუზეუმის დახმარებით  პიქტორმა დაბეჭდა 1921 წელს დაღუპული ქართველი გმირის, მარო მაყაშვილის დღიურის გვერდები, რომელზეც სხვადასხვა თაობის ქართველმა ხელოვანებმა გააკეთეს ჩანახატები, რომლებიც ინდივიდუალურად ჩასვეს ჩარჩოში და საბოლოო სახით დამთვალიერებელი 26 მაისს 22:00 საათზე იხილავს პიქტორის ციფრულ გალერეაში და შეეძლება მისი შეძენა.
მხატვართა სია, რომლებმაც იმუშავეს “მარო მაყაშვილის დღიურზე ” სხვადასხვა თაობის ნიჭიერ მხატვრებს აერთიანებს. პიქტორის პროექტში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ შემდეგი მხატვრების ნამუშევრები:
კოტე სულაბერიძე,  ნინო ჭილაშვილი, ლია შველიძე, თუთუ კილაძე, მიშა გოგრიჭიანი, მამუკა ჯაფარიძე , თეკლა კიღურაძე,ნოდო უგულავა, თამუნა მელიქიშვილი, ნინა ახობაძე, ნიკა ხაბელაშვილი, ვატო წერეთელი, ქეთი დავლიანიძე, ირაკლი კეიდია, კოტე ჯინჭარაძე, თამარ ბოჭორიშვილი, სანდრო ფაჩუაშვილი ,ელენე მელქაძე, ქეთი აქუბარდია, არჩიბალდ კორძაია,   სანდრო ანთაძე, გუგა კოტეტიშვილი.

მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.