არქიტექტურის 100 ყველაზე შთამაგონებელი ფოტოგრაფი
LOOP Design Awards გიზიარებთ რჩეულ „არქიტექტურის 100 ყველაზე შთამაგონებელ ფოტოგრაფს, რომელთა შორის ქართველი ფოტოგრაფი ივანე ქათამაშვილიც მოხვდა.
არქიტექტურული ფოტოგრაფია არქიტექტორებისა და დიზაინერების კომუნიკაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალებაა. იგი აცოცხლებს სივრცეებსა და შენობებს და ასახავს მათ გამოყენებას სივრცულ ჩარჩოებში ინტეგრირებით. იგი თავისი აღქმისა და მარკეტინგის იდეალური ინსტრუმენტია.
„არქიტექტორები ქმნიან შენობებს, არქიტექტორის ფოტოგრაფები კი – თავიანთ აღქმას“.
შთამაგონებელ არქიტექტორებსა თუ დიზაინერებზე ჩვენ ყველა სახის სტატიას ვნახულობთ, მაგრამ ვინ არიან რეალურად ყველაზე ინსპირაციული არქიტექტორები?
LOOP Design Awards-ის გუნდმა გადაწყვიტა, საფუძველი ჩაეყარა და ფართო კვლევა ჩაეტარებინა ყველაზე ინსპირაციულ არქიტექტორ ფოტოგრაფებზე. ასობით არქიტექტორს, დიზაინერს, რედაქტორსა და, რა თქმა უნდა, უამრავ არქიტექტორ ფოტოგრაფს დავუსვით შეკითხვა: „ვინ არიან ფავორიტი და ყველაზე შთამაგონებელი არქიტექტურის ფოტოგრაფები?“
ჩვენ მივიღეთ წარმოუდგენელი გამოხმაურება ფოტოგრაფებისა და არქიტექტურული საზოგადოებისგან მთელი მსოფლიოდან.
ორიგინალი: https://www.loopdesignawards.com