ველური ორაგულის ისტორია ალასკიდან საქართველოში
ალასკური მეთევზეობის ტრადიცია საქართველოში
„ესაა საქმე, რომელიც მამიდან შვილს გადაეცემა“ – ასე ამბობენ ხოლმე ალასკაზე თევზაობის შესახებ. მართლაც, აქაური მაცხოვრებლების უმეტესობისთვის ძირითად შემოსავალს, სწორედ, თევზაობა წარმოადგენს.
ალასკიდან კი მთელ მსოფლიოს დღესდღეობით უკვე პრემიალური პროდუქტი – ველური ორაგული მიეწოდება.
აქაური თევზი, ფერმაში გაზრდილისგან განსხვავებით, საკუთარ თავზე თავად ზრუნავს. ალასკელი მეთევზეები კი თევზაობის წესების მკაცრად დაცვით უზრუნველყოფენ, რომ თევზის რესურსი ოკეანეში არ შემცირდეს. ამიტომაც ალასკური ოკეანის თევზის ექსპორტი დაჭერილ თევზზეა დამოკიდებული და, არა – საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნაზე.
ტრადიცია და გარემოს მდგრადი განვითარება
მკაცრი ზამთარი და ცივი ზაფხული, ყინულივით ცივი ოკეანე, მთები და მიუდგომელი ნაპირები – ესაა ალასკა, ადგილი, სადაც თევზაობა თაობების ტრადიციაა. ალასკაზე ცხოვრება მთელი გამოცდილებაა, რომელიც მოითხოვს დამოუკიდებლობასა და თავგადასავლის მაძიებლის დაუოკებელ სულს. ამ ინდუსტრიაში, ძირითადად, ოჯახური ბიზნესები მუშაობენ.
იმის გამო, რომ აშშ აქაურ აკვატორიაზე განსაკუთრებულად ზრუნავს, ალასკელი მეთევზეებიც აქტიურად არიან ჩართული გარემოს დაცვის, რესურსების მენეჯმენტსა და გარემოს მდგრადობის მენეჯმენტში.
კენ ჰოლანდის სათევზაო ნავი მისმა მამამ ააგო. 1970-იანი წლებიდან კი მამის დაწყებულ საქმეს კენიც შეუერთდა.
„თევზაობა 6 წლის ასაკში დავიწყე. ჩვენ გვიყვარს წყალი და მოგვწონს ის ცხოვრება, რაც ავირჩიეთ. მთელი წლის განმავლობაში ვთევზაობთ, გარდა ნოემბერ-დეკემბრისა. თევზაობა ჩვენი ოჯახისთვის ოჯახის თითოეული წევრის დამაკავშირებელი საქმიანობაა“, ამბობს ის.
მისი აზრით, გარემოს მდგრადი განვითარება პირდაპირაა დაკავშირებული თევზაობის მომავალთან. იმისთვის, რომ თევზი ველური, განსაკუთრებული გემოვნური თუ სასარგებლო თვისებებით იყოს დაჯილდოებული, საჭიროა, თავის ბუნებრივ გარემოში გაიზარდოს; გარემოში, რომელშიც ადამიანისა თუ ტექნოლოგიების ხელი მინიმალურად ჩაერევა.
ალასკა აშშ-ს ერთ-ერთი ძირითადი და მნიშვნელოვანი მოთამაშეა იმ შტატებიდან, სადაც თევზს იჭერენ.
თევზჭერებისთვის მკაცრი კვოტების სისტემა წყლის რესურსების მიმართ გააზრებულ მიდგომას უზრუნველყოფს. აქაური თევზის ექსპორტი პირდაპირაა დამოკიდებული დაჭერილი თევზის რაოდენობაზე, ეს კი ყოველწლიურად ცვალებადი რიცხვია.
ალასკის რეგიონში აკვაკულტურა აკრძალულია. აქ ვერ შეხვდებით ხელოვნურად გამოყვანილი თევზის ფერმებს. ალასკის თევზის განსაკუთრებული ღირებულებაც სწორედ ისაა, რომ მასზე ადამიანს მინიმალური გავლენა მოუხდენია.
ძირითადი თევზჭერა ბერინგის ზღვასა და ალასკის ყურეში მიდის. ცივილიზაციისაგან მოშორებული რეგიონის აკვატორიის სისუფთავეზე აშშ განსაკუთრებით ზრუნავს. აქაურ თევზს ანტიბიოტიკები თუ საკვები დანამატები არ სჭირდება, ის საკუთარ თავს თავად ზრდის. სწორედ ამიტომაც ითვლება ალასკური თევზმჭერი კომპანიების თევზეული პრემიუმ პროდუქტებად.
მიუხედავად თევზის მრავალფეროვნებისა, ძალზე ცოტაა ისეთი თევზი დარჩენილი, რომელიც საწყისი სახით შემოგვრჩა. წყნარი ოკეანის ორაგულისებრთა სახეობის თევზი (ღურკანა, კეტა, კიჟუჩი, ჩავიჩა და წითელი ორაგული), რომელსაც ალასკასთან იჭერენ, სწორედ ამისი ნათელი მაგალითია.
ველური თევზი პირდაპირ ალასკიდან საქართველოში
ველური თევზი ალასკიდან საქართველოში სწორედ გაყინული სახით შემოდის. იმისათვის, რომ სრულად შევიგრძნოთ ნამდვილი პრემიალური ხარისხის თევზის გემო და არომატი, საჭიროა დავიცვათ ყველა წესი მისი შერჩევის, შენახვის, გალღვობისა და მომზადების შესახებ.
თევზს არ უნდა ჰქონდეს ზედმეტი ყინული, არ უნდა იყოს ყვითელი ფერის, კანის დაზიანებით ან უსიამოვნო სუნით; ჭიქური თევზს ჟანგვისა და ჰაერის ზემოქმედებისგან იცავს, მაგრამ მისი ფენა უნდა იყოს თხელი, ერთგვარი და გამჭვირვალე; შეფუთვა – თევზს ჟანგბადის ზემოქმედებისგან დამატებით იცავს, ყურადღება მიაქციეთ, რომ შეფუთვა დაზიანებული არ იყოს; თევზის შეძენის შემდეგ რაც შეიძლება მალე ჩადეთ ის საყინულეში, თევზის ხელახალი გაყინვა მის ხარისხს აზიანებს.
რაც შეეხება გალღვობას, თევზის ლღობა ხდება რაც შეიძლება დაბალ ტემპერატურაზე, მაცივრის ქვედა თაროზე, 10-24 საათის განმავლობაში. სასურველია, პროდუქტი სადრენაჟე ჭურჭელზე იდოს, რათა გამოირიცხოს წყლის დაგროვება.
პრემიალური თევზეულის შეძენა პირდაპირ ალასკადან საქართველოს დიდი სუპერმარკეტების დახლებიდანაცაა შესაძლებელი.





