ლევან კოღუაშვილის ფილმმა “მეოთხე ბრაიტონი” Tribeca-ს კინოფესტივალზე სამ ნომინაციაში გაიმარჯვა
ნიუ იორკში , Tribeca-ს კინოფესტივალზე ლევან კოღუაშვილის ახალმა მხატვრულმა ფილმმა “მეოთხე ბრაიტონი” საერთაშორისო ფილმების საკონსკურსო სექციის სამ ნომინაციაში გაიმარჯვა: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო სცენარი და საუკეთესო მსახიობი. მსახიობის ნომინაციაში ჯიდლდო გადაეცა ლევან თედიაშვილს, რომელიც მთავარი გმირის როლს ასრულებს. აღსანიშნავია, რომ ლევან თედიაშვილი პროფესიონალი მსახიობი არ არის, ის ყოფილი მოჭიდავე და ოლიმპიური ჩემპიონია.
ფილმის სცენარი ნიუ იორკში, ქართველი ემიგრანტების ირგვლივ ვითარდება. ისტორიის მთავარი გმირი ხანშიშესული ყოფილი ქართველი მოჭიდავე კახია (ლევან თედიაშვილი ). კახი ბრუკლინში შვილთან ჩადის, რათა აზარტული თამაშების ვალის გადახდაში დაეხმაროს.
აღსანიშნავია, რომ “მეოთხე ბრაიტონში” ერთ-ერთ პერსონაჟს განასახიერებს კახი კავსაძე, რომლისთვისაც ეს ბოლო კინოროლი აღმოჩნდა. მაყურებელმა ფილმში ასევე იხილა ნადია მიხალკოვასა და გიორგი ტაბიძის საინტერესო სამსახიობო დუეტიც.
“მეოთხე ბრაიტონი” ლევან კოღუაშვილის ფილმოგრაფიაში კიდევ ერთი გამორჩეული ნამუშევარია. ფილმის გადაღებების ფარგლებში, რეჟისორმა ითანამშრომლა
თანამედრივე კინოინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ კინოოპერატორთან, ოსკარის ორგზის ნომინანტ ფედონ პაპამაიქლთან. მის კარიერას უკავშრდება ისეთი ნმუშევრები, როგორებიც არის Nebraska, The Trial of the Chicago 7, Ford v Ferrari.
Tribeca-ზე მოპოვებული მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ, კოღუაშვილის ახალი მხტვრული ნამუშევარი კიდევ არაერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ფესტივალზე იქნება წარმოდგენილი. თავად რეჟისორის თქმით, “მეითხე ბრაიტონი” საქართველოს კინოთეატრების ეკრანებზე 2021 წლის შემოდგომიდან გამოვა.