fbpx

PUNCTUM – ოლეგ ტიმჩენკოს სოლო გამოფენა Dédicace Gallery – დედიკას გალერეაში


გააზიარე სტატია

ავტორები: გიორგი ნაზღაიძე, ზუკა ცირეკიძე

 

Dédicace Gallery – დედიკას გალერეა 24 ივნისიდან ოლეგ ტიმჩენკოს გამოფენას – Punctum-ს მასპინძლობს.ნახატები ასახავს სხვადასხვა მდგომარეობას, რასაც ადამიანები დროთა განმავლობაში გადიან. პუნქტუმ, ანუ წერტილი შეიძლება აღვიქვათ რამდენიმენაირად: ეს არის ზღვარი, ანდაც რაიმეს ათვლის წერტილი, დასაწყისი, გარდამავალი პერიოდი, წუთიერი და მძიმე მდგომარეობა, რისი გადალახვაც ადამიანს ცხოვრების მანძილზე უხდება.

 

 

Punctum მთლიანად გამოხატავს ავტორის ჰუმანისტურ პოზიციას, მისი ყურადღების ცენტრში ყოველთვის ადამიანია, მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, რომელიც გამუდმებით იცვლება, სრულდება და ისევ იწყება.  სერია ასახავს პროცესს, სადაც რომანტიკულ  და გაუცხოებულ გარემოში ვხედავთ იმ მრავალ გადალახულ სიტუაციას, რომლითაც ოლეგ ტიმჩენკომ მაქსიმალურ მდგომარეობას მიაღწია და რომელიც ღია, თუმცა მაინც  ყველასთვის უცნობი რჩება.

გამოფენა 4 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.