fbpx

„მუსიკა უცნობი წყაროდან“ – ზიგმარ პოლკეს გამოფენა გალერეა Window Project-ში


გააზიარე სტატია

 

ფოტო: გიორგი ნაზღაიძე

გერმანიის საზღვარგარეთთან ურთიერთობის ინსტიტუტი (IFA) და 
Window Project წარმოგიდგენთ ზიგმარ პოლკეს გამოფენას, სახელწოდებით „მუსიკა უცნობი წყაროდან“. 

გამოფენაზე წარმოდგენილი გუაშის ტექნიკით შესრულებული ნამუშევრების თემა წყალში განზავებული  საღებავის თვისებებს უკავშირდება. 

კონტროლირებადი და უკონტროლო „ქმედებისთვის ნებადართული“ ფიზიკური ფენომენი პოლკესთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ხელოვანს ახასიათებს  გაურკვევლად დენად საღებავის ფენაზე საწინააღმდეგო პოლუსის, ჩვეულებრივი და გარკვეული  საფარის სისტემის შექმნა. უფრო მეტიც, მისი ნამუშევრების სათაურები აბსურდულად ჟღერს, რაც თავის მხრივ გამოსახულების მნიშვნელობას აფართოებს. ამ გზით ნამუშევრები იძენს პოლკეს მხატვრული ხედვისთვის დამახასიათებელ პოეტურ ჟღერადობას. 

1960-იანი წლების დასაწყისიდან პოლკე მუშაობდა სურათზე შექმნილი რეალობისა და ზოგადად,  რეალობის, ხელოვნებისა და ყოველდღიური ცხოვრების ურთიერთკავშირზე. ის ხშირად დისტანციურ, ირონიულ პოზიციას იკავებდა, რაც მას საშუალებას აძლევდა  ყურადღება გადაეტანა  მხატვრული ფორმისა და მატერიალური ბუნებისკენ. გამოფენა – „მუსიკა უცნობი წყაროდან“ წარმოდგენას გვიქმნის იმ მხატვრულ შემოქმედებაზე, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს თანამედროვე სახელოვნებო სცენაზე და გერმანიის ომის შემდგომი ეპოქის ხელოვნების ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენათა შორის მოიაზრება. 

ეს გამოფენა Ifa-სა და Window Project-ის უკვე მეორე თანამშრომლობის შედეგია ამ ერთი წლის განმავლობაში. გამოფენის დამთვალიერებელს შესაძლებლობა ეძლევა ზიგმარ პოლკეს ის ნამუშევრები იხილოს, რომელთაც უკვე დიდი აღიარება მოიპოვეს. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.