fbpx

წინანდლის მამულის ღია ამფითეატრში 28 ივლისს ბექა გოჩიაშვილის ტრიოს კონცერტი გაიმართება


გააზიარე სტატია

მაყურებელთა დიდი თხოვნით, 28 ივლისს, 19:00 სთ-ზე წინანდლის მამულის ღია ამფითეატრში ბექა გოჩიაშვილის ტრიოს კონცერტი გაიმართება.მსმენელს ბექაზ ახალი პროგრამა ელოდება.

ბექა გოჩიაშვილთან,   მსოფლიოში აღიარებულ  ქართველ მუსიკოსთან  ერთად მსმენელის  წინაშე წარდგებიან  გამორჩეული ქართველი ბასგიტარისტი ლევან დეისაძე და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ამერიკელი დრამერი მაიკ მიტჩელი. საღამოს After Party-ს ფარგლებში სასტუმრო „რადისონ ქოლექშენის“ მთავარ მოედანზე შეუერთდებიან DJ მიშო ურუშაძე და MC ამიკო ნინუა.

კონცერტი კონცეპტArt-ის მოძრავი ფესტივალის,  CA Goes To-ს ფარგლებში ტარდება.

„გადავწყვიტეთ ჩვენი მოძრავი ფესტივალით ყველაზე უსაფრთხო და ზღაპრულ გარემოში, წინანდლის ღია ამფითეატრში ვუმასპინძლოთ მსმენელს,“ – აღნიშნავს ConceptArt-ის დირექტორი თეონა ჯორბენაძე. 

 „ზაფხულის სეზონი წინანდლის მამულში საკმაოდ დატვირთულია. ჩვენს სტუმრებს მაღალი ხარისხის კულტურულ და გასართობ ღონისძიებებს ვთავაზობთ. მათ შორისაა 28 ივლისის ღონისძიებაც, სადაც ჟანრის საუკეთესო შემსრულებლები ერთად წარდგებიან სტუმრების წინაშე ორ განსხვავებულ ფორმატში – კონცერტით და შემდეგ Jam Session-ით“, – აღნიშნავს წინანდლის მამულის მარკეტინგის მენეჯერი მარიამ ექსეულიძე. 

 

კონცერტის ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ლინკს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.