fbpx

კომპანია Hennessy მუსიკალურ სფეროში მოღვაწე ხელოვანთათვის გრანტს გამოყოფს


გააზიარე სტატია

კომპანია Hennessy მუსიკალურ სფეროში მოღვაწე ხელოვანთათვის გრანტს გამოყოფს, რომლებიც საერთაშორისო კონკურსის შედეგად შეირჩევიან. ამ კონკურსში გამარჯვებულებს გამოავლენენ რამდენიმე ქვეყნის მუსიკოსები, მათ შორის ქართველი მუსიკოსი Tamada.

დღეს Hennessy იქ არის, სადაც კი შემოქმედება ხელს უწყობს ურბანული კულტურის განვითარებას და ამყარებს კავშირებს  ხელოვნების სხვადასხვა დარგებს, წარსულსა და აწმყოს შორის. ამასთან ერთად, აერთიანებს მრავალ ნიჭიერ ადამიანს.

კომპანია Hennessy აგრძელებს გლობალურ პროექტს All I Need, რომელშიც კრეატიული ინდუსტრიის სხვადასხვა წარმომადგენლები გვიზიარებენ თავიანთი შემოქმედებითი გზის ისტორიას. ახალი გმირები ერთდროულად რამდენიმე ქვეყნის მუსიკოსები გახდნენ: Onuka (უკრაინა), Super Besse (ბელარუსი), the Buhars (ყაზახეთი) და Tamada (საქართველო).

კამპანიის გმირები ჰენესისთან ერთად გულწრფელად საუბრობენ  იმაზე, თუ რა ხდის თითოეულ ადამიანს უნიკალურს, როგორი გავლენა აქვს წარსულ გამოცდილებას, როგორია სხვადასხვა კულტურისა და ეროვნების დამახასიათებელი თავისებურებები  და როგორ წარმოშობს ეს ყველაფერი ტრადიციებს, რომლებიც აწმყოსა და მომავლის საფუძველია. 250 წელიწადზე მეტია, ბრენდი  Hennessy აკავშირებს წარსულსა და აწმყოს და ამავდროულად თავისი ტრადიციების ერთგული რჩება. მემკვიდრეობისადმი ასეთ დამოკიდებულებას პროექტის გმირებიც იზიარებენ.

მინსკის ჯგუფი Super Besse გვიყვება ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ გადაიზარდა ყოველდღიური რუტინული და ერთფეროვანი ცხოვრება მოწყენილობის წინააღმდეგ პროტესტში, რაც, თავის მხრივ, გახდა მათი ცივი პოსტ-პანკური ჟღერადობის საფუძველი.

ყაზახური პროექტის The Buhars მონაწილეებისათვის ძირითადი საკითხია, ყაზახური მუსიკალური კულტურის უნიკალურობა თანამედროვე დროის პირობებში და ამ პროცესში მათი მთავარი მეგზური- ტრადიციული საკრავებია.

შთამბეჭდავია უკრაინული ჯგუფის ONUKA- ს ფრონტვუმენის ნატა ჟიჟჩენკოს ისტორია თავის ბაბუაზე, რომელიც თავად ამზადებდა მუსიკალური ინსტრუმენტებს. სიუჟეტის მიხედვით, ოჯახის ისტორია თანდათანობით გადადის მუსიკალური ვიდეოს პრემიერაში “TY”-ს ტრეკზე, სადაც სწორედ ეს ინსტრუმენტები ჟღერენ. სიმღერა შესულია მუსიკოსის ახალ ალბომში “KOLIR”, რომელიც აერთიანებს ავთენტურ ჟღერადობასა და ელექტრონულ მუსიკას. უნიკალური საარქივო კადრები, ისევე როგორც მოგზაურობა ბაბუის სახელოსნოში, ჩერნიგოვის საგვარეულო სახლში, არის შესაძლებლობა, ყურადღებით შეისწავლო არტეფაქტები მხატვრის წარსულიდან და გაიარო შემოქმედებითი გზა პროექტისა, რომლის სახელია ONUKA, რაც ითარგმნება როგორც “შვილიშვილი”.

საქართველოს ამ პროექტში  ელექტრონული მუსიკოსი Lasha Chapel aka Tamada წარმოადგენს. თავის ვიდეოში ლაშა გვიყვება მის 10-წლიან შემოქმედებით გზაზე, რომელიც ევროპიდან დაიწყო, სადაც ის ინგლისურენოვანი ნაწარმოებებით გამოდიოდა. ლაშას თქმით, ნამდვილი ინტერესი მისი მუსიკისადმი სულ ცოტა ხნის წინ წარმოჩინდა. ქართულ ფოლკლორთან ექსპერიმენტებისა და თავის მშობლიურ ენაზე შესრულებული სიმღერების წყალობით, მისმა მუსიკამ ყურადღება ჯერ კიდევ საზღვარგარეთ მიიქცია. ზუსტად ამ მომენტში გააცნობიერა, რომ უნდა დაბრუნებულიყო შინ, თბილისში და განეგრძო მუშაობა ამ, თავისთვის ახალ ხმოვანებაში, რომელსაც ქართველი აუდიტორიაც გულთბილად შეხვდა.

ყოველი ისტორიის ბოლოს, მუსიკოსები ასახელებენ ყველა მონათხრობის და მთლიანობაში, საერთაშორისო Hennessy All I Need კამპანიის მიზანს: წაახალისონ ახალგაზრდა თაობის მუსიკოსები,  რათა მათ მოიძიონ პასუხი იმაზე, თუ რა არის მათი უნიკალურობის პირველწყარო და რისგან შედგება მათ მიერ შექმნილი მუსიკა. სწორად ამ მიზნისთვის კომპანია Hennessy არგებს ფონდის როლს და გამოყოფს გრანტს 20,000 ევროს ოდენობით (თითო ქვეყნის წარმომადგენელს 5000 ევრო ერგება), რომელიც გათამაშდება კონკურსის ფარგლებში. Onuka, Super Besse, The Buhars და Tamada გახდებიან ამ კონკურსის კურატორები და აირჩევენ თითო გამარჯვებულს, რომლებიც მიიღებენ ფულად პრიზს თავიანთი შემოქმედებითი პროექტების განსახორციელებლად.

საგრანტო განაცხადის წარსადგენად კონკურსანტმა, თავის ინსტაგრამის გვერდზე, პოსტის სახით უნდა გამოაქვეყნოს პასუხი კითხვაზე “როგორ აისახება ჩემი წარსული მუსიკაში” და “რა მჭირდება, რომ ჩემი იდეები მთელ მსოფლიოს შევატყობინო”, დააყენოს #HennessyVSAllINeed პროექტის ჰაშტაგი და მონიშნოს არტისტ-კურატორის ინსტაგრამ-ანგარიში, რომელიც შეაფასებს განაცხადს. კონკურსი გაგრძელდება 25 აგვისტომდე. გამარჯვებულებს შეარჩევენ პროექტის არტისტ-კურატორები, Universal Music-ისა და კომპნია Hennessy მონაწილეობით.

“არც ისე დიდი ხანია, რაც დავუბრუნდი ჩემ მუსიკალურ ფესვებს. მაგრამ ეს მხოლოდ მუსიკალურ განცხრომაა და არ მანიჭებს სრულ კმაყოფილებას. თუმცა გზა, რომელიც მეხმარება საკუთარი თავს პოვნაში, ის მამოძრავებელი ძალაა, რაც თითოეულ ნოტს მაკვრევინებს და მამღერებს. 

ეს პროექტი პირდაპირ ეხმარება მუსიკოსებს, დაფიქრდნენ და ჩაუღრმავდნენ საკუთარ თავს, შეეცადონ იპოვონ ის ავთენტურობის განცდა, რაც ხელოვანი ადამიანის საუკეთესო მეგობარია. 

მე, პირადად, აუცილებლად მივიღებდი მონაწილეობას ასეთ მრავლისმომცველ წამოწყებაში. პროექტში, რომელიც გაძლევს შესაძლებლობას წარმოაჩინო შენი ნამდვილი “მე’” – ამბობს Lasha Chapel (Tamada).

“ Hennessy ყოველთვის ასოცირდებოდა მუსიკასთან და დიდ ყურადღებას აქცევს ჩვენს საერთო ღირებულებებსა და ჩვენს ფილოსოფიას. სხვადასხვა ინსტრუმენტებისა და სხვადასხვა კულტურების “შერწყმის” ხელოვნება, ჩვენი ცოდნისა და გამოცდილების საშუალებით, პირდაპირ აისახება მუსიკის სამყაროში”, – ამბობს Julie Nollet (Hennessy-ის მარკეტინგის მთავარი მენეჯერი)


Hennessy მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი კონიაკია. Hennessy ყოველწლიურად 50 მილიონი ბოთლს აწარმოებს, რაც მთელ მსოფლიოში კონიაკისა და ბრენდის გაყიდვების 40%-შეადგენს. ჰენესის სახლის ისტორია დაიწყო 1765 წელს ქალაქ კონიაკში (საფრანგეთი) ქარხნის მშენებლობით. დასახელება Jas Hennessy & Co წარმოიშვა დამფუძნებლის ვაჟის, ჯეიმსის სახელიდან, რომელმაც გადაიბარა კომპანიის მმართველობა მე -19 საუკუნის დასაწყისში. კომპანია დიდი ხნის განმავლობაში იყო ოჯახის საკუთრებაში, მაგრამ 1970-იან წლებში იგი შეუერთდა Moet et Chandon-ის სახლს, ხოლო 1987 წელს – Louis Vuitton-ის მოდების სახლს. ასე დაარსდა საერთაშორისო კონსორციუმი LVMH.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.