დაე დაიწყოს ყველაზე გრძელი ზაფხული – ილუსტრაციების სერია თიბისისგან
თიბისიმ თანამედროვე ხელოვანებთან ერთად ახალი პროექტი წამოიწყო, რომლის ფარგლებში, გრაფიკულმა დიზაინერებმა ზაფხულის და მუდმივი ღირებულებების თემაზე ილუსტრაციები შექმნეს.
„სულ შენთანაა აქ.ახლა“ – ასე გამოიყურება თიბისის ახალი გზავნილი, რომელიც ეძღვნება ზაფხულს და იმ ღირებულებებს, რომლებიც არასდროს იცვლება – ნებისმიერი გარემოებისა და რეალობის მიუხედავად.
ახალი აღმოჩენებით და თავგადასავლებით სავსე ზაფხული დაიწყო და დღეს თიბისი ისევ დროსთან სრულად შესაბამისი გზავნილით უბრუნდება მომხმარებელს და აძლევს დაპირებას, რომ აქ და ახლა, თიბისი ყველა შესაძლებლობით სულ მასთანაა.
კამპანიას ხსნის მასშტაბური ვიდეო, რომლის გზავნილია: “დაე, დაიწყოს ყველაზე გრძელი ზაფხული”, მისი შინაარსი და ვიზუალური თხრობა სწორედ იმ თემებს ასახავს, რაც არასდროს იცვლება.
თიბისის ახალი კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი კოლაბორაცია, რომელიც მიზნად თანამედროვე ხელოვანთა პოპულარიზაციას ისახავს.
დაარსებიდან თიბისი კულტურის მხარდამჭერია და ამ მიმართულებით არაერთი ინოვაციური პროექტისა თუ ინიციატივის ავტორია.
ნახეთ ილუსტრაციები:
გაიცანით დიზაინერები:
- მარიამ საშა (მარიამ აქულაშვილი) –https://www.instagram.com/maryams.asha/
- სალომე ხაზარაძე –https://www.behance.net/salomexaz
- ნანკა ბაღათურია –https://www.instagram.com/nankabug/
- ლევან მამსიკაშვილი –https://www.instagram.com/mamsick.exe/
- ქრისტინა საბაშვილი –https://www.instagram.com/tweet.izolacia/
- მაშოლენდი (მაშო მარგიშვილი) –https://www.instagram.com/masholand/
- ნიკა ელია (ნიკა კვარაცხელია) –https://www.instagram.com/nika.elia/
- ხატია ხატიაშვილი –https://www.instagram.com/khattiakhatiashvili/
- დათი ჩანადირი –https://www.instagram.com/davit_chanadiri/
- ზიზი ნიშნიანიძე – https://www.behance.net/zizi_not89b6