fbpx

ფოტომოგზაურობა: კურორტი მენჯი სამეგრელოში


გააზიარე სტატია

ნახეთ ლიკა ჭკუასელის ფოტომოგზაურობა სამეგრელოში.

 

ხალხური თქმულების მიხედვით “მენჯი” მეგრული სიტყვაა და მჟავე წყალს ნიშნავს. სამკურნალო წყლებით ცნობილ ადგილებს სამეგრელოში ძველად ასე მოიხსნიებდნენ – მენჯი სქური, მენჯი ლუგელა, მენჯი ლებარდე… სენაკის მუნიციპალიტეტში მდებარე სამკურნალო მინერალური წყლით ცნობილ ბალნეოლოგიურ კურორტსაც ალბათ ამიტომ ეწოდა მენჯი. სასწაულმოქმედი თვისებების გამო ხალხმა კურორტს მეორე სახელიც შეარქვა – “ყავარჯნების სამარე”.

კურორტის სამკურნალო პოტენციალის ათვისება დაახლოებით XX ს-ის 20-30_იანი წლებიდან დაიწყო. ცნობილმა ლატვიელმა მეცნიერმა რობერტს კუპცისმა, საქართველოში მინერალური წყლების მეცნიერულ შესწავლას დიდი ამაგი დასდო, მან წყლის სამკურნალო თვისებები გამოიკვლია და მენჯს საქართველოს მაცესტა უწოდა.

1938 წელს მენჯი რესპუბლიკის მნიშვნელობის კურორტად გამოცხადდა და იქ შესაბამისი ინფრასტრუქტურული მშენებლობა დაიწყო. აშენდა კეთილმოწყობილი სანატორიუმი, სანატორიუმის რკინიგზის საავადმყოფო, საკურორტო პოლიკლინიკა. საკურორტო სეზონი მთელი წლის განმავლობაში უწყვეტად გრძელდებოდა.

კურორტი, რომელიც თავის დროზე 1500-დან 2000-მდე დამსვენებელს იღებდა, დღეს დანგრეული და გაპარტახებულია, ხოლო თვალის, კუჭისა და სახსრების უებარი წამალი მდინარე ცივში ჩაედინება.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.