კამპარი – სიყვარული, ინტრიგა და მოულოდნელი აღმოჩენები ერთ ჭიქაში
კლასიკური, თანამედროვე, ქარიზმატული, მისტიკური და განუმეორებელი – ასე ახასიათებენ რეცეპტს, რომელიც ჯერ კიდევ 1860 წელს, ნოვარაში იტალიაში შეიქმნა და ყველაზე ცნობილი კოქტეილების განუყოფელ, საბაზისო და ყველაზე გემრიელ ინგრედიენტად გადაიქცა. საუბარია „კამპარიზე“, რომელმაც მსოფლიოს ორი (და არა მხოლოდ ორი) საყვარელი კოქტეილი – ნეგრონი და ამერიკანო აჩუქა. ბალახეული, მცენარეები და ხილი – ასეთია ის საიდუმლო ფორმულა, რომლითაც მკვეთრი წითელი ფერის, ინტენსიური არომატისა და მომაჯადოებელი გემოს მქონე სასმელი იქმნება. ის ყველა ადამიანში სიამოვნებას, აღფრთოვანებას, შთაგონებას, ვნებასა და სიცოცხლის წყურვილს აღვიძებს, და უკვე 160 წელზე მეტია, ახალ-ახალ ისტორიებს წერს და ცხოვრების საუკეთესო მომენტებს აფერადებს.
პირველი ისტორია 1860 წელს, იტალიაში, მილანთან ახლოს მდებარე ნოვარაში დაიწყო, სადაც გასპარ კამპარიმ უნიკალური რეცეპტის შექმნა გადაწყვიტა. ბევრი წარუმატებელი ექსპერიმენტის შემდეგ, იტალიელმა სასურველ ციტრუსებსა და მცენარეებს მიაგნო, 80-მდე ინგრედიენტი შეაზავა და პირველივე დეგუსტაციისას მიხვდა, რომ ასეთი გემრიელი და უცნაური მანამდე არაფერი ჰქონდა გასინჯული. გადაწყვიტა, ამ აღმოჩენისთვის თავისი სახელი დაერქმია, რეცეპტი საიდუმლოდ შეენახა, მისტიკური სასმელით მიღებული სიამოვნება კი ყველასთვის გაეზიარებინა. ზუსტი ინგრედიენტები დღესაც უცნობია და, ალბათ, ამიტომაცაა, რომ „კამპარი“ რჩება გემოდ, რომელიც არსად მეორდება და მისი უნიკალური წითელი ფერი მას ყველა სასმლისგან გამოარჩევს.
გასპარი საკმაოდ ჭკვიანი იყო საიმისოდ, რომ მხოლოდ თავისი ქალაქით შემოფარგლულიყო. ამიტომ, როგორც კი დარწმუნდა, რომ მისი გამოგონება სხვა ადამიანებსაც აღაფრთოვანებდა, მილანის ცენტრში „კაფე კამპარი“ გახსნა. მალე ეს ლოკაცია შეხვედრის ყველაზე პრესტიჟულ ადგილად გადაიქცა და მთელი მილანი, მოდასა და დიზაინთან ერთად, ახალ საყვარელ კაფეზეც აალაპარაკა. „კამპარი“ მაღალი წრის ღონისძიებებზეც მიიპატიჟეს და მალევე აღიარეს, რომ ეს სასმელი იტალიური დახვეწილობის, მრავალფეროვნებისა და გემოვნების სიმბოლო იყო და ის სხვა ქვეყნებსაც უნდა დაეგემოვნებინათ. „კამპარის“ საერთაშორისო მოგზაურობა ადრეული მე-20 საუკუნიდან დაიწყო, დედამიწას სრულიად განსხვავებული, დამაინტრიგებელი გემო შესთავაზა და მილიონობით ადამიანი დაატყვევა უნიკალური წითელი შარმით.
პირველ მსოფლიო ომამდე „კაფე კამპარი“ მილანის ცენტრში გახსნილმა „კამპარინომ“ შეცვალა, რომელიც დღემდე რჩება ტურისტების თუ ადგილობრივების საყვარელ ლოკაციად. ეს ადგილი ყველაზე რთულ პერიოდებშიც კი მასპინძლობდა დახვეწილ, მრავალფეროვან, ორიგინალურ, მხიარულ და საინტერესო ადამიანებს, რომლებიც ცდილობდნენ, ნაცრისფერ რეალობაშიც კი შეექმნათ ყველაზე ფერადი მომენტები და სამუდამოდ დაემახსოვრებინათ ის პატარ-პატარა სიამოვნებები, რომლებიც „კამპარინოში“ ხვდებოდათ.
ახალი მოგონებების შესაქმნელად მალე „კამპარის“კოქტეილებიც გამოჩნდა.
ნეგრონი
- კამპარი
- წითელი ვერმუტი
- ჯინი & ფორთოხალი
ამერიკანო
- კამპარი
- წითელი ვერმუტი
- გაზიანი წყალი & ფორთოხალი
პირველი იყო „ამერიკანო“, რომელსაც, ლეგენდის თანახმად, ყველაზე ხშირად ამერიკელი ტურისტები ითხოვდნენ. ამ შემთხვევაში, „კამპარის“ ბაზას წითელი ვერმუტი (საუკეთესო შემთხვევაში, „ჩინზანო“ როსო) და გაზიანი წყალი ემატებოდა. მეორე კი იყო ფლორენციული „ნეგრონი“, რომელსაც, გაზიანი წყლის ნაცვლად, ჯინი და ფორთოხლის ცედრა ემატებოდა. ორივე მათგანში „კამპარი“ წამყვანი ინგრედიენტია და ასევე გემოების გამხსნელის ფუნქციას ასრულებს. „ნეგრონი“ დღესაც საუკეთესო კოქტეილების სამეულშია და არის ყველგან, სადაც საყვარელ სასმელებს ითხოვენ. გამორჩეული, არასტანდარტული გემოსა და ნოტების მოყვარული ადამიანებისთვის, კამპარის ბაზაზე დამზადებული კლასიკური სასმელების გარდა, მარტივად მოსამზადებელი კოქტეილებიც, „კამპარი ორინჯი“, „კამპარი ტონიკი“ და „კამპარი სპრიციც“ გამოჩნდა
კამპარი სპრიც
- კამპარი
- ჩინზანო პროსეკო
- გაზიანი წყალი + ფორთოხლის ნაჭერი
„კამპარი“ უკვე წლებია, ხელოვნების განუყრელი მეგობარია და კინემატოგრაფიასთან მჭიდრო კავშირი აქვს: ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო რეჟისორი ფედერიკო ფელინის ინსპირაციის წყარო იყო და მასთან კოლაბორაციით შექმნილი მინი ფილმები თუ სარეკლამო რგოლები დღემდე ისტორიას რჩება. „კამპარის“ მეგობრების ვრცელ სიაში პენელოპე კრუსი, სელმა ჰაიეკი, ევა გრინი, მილა იოვოვიჩი, უმა თურმანი, ჯესიკა ალბა და სხვა ვარსკვლავებიც შედიან. იტალიური სასმელი ბევრჯერ გამხდარა ამა თუ იმ ცნობილი პოსტერის, ნახატისა და ინსტალაციის შთაგონების წყარო. მილანში სპეციალურად „კამპარისადმი“ მიძღვნილი მუზეუმიც კი არსებობს, რომელსაც 2010 წლიდან „გალერია კამპარის“ სახელით იცნობენ. ეს არის მულტიმედიური და ინტერაქტიული სივრცე, რომელიც თითოეულ სტუმარს ბრენდის ისტორიაში ამოგზაურებს, თანამედროვე ხელოვნებას ათვალიერებინებს და ახსენებს, რომ ყველაფერი ერთ ჩვეულებრივ დღეს, იტალიური ფერებითა და ტემპერამენტით გაჯერებულ ქალაქში დაიწყო.
დღეს „კამპარის“ 190 ქვეყანა იზიარებს და მათ შორის საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია, რადგან აქ კარგ, ხარისხიან, საინტერესო და უნიკალური ნოტებით გაჯერებულ სასმელს ერთ ყლუპში ცნობენ და იყვარებენ. ამიტომაცაა, რომ მონატრებულ ბარებთან ხშირად გაიგონებთ „ნეგრონის“, „ამერიკანოსა“ და „კამპარის“ სახელებს და ყოველ ჯერზე, როცა ეს მოხდება, იგრძნობთ, როგორ შეცვლის ნაცნობი წითელი ფერი განწყობებს, ემოციებსა და ადამიანებს, და როგორ გადაიქცევა ერთი ჩვეულებრივი დღე მოულოდნელ თავგადასავლად.














