fbpx

#27 მელოდრამატული ინტერვიუ ნათია ბუნტურთან – გურამ მაცხონაშვილი


გააზიარე სტატია

ავტორი: გურამ მაცხონაშვილი

გურამი: ხაზზე ხარ?

 

ნათია:

გურამი: საკონტროლო გასროლით ვიწყებ: რა არის კულტურა?

 

ნათია: დიდი რამ არის ძალიან, ვფიქრობ. იმდენად დიდი, რომ ზოგს ჰგონია, აღარც ეხება. ასევე ვფიქრობ, რომ ბავშვობისას ოჯახშიც იდება ეს მარცვლები, რომელსაც გარე სამყაროში უკვე არსებულ კულტურას შეუერთებ, განავითარებ და მოუვლი, ისწავლი დაფასებას და მოფრთხილებას უფრო მეტად. ისწავლი თვითონ სწავლას და ეცდები მაინც, თუმცა კი ხშირად არ გამოგივა, მაინც ეცდები, რომ არ იყო უკულტურო და სულ ეძებო ის შენში განსავითარებლად და გარედან მისაღებადაც. ეცდები, იყო კარგი ადამიანი ელემენტარულად მაინც. (იმედია ივარგა დამხვედრმა) ♥️

 

გურამი: შენი თავი რა ასაკიდან გახსოვს? და როდის ჩნდება იქ კულტურის ისეთი ნიშნები, რომელთა ამოცნობასაც მაშინ უკვე ახერხებდი?

 

ნათია: ერთი ან ორი წლის ასაკიდან დიდი ოჯახური კონფლიქტები მახსოვს. მანდაც უკულტურობას ექნებოდა ადგილი უდავოდ… უფრო ზუსტად კი,  ერთმანეთთან ურთიერთობის გაუსაძლის შეუძლებლობას. ამაში ბევრი დაიხრჩო. მოგვიწია ჩვენც. რთული თემაა და ვაწყენინებ ოჯახის წევრებს, ეს რომ მეტად განვავრცო.

 

გურამი: უკულტურობაში ჩამოგართმევენ :))

 

ნათია: მე ყველაფერს ამაში მართმევენ ხოლმე))

 

გურამი: შენ თვითონ რა გახსენდება შენს უკულტურო ქცევებს შორის ყველაზე უკულტურო?

 

ნათია: (ტექნო იყო და ბახზე გადავიდა). ვფიქრობ, ბოლო დროიდან გამომდინარე, ბოლო დროის დადანაშაულებებიდან გამომდინარე, უნდა ვთქვა, ადამიანები საქმეში მოუფრთხილებლობას მომედავნენ, გაუფრთხილებლობაში, სითამამეში, პირად ცხოვრებაში კი ეგოიზმში, რაც უკულტურობაში იხატებოდა, როგორც ვატყობ, თავდაჯერებულობაში და მსგავს რაღაცებში. ეს კი მაწუხებს, იმიტომ რომ მე ძალიან მაწუხებდა ყოველთვის ჩემი უკულტურობა, თუნდაც სხვისი აზრით.

გურამი: და ძალდატანებით, მაგალითად, მშობლის ან ბებიის, ან ვინმე ასეთის ხელით უცდიათ კულტურის თავს მოხვევა? რომ, აი, მუსიკაზე უნდა იარო, მაგალითად.

 

ნათია: არა, ასე არა, უფრო სხვა პრობლემა დგას დღემდე, ის, რომ, რაც უნდა გამეკეთებინა ცხოვრებაში, საქმეში, შესაძლოა მაინც არ ყოფილიყო ოჯახის კეთილდღეობისათვის მარგებელი. მე კი მსგავსი მართლაც დიდად ვერაფერი შევძელი დღემდე.

 

გურამი: ჰო, მაგრამ მარგი ქმედების კოეფიციენტი მხოლოდ ასე ხომ არ იზომება?

 

ნათია:

მაგრამ, ალბათ გააჩნია სხვას კიდევ რას ელიან შენგან შენ გარშემომყოფი ადამიანები. თურმე არ კმარა ის, რაშიც ბოლომდე გაიხარჯე, რადგან სინამდვილეში შენთვის ხარ გახარჯული მხოლოდ. საბოლოოდ მაინც მჯერა, რომ ესმით ჩემი. არ მიბრაზდებიან ასე ძალიანაც. 🙂

 

გურამი: და უკვე შენ, როგორც მშობელი, როგორ ატარებ კულტურას შენს თავში და აწვდი შვილს? და რაც შენზე გკითხე ზემოთ, შენი შვილის გვერდით როდის გაჩნდა კულტურა?

 

ნათია: ვფიქრობ, როგორც კი გააცნობიერა, რომ შუბლზე მეწერა რა არის რეპეტიცია, რატომ მივდივარ და რატომ ვერ ვნახავ დიდხანს, ერთგვარად მიიღო ეს პატარა სიკეთეც. ამის შემდეგაც ხშირად შემიმჩნევია მასში ჩემი ძვირფასის გააზრება და მასშივე თითქმის იგივე დამოკიდებულების ბუნებრივი წარმოშობაც. ეს დიდი რამეა ჩემთვის. ამის ხარჯზე ნაკლებად მაქვს მისთვის წლები საბოდიშო. აი თუ კიდევ რამეს ვაწვდი, აქ მხოლოდ თავს ვენდობი ხოლმე, საკუთარში კარგს და მჯერა, რომ ეს მასში გადადის, რაღაც ვიბრაციაა თითქოს, რომელიც შენს ბავშვს უდავოდ მოედება. მჯერა ამის. ვნახოთ, რა იქნება მომავალში.

 

გურამი: აი, ვიბრაცია კარგი სიტყვაა აქ. კულტურასაც უხდება, არა?

 

ნათია: ვიბრაცია ბევრ რამეს უხდება კი. სულთანაც ახლოსაა ეს სიტყვა თითქოს.

 

გურამი

ნათია: მე იქ ვცხოვრობდი სულ, სინამდვილეში. სხვას თუ ავუხსნიდი ამას, თორემ დიდი ხანია იქ ჩემი ნამდვილი სამყოფელია.

 

გურამი: ჩემი დაკვირვებით რეპეტიცია მხოლოდ ორნაირი გამოდის: ძალიან სასიამოვნო ან ძალიან მტანჯველი. შენ გქონია რამე ამათ შორის?

 

ნათია: ბალეტში ყველა რეპეტიცია მტანჯველია, ოღონდ რაც უფრო მტანჯველია, მით მეტად სასიამოვნოა ის.

გურამი: როგორი სტრუქტურა აქვს საბალეტო რეპეტიციას?

 

ნათია: გააჩნია რა მზადდება, რა არის საჭირო მოსაწესრიგებლად. “ტექსტია” სასწავლი ჯერ თუ უკვე “გასაპრაგონებელი” (“დიხანიაზე”). (სპეციალურად ასე ვწერ, რადგან ეს ტერმინები გამოიყენებოდა სულ) – გასაწმენდია თუ დეტალებია დასამუშავებელი. ეს ყველაფერი საჭიროების მიხედვით დგება და იგეგმება. ამას გულისხმობ სტრუქტურაში? თუ კლასს გულისხმობ და არა რეპეტიციას, იქ დადგენილი აგებულებაა, არის სავარჯიშო, საათ-ნახევარი დრო, სადაც მიუყვები ყველა მოძაობას და ტექნიკაზეც სუფთად მუშაობ. ხვეწ ყველაფერ იმას, რაც დასახვეწი გაწვს, დასახვეწი კი გამიდმებით გაქვს.

(არ ვასწორებ, დროს ვუფრთხილდები, ეტყობა.)

გურამი: ჰო, ამას. კიდევ გაიხსენე, რა, ეგეთი სიტყვები, რასაც სარეპეტიციოში იყენებთ ხოლმე. მე დავიწყებ: სცენის “დამეტკვა”, “ჩიტკა”…

 

ნათია: “სვერკა”, “პარიადაკი”, “პადძერჟკა”, “ვრაშენიები”,))), “ლევშა”, “ტაჩილკა”, კიდევ ბევრი—- )

 

გურამი: აუ, რა კაია! ააჰაჰაჰ! თქვენ უფრო მეტი გაქვთ!

 

ნათია: ჩვენ უფრო მეტნი ვართ 🙂

 

გურამი: ახსენი! ჰაჰააჰჰა!

 

ნათია: ჰაჰა, რაოდენობრივად უცებ ოპერის თეატრის კორდებალეტი წარმოვიდგინე, სხვა არაფერი მაესტრო 😉

 

გურამი: აუ, ეგ სიტყვა! 😃

 

ნათია: არ მოგწონს? არ გეძახიან, ჰო? ნწ ნწ.

 

გურამი: ახლა მერვედან გადავხტები! 

 

ნათია: მეც მერვეზე ვარ. მთელი დღე ვაპირებდი. შენი ხათრით შევყოვნდი.

 

გურამი: მეექვსეზე ვყოფილვარ, ბოდიში!

 

ნათია

გურამი

ნათია:

 

გურამი: მოდი, სიტყვათა შეხამება “თანამედროვე ბალეტი” დავშალოთ და მითხარი, თანამედროვე რას შეიძლება ნიშნავდეს?

 

ნათია: თანამედროვე ჩემთვის იმაზე “წინ”-ს ნიშნავს, ვიდრე თანამედროვეობაა. მეტად წინ გადადგმული ნაბიჯი თუ ნახტომიც კი. კარგად გაცნობიერება იმის, თუ საიდან რა მოდის, სად დაიწყო, რა გზით იარა და შემდეგ უმოწყალო ნგრევა ყველა უკანა კედლის და იმის შექმნა-ჩვენება, რაც აქამდე არასდროს გაუბედავთ. ვერც გაბედავენ. მე ასე მინდა ვხედავდე ყოველ შემთხვევაში.

 

გურამი: ნგრევა ძაან მომნუსხველი რამეა. სულ ცოტა, ხელოვნებაში.

 

ნათია: ნგრევა ყოველდღიურობაშიცაა ჩემშიც. ამ ეტაპზე მითუმეტეს.

 

გურამი: შენი ქორეოგრაფია არის თვითდესტრუქციული?

 

ნათია: თურმე ყველა ჯერზე. სხვა უნახავადაც ანადგურებს მას. და თავადვე ნადგურდება, გამოდის. არა უშავს.

გურამი: ჩემთვის დავიხატე და თუ გინდა დაგიხატავ დიპლომს შენც.

 

ნათია: დავიკიდებ ჩემს დახატულ იესოს გვერდით.

 

გურამი: დიპლომი და იესო ❤

(ან დიპლომირებული იესო)

 

ნათია: უდიპლომო ქრისტე. ისე სასიძოც მახსენდება ხოლმე))

 

გურამი: ზემოთ “ტექსტი” ახსენე და მომიყევი, როგორია ტექსტი თქვენს სარეპეტიციოში. ანუ იქ, სადაც ტექსტი მატერიალიზებული სახით, ფურცლებზე არ გაქვთ…

 

ნათია

“პარიადაკი” არის სრული ის მასალა, რასაც ცეკვავ.

 

გურამი: მაგრამ პირველ რეპეტიციაზე ეს ტექსტი არ გაქვთ.

 

ნათია: კი აბა, ისე რას ვიზამთ, არის ხოლმე საუბარი საათობით, თემის, შინაარსების, როლების, მუსიკის გაცნობა, მაგრამ პრაქტიკული საქმე მოძრაობების სწავლით იწყება. სწავლობ ბოლომდე “ტექსტს”, თან ამუშავებ თითო მოძრაობის თითო თითს თუ თავის გადახრას. გეომეტრიულად სწორდება. და ასე მიუყვები, სანამ რამეს არ დაამსგავსებ. თუ ივარგებ, იცეკვებ, იმედია სცენაზეც. 🙂

 

გურამი: ეს გეომეტრიული წესრიგი ვნებაზე რამენაირად მოქმედებს? ცოტა კლავს? ცოტა აჭერს?

 

ნათია: გააჩნია ბალეტს, გააჩნია როგორ გიყვარს, გააჩნია როგორ დაიღალე, როგორ მოგბეზრდა, რამდენად გაუსაძლისად გტკივა ან რამდენად გახარებს ის ადგილი, სადაც დგახარ და ხარ, და ცეკვავ. ამ ყველაფერს გააჩნია, ჩემი აზრით. მკვდარიც ვმდგარვართ და სავსეც. დაჭერით ყოველთვის აჭერს. ვნება კი თუ დიდი გაქვს, არ გიქრება. არ გტოვებს. თუმცა არის გასაჭირი და ეს მხოლოდ და მხოლოდ ამის ნაწილია. ამასაც ხარ ბავშვობიდან შეგუებული. ვნებაა ის, რაც გამოძრავებს სინამდვილეში მანდ.

 

გურამი: სხეულს გამოუცხადებია დაუმორჩილებლობა შენთვის?

 

ნათია: გამომიცხადა. ორი წელი გავატანინე პროტესტი. მეტი აღარ ვაწვალე. ისედაც არ იყო მანამდეც დასვენებული. რომ მივხვდი, ათასმაგად მჭირდებოდა შრომა (არ მიყვარს სიტყვა “თამასა”) საკუთარი თამასის დაჭერისთვის, მერე იმასაც მივხვდი, რომ უნდა გავუშვა ხელი. თუმცა ეს რა არის, ჯერ კიდევ ვერ გამიგია. 

 

გურამი: სხეულის მეხსიერება, ალბათ, არსად ისე არაა გამძაფრებული, როგორც ბალეტში. მას მერე, რაც დაჰყევი სხეულს და დაასვენე, რა ტიპის ინფორმაციები აქვს შემონახული?

 

ნათია: გაელვებით, უცებ იქ აღმოჩნდები ხოლმე. ცოტათი კი არა, ყველაფერში უკან ერთიანად ეშვები. მერე გტოვებს, ან შენ იშორებ. მძაფრია ძალიან.

 

გურამი: და ეს იქ აღმოჩენები კარგია? თუ დამღლელია?

 

ნათია: არა, სიხარული მოაქვს. შეგრძნებების გახსენებაა და თან მშვიდდები, რომ შენია. არსად წასულა. ცოტა სიგიჟეა.

 

გურამი: იმ ტრადიციული ბლა-ბლას გარდა, რომ თეატრი თავისთავად ძაან რიტუალური რამეა, ბალეტში კიდევ სხვა ხარისხში გყავთ ეს რიტუალი აყვანილი – ცოტა მსხვერპლის შეწირვის დონეზე, ჰო? (და მსხვერპლი საკუთარი სხეულია)

 

ნათია: ასეა. მსხვერპლი ვინც ბოლომდე გაიღო, ის არის ალბათ ყველაზე მეტად წარმატებული დღეს. სხეულს კი ბევრი სწირავს მაგ სასაკლაოზე. აქ ცხოვრების გადადებასთან გვაქვს საქმე. 

 

გურამი: აი, მოდი, ახლა მაგ სიტყვას ჩავაჭერ. ძაან საკრალური სიტყვაა ჩემთვის ეს “წარმატება”. რას ნიშნავს საერთოდ?

 

ნათია: “წამყვანი ბალერინა”, “პრემიერი”, “პრიმა”, “პრინსიპალი”, “წამყვანი სოლისტი”, “ვარსკვლავი”, “ლეგენდა” – უკვდავი.

ნათია: კი.

 

გურამი: შეგიძლია ქართული ასოებით ის რომელიმე სიტყვა დამიწერო? აი, ზემოთ რომ ჩამოთვალე. “ტაჩილკა” და ეგეთები. 

 

ნათია:

 

გურამი: და აკრძალული ურო და ნამგალი უკან.

 

ნათია: დაემთხვა.

 

გურამი: ბალეტში რა არის აკრძალული? რა არის თქვენი ურო და ნამგალი?

 

ნათია:

კიდევ ძალიან ბევრია. ახლა აღარ ვინერვიულე.

 

გურამი: სწორად გიხსენებია ზემოთ სიტყვა “სასაკლაო”. 

ნათია: ეს მესამედია, გურამ. ისე არ მინდა ბავშვებს გული გავუხეთქოთ, მაგრამ რაც არის, ის ხომ უნდა ითქვას. მგონი, აქ ახალიც არაფერია, რა ვიცი.

გურამი: აი, ხმის ამოღებაზე უნდა გკითხო: ეს ხმის ამოუღებლობა რაღაც სხვა, უხმო ენას ავითარებს ბალერინებს შორის? ამ მკაცრ სიჩუმეში როგორ იგებთ ერთმანეთისას? როცა სიტყვებს მხოლოდ ერთი წარმოთქვამს და ყველა სხვა სხეული უსიტყვოდ არსებობს იმ სივრცეში…

 

ნათია: მე ისეთი ტკბილი მეგობრები მყავს ბალეტში… აი ახლა, მგონი, ბოლოჯერ ისევ ვიცეკვებთ ერთად. 10 წლიდან მათ ვუყურებ. ყველა თმის ღერი ვიცი მათ კეფაზე. მათაც სხვისი. ბალერინას პერიფერიული მხედველობაც აქვს და ერთი სუნთქვის აღებით შენ უკვე იცი, ის ფეხს ცვლის, ფორმაციას თუ რაშიც გადადის. აქ 24 ადამიანი ერთია. სხვანაირად არ. 

გურამი: კარგი, მაშინ აქ დავასრულოთ და თქვენ ოცდაოთხმა მოუსმინეთ მუსიკას და არ გასუქდეთ!

 

ნათია:

[საუბრის დასასრული]

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.