fbpx

წინანდალში მხატვარ ზურაბ ნიჟარაძის ექსპოზიცია გაიმართა


გააზიარე სტატია

 

წინანდალში გამართული მცირე ექსპოზიცია ზურაბ ნიჟარაძის მხატვრულ სამყაროს წარმოგვიდგენს, მუდამ თანამედროვეს და ცოცხალს, განცდებს რომ ბადებს საზოგადოებაში.

ზურაბ ნიჟარაძემ, განსხვავებული მხატვრული ხედვისა და შემოქმედებითი თავისუფლების გამო თანამედროვეებმა პიკასოსთან რომ დააკავშირეს და ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდას პიკო შეარქვეს, XX საუკუნის 50-იანელებთან ერთად, სოციალიზმის ეპოქაში ქართულ მხატვრობას შემოქმედებითი თავისუფლება და ორიგინალურობა დაუბრუნა.

მისი ფერწერული თუ გრაფიკული სურათები, ილუსტრაციები, ფრესკები, თეატრისა თუ კინოს მხატვრობა სრულიად უჩვეულო, მრავალფეროვან, ცოცხალ და ჟღერად სამყაროს ქმნის. მხატვრული კომპოზიციები გააზრებულია ღირებულებათა განსხვავებული სისტემის საფუძველზე და უშუალოდ ავტორისათვის დამახასიათებელი ესთეტიკის გამომხატველია, სადაც მხატვრის, როგორც მოაზროვნის, შემოქმედის, დახვეწილი გემოვნების მქონე და მუდმივად სიახლეების მაძიებელი ადამიანის ბუნება ვლინდება.

ზურაბ ნიჟარაძის სურათები, ერთი მხრივ, რეალურ ცხოვრებაში დანახულის განსახიერებაა, თუმცა მხატვრის ფანტაზიით, ინტუიციით, სიყვარულით გამდიდრებული, მთელისა და ნაწილის ურთიერთმიმართებაზე, პლასტიკაზე  და მშვენიერების კლასიკურ ფორმაზე დაფუძნებული, განზოგადებული და ამგვარად მარადიულთან წილნაყარი. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.