#28 მელოდრამატული ინტერვიუ მარიკა ხუნდაძესთან – გურამ მაცხონაშვილი
ავტორი: გურამ მაცხონაშვილი
მარიკა მსახიობია, ახლა მანქანაში ზის, ბელგიიდან ჰოლანდიაში მიდის და თან მე მელაპარაკება.
გურამი: ონლაინ ხარ?
მარიკა: კიი.
გურამი: ვხიოთ?
მარიკა: დავაიი.
გურამი: ახლა სად ხარ?
მარიკა: მანქანაში.
გურამი: საიდან სად მიდიხარ?
მარიკა: ბელგიიდან ამსტერდამში.
გურამი: დიდი ხანია.
მარიკა:
გურამი: რამე თრეშების თრეში ჩამიგდე იუთუბიდან.
მარიკა:
გურამი: ჰმმ, თუ ბავშვობის ფავორიტებზე მიდგა საქმე, მაშინ:
მარიკა: აჰაჰაჰაჰაჰაჰაჰჰაჰაჰაა
გურამი: თან ხაზი გაესვა, რომ შენი წინა თაობა ვარ.
მარიკა: არა, ლელა სხვა ლეველია))
გურამი: შენი აზრით, ნინი ბადურაშვილი როდის მიხვდება, რომ სოულის დედოფალი არ არის და რომ საერთოდ არ არის დედოფალი?
მარიკა:
ლელა რაღაცნაირი ქართველი ლიზა სტეინფილდია. ბარი ვაითი ვერ იპოვა ერთადერთი, არა?
გურამი: აუ, ლელას 60 წლის იუბილე რომ მართლა მე არ დავდგა, თავს ჩამოვიკიდებ! თან ვინ დაუდგამს უკეთესად ერთი? შენც მოგიწვევ!!! ხომ მიიღებ მონაწილეობას?
მარიკა:
გურამი: აქვე დავაზუსტებ, რომ არც მე და არც მარიკა არ ვხუმრობთ!!! ხომ არ ვხუმრობთ, მარიკა?
მარიკა:
გურამი: მართლა არ მინდა გული გატკინო, მაგრამ, ჩემი აზრით, ბარი ვაითი ყველა დროის ყველაზე ცუდი მუსიკოსია! ტრიო “მანდილშიც” არ ჩავაყენებდი!!!
მარიკა: აჰაჰჰაჰაჰაჰაჰა კიკი. თავისი დრამატურგიით, სანამ სიმღერას დაიწყებს.
გურამი: მაგრამ აბაშიძის ქუჩის კაფეებში არაფრით არ უნდათ ამის გაგება! წარმოგიდგენია? შუპუტინსკი მირჩევნია ბარი ვაითს! სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას!
მარიკა:
გურამი: მამა შალვას ასევე შეუძლია მოდის წიგნი გამოსცეს თავისი ფერად-ფერადი კაბებით ❤️🧡💙💚💜
მარიკა:
გურამი: მითხარი აბა, ვუდი ალენზე რას იძახდი.
მარიკა: რას?
გურამი: აა, ვუდი ალენმა რო გადაიღოს?
მარიკა: ჰოო.
გურამი:
ვაიმე, სულ დამავიწყდა, რომ ყველასთან ამ კითხვით ვიწყებ, ჰოდა, დამაწიე პასუხი – რა არის კულტურა?
მარიკა:
ჩემთვის კულტურა სხვადასხვა ეროვნების, ბიოგრაფიების, ისტორიის, გავლენების, გამოცდილებების, იდეების ერთობლიობაა.
გურამი: თრეში GEVASEBA?
მარიკა: თრეში არი ერთადერთი გზაა პასუხისმგებლობების არიდების. ამიტომ RATKMAUNDA.
გურამი: და თრეშს აქვს ეროვნული ნიშნები შენი აზრით? აი, ჩვენ გვაქვს ეროვნული თრეში?
მარიკა:
გურამი: გადაუღე აბა ერთი ფოტო ბელგიას, VNAXO ERTI RA QVEYANAA.
მარიკა:
გურამი: მფრინავი მანქანით მგზავრობ?
მარიკა: აჰაჰაჰაჰა, ახლა?
გურამი: დიახ!
მარიკა:
გურამი: არაჩვეულებრივი კადრია 😃 პირდაპირ ბელგიის ტურისტულ ბროშურაში შეიძლება ჩადება!
მარიკა:
გურამი: ბელგიაზე რა იცი? მე ბევრი არაფერი შოკოლადის და დე ბრუინის და ედენ აზარის გარდა.
მარიკა: მეც! ერთი ბრიუსელი ვიცოდი ევროკავშირის დედად და ბელგიური ვაფლი.
გურამი: შენ იცი ედენ აზარი?
მარიკა: არა, არც ახლა ვიცი.
გურამი: მოგიგე! შენზე ერუდირებული ვარ!
მარიკა: აჰაჰაჰაჰაჰ, დავგუგლე.
გურამი: რაღაცას დავწერდი აზარზე, მაგრამ ინტერვიუს ფორმატში ალბათ ნამეტანი იქნებოდა 😃 YVELA MIXVDEBA TU DAGUGLAVEN!
მარიკა:
გურამი: ა, კიდევ პიტერ ბრეიგელი ვიცი. მაგის ნახატს ვიკვლევ მთელი კვირაა, იმიტომ, რომ მაგისი ნახატის პერსონაჟი მყავს პიესაში, რომელსაც ახლა ვდგამ. ეგეც შენი შემდეგი მონაცემი ბელგიაზე! შეგვიძლია თავი ბელგიის ექსპერტებად გამოვაცხადოთ პრინციპში, არა?
მარიკა: კიი.
გურამი: მოდი, კიდე რაღაცების ექსპერტებად გავასაღოთ თავი.
მარიკა: დავაი!
გურამი: ახლა რამე ქართული! გვეყოფა ეს ბელგია მართლა და მართლა!
მარიკა: კი, კი. მითუმეტეს, რომ სულ რაღაც რამდენიმე საათი დავყავი ჩემი ცხოვრების.
გურამი: ქართული ესტრადა იცი?
მარიკა:
ყველამ ჩემ გარშემო უფრო იცოდა, იმიტომ, რომ მანქანა ჰყავდათ და რადიო ჰქონდათ და ჩემს ოჯახს არ ჰყავდა მანქანა.
გურამი: უსუსურად იმართლებ თავს, მანქანა არც ჩვენ არ გვყავდა, მაგრამ ეს ხელს არ მიშლიდა სოსო თოლორაიას “AGAR GICDI” ზეპირად მცოდნოდა, ისევე როგორც ლექს-სენის და თიკოს დუეტი.
მარიკა:
გურამი: ევროტური არ იცოდი რომ შენ ხარ სირიიიიიი
მარიკა: იეეეე, აჰაჰჰაჰაჰაჰააჰ
გურამი: “ვერაფერს შენ ვერ ხვდებოდი, მის ორგანიზმში რომ ვბუდობდი”.
მარიკა: კი ეხმაურება მსახიობის ოსტატობას, არა?
გურამი: ზედმიწევნით! მოდი, შენს ევროტურზეც მოყევი ცოტა. აი, ლონდონში სწავლა და რამე.
მარიკა: ცოტა რთული იქნება, მაგრამ ის შემიძლია ვთქვა, რომ ბავშვობის ძალიან დიდი ოცნება იყო, რაც დიდი შრომის და მონდომების შედეგად ვაჩუქე ჩემს თავს და ახლა ჩემი თავი უფრო მეტს მთხოვს და ქვეყანაც ისეთია, რომ გითრევს მაგ შრომაში და შენი თავის პატივისცემაში.
გურამი: მაინც როგორი ქვეყანაა?
მარიკა: იცი როგორი? არ ვიცი, შეიძლება ზუსტად ვერ ვთქვა, მაგრამ ქართველის მსოფლმხედველობიდან სხვა დისციპლინა აქვთ და ნამდვილად ბევრ ასპექტში არიან პრივილეგირებული, ჩვენ თუ თვითგადარჩენაზე ვართ, ისინი განვითარებაზე არიან. ხანდახან მიჭირს ჩამოყალიბება, ქართველები ძალიან პრივილეგირებული ხალხი ვართ თუ პირიქით, მესამე მსოფლიოს მშვენიერი მაგალითები. იმისდა მიუხედავად, რომ საქართველო ბევრს არ გთავაზობს, რაღაცნაირად გაგაქვს თავი. ხოლო ინგლისი პირიქით, ძალიან ბევრ შანსს გთავაზობს, ულევ opportunities. მაგრამ მხოლოდ შრომის შედეგად გაიტან თავს.
მენტალურად იმდენად კარგ ადგილას არიან, შეუძლიათ სხვა დანარჩენს მიხედონ ნელა-ნელა განვითარდნენ. ხოლო მე მენტალურად ბევრი სხვადასხვა გავლენის და პრობლემების გამო ჯერ ჩემი მენტალობის დატოვება მომიწია და მერე ახლიდან ცხოვრების დაწყება, მითუმეტეს როგორც ქალს, საქართველოდან.
გურამი: მაგაზე გამახსენდა, “ქალები საქართველოდან” რა კაი ფილმია, არა? ნანახი გაქვს?
მარიკა: უი, არ ვიცი. ახალია რამე?
გურამი: არა, ძველია, ლევან კოღუაშვილის.
მარიკა: უი, არ ვიცი, მაგრამ მომწონს ეგ რეჟისორი.
გურამი: ძალიან კაი რეჟისორია. ეს, რაც ვთქვი, დოკფილმია. “შემთხვევითი პაემნები” კიდევ, მგონი, ბოლო პერიოდის ყველა ქართულ ფილმს მირჩევნია.
მარიკა: კი, კი. ზუსტად მაგ ფილმის გამო მომწონს.
გურამი: პირველი ყველაზე მძაფრი შეგრძნება რა გახსოვს, რაც მანდ ჩასულს გქონდა?
მარიკა: მე ძალიან გამიმართლა, დეიდაჩემი ინგლისზე შეყვარებული ადამიანია და ძალიან პატარა ვიყავი, როცა პირველად წამიყვანა და მახსოვს, რომ ჩემი პირველი რეაქცია და გაფიქრება იყო ის, რომ არსებობს კიდე სხვა რეალობა, რის ნაწილიც შეიძლება შენც იყო, მაგრამ არ ხარ. დღევანდელი დღით ცხოვრობს ბევრი, მაგრამ თან ხვალინდელი დღეც იცის როგორი იქნება. მე კი მხოლოდ დღევანდელით ვიყავი მიჩვეული ცხოვრებას. ვერ ვხსნი, მგონი, რისი თქმაც მინდა?!
გურამი: კაი, მოდი, ორ ქვეყანაზე ლაპარაკი იმ საქმით გავაგრძელოთ, რომლის საკეთებლადაც ინგლისში წელს გადაცხოვრდი: თეატრი.
მარიკა: ჰმმმ.
გურამი: აი, როგორც მაყურებელს რა გემართება აქ და რა გემართება მანდ, როცა დარბაზში ჯდები?
მარიკა: ძალიან უცნაურია, საქართველოში როგორც მაყურებელს მიჭირს მისვლა. რაღაცნაირად ტოქსიკური ხდები, როცა მაგ ინდუსტრიის ნაწილი ხარ. და ძალიან იშვიათია, რომ მიხვიდე თეატრში, მოეშვა და ისიამოვნო. ყველა შემთხვევაში არ ვამბობ, რა თქმა უნდა. ინგლისში იმის მიუხედავად, რომ უამრავი სპექტაკლი იდგმება და ზოგი ძალიან ცუდია ან ძალიან ნორმალური, ან მართლა ძალიან კარგი, მაინც ინსპირირებული ხარ. ალბათ, მიზეზი არის ის, რომ ძალიან აქტივისტური გახდა აქაური თეატრი და მომწონს ეს. ჩემი აზრით, ხალხს ზუსტად ეგ სულისკვეთება უნდა დღეს.
გურამი: ვიცი, რომ ბევრ სპექტაკლს ესწრები და ბევრ თანამედროვე ადგილობრივ პიესას კითხულობ. რაზე წერენ შენი დაკვირვებით? რა ტენდენციებია?
მარიკა: ბოლოს რაც ვნახე, იყო უბიუჯეტო ახალგაზრდული სპექტაკლები. და რასაც ეხებიან არის: ფემინიზმი, mental health, პოლიტიკა, ლჯბთქ და ძალიან გახსნილად ლაპარაკობენ ყველაფერზე. კლასიციზმზე ასევე და იერარქიებზე, პრივილეგიებზე და კაპიტალიზმზე. რაც მომწონს.
გურამი: მეინსტრიმ თეატრებში რა ხდება?
მარიკა: კლასიკა ძირითადად, რომელიც გადმოტანილია ახლანდელ დროში, ცოტა ენის და სლენგის ცვლილებით და დიდად არ აღმაფრთოვანებს. გააჩნია. რობ აიკია ასეთი, ახალგაზრდა რეჟისორი, რომელიც, მგონია, რო ყველაზე სწორ გზაზეა დღევანდელ ინგლისურ თეატრში. თვითონ აკეთებს კლასიკის ადაპტაციებს კარგი გემოვნებით და აქტივიზმითაც გამოირჩევა. ჰოლანდიაშიც დგამს ხოლმე ITA ensemble-ში.
გურამი: The Doctor ვისიცაა, ხომ?
მარიკა: კი, კი. არტურ შნიცლერის პიესა აქვს გადაკეთებული.
გურამი: ჩახვედი ჰოლანდიაში? თუ ისევ ბელგიაში ხარ?
მარიკა: კი, კი. ამასობაში, როტერდამში ვართ.
გურამი: pics or it didn’t happen.
მარიკა:
გურამი: კაი, რადგან ჰოლანდია, მაშინ ასე სტერეოტიპულად დავამთავროთ:
[საუბრის დასასრული]