Puer Aeternus – ლევან მანჯავიძის სოლო გამოფენა გუგა-კოტ სტუდიაში
გააზიარე სტატია
გუგა-კოტ სტუდია წარმოგიდგენთ ლევან მანჯავიძის სოლო გამოფენას
გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები მოიცავს სერიას – “ძველი ბავშვები”, რომლის შთაგონების წყარო პ. დ. უსპენსკისა და გიორგი გურჯიევის მიერ ჩატარებული კვლევებია. ამ ფილოსოფოსების მიერ შემუშავებული ადამიანის ტიპების კატეგორიზაცია, სახელწოდებით “ენეაგრამა”, ეზოთერულ-ასტროლოგიურ სისტემასთან არის დაკავშირებული.
სერია შედგება 13 ნამუშევრისგან. თითოეული “ძველი ბავშვი” ასახავს ჩვენს მზის სისტემაში შემავალ პლანეტას და მის არქეტიპს.