fbpx

INGOROKVA-ს ახალი, გაზაფხული/ზაფხული 2022 სეზონის კამპანია


გააზიარე სტატია

მდგრადი, ეკოლოგიური და ელეგანტური, ასე შეიძლება აღვწეროთ ინგოროყვას გაზაფხული/ზაფხულის 2022 წლის კოლექცია, რომელიც “Colors of Caucasus”-თან კოლობორაციით შეიქმნა. 

კოლექციის თითოეული მოდელი უნიკალურია, რადგან ყოველი აბრეშუმის ნაჭერი ხელით არის შეღებილი, საღებავები კი ბუნებრივი, კავკასიური მცენარეებისა და მინერალებისაგან შედგება. განსხვავებულ გრადაციას, ჩრდილებსა და გამოსახულებას კი სხვადასხვა ღებვის ტექნიკა და ქსოვილების ალქიმიის ღრმა ცოდნა განაპირობებს. 

 “მათ დაამზადეს ჩემი კანი აბრეშუმისაგან, რათა ფემინური, ნაზი საწყისი არ დამევიწყებინა. შეღებეს ის ბუნებრივი, სამკურნალო მცენარეებით კავკასიის მთებიდან, რათა დაცული ვიყო ქალაქის ცხოვრების დაძაბულობისაგან მომავალ მისიებში. და დამასაჩუქრეს ფერფლისფერი ყვითლით, ვარდისფერი და იისფერი კვარცის ფერებით, რათა არ დამავიწყდეს, რომ მე გამაჩნია სული. მათ გამზარდეს მკაცრ ბუნებაში, რათა მუდამ მახსოვდეს – როგორი ძლიერი, შეუდრეკელი და დამოუკიდებელი ვარ. და მე მზად ვარ ნაბიჯი გადავდგა ცხოვრების ახალ თავში”.

კამპანიის მიზანია ფემინური და მასკულინური ენერგიების შერწყმის, საწყისების ფუტურისტულ სამყაროსთან დაკავშირებისა და სამოსის ფასეულობის ჩვენება. 

 

პროექტზე მუშაობდნენ:

ფოტოგრაფი: გიორგი ნაზღაიძე 

პროექტის კოორდინატორი: თამუნა გეფერიძე

მოდელები: ელენე იაკობაშვილი, მილან ლი, ლიკუნა სტურუა

ვიზაჟი და თმა: ავთო ლომიძე

ასისტენტები: ზუკა ცირეკიძე, მარიამ მუმლაძე


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.