fbpx

Facebook-ის მფლობელმა კომპანიამ სახელი შეიცვალა


გააზიარე სტატია

მარკ ცუკერბერგის მიერ 2004 წელს დაარსებულ ამერიკულ ტექნოლოგიურ კონგლომერატს – Facebook, Inc.-ს, რომელიც უმსხვილეს სოციალურ ქსელ Facebook-სა და სხვა სოციალურ ქსელებს აერთიანებს, სახელი გადაერქვა და Meta (ბერძნულად: მიღმა) ეწოდა. 

როგორც თავად მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, Meta, Inc. იმუშავებს ე.წ. Metaverse-ის გაცოცხლებასა და ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირებაზე, აგრეთვე საზოგადოებრივი თემების აღმოჩენასა და ბიზნესის განვითარებაზე.

Meta-ს სამყარო “მეტავერსი” დღევანდელ იმ ონლაინ სოციალური გამოცდილებების ჰიბრიდად იქცევა, რომელიც სამგანზომილებიანი ვირტუალური სივრციდან ფიზიკურ სამყაროში გაფართოვდება. 

“ესაა სოციალური ტექნოლოგიების გრძელი ხაზის მორიგი ეტაპი და ჩვენი კომპანიისთვის ახალი თავის დაწყება”, – განაცხადა მარკ ცუკერბერგმა დამფუძნებლის ოფიციალურ წერილში.

მეტავერსი არის ტერმინი, რომელიც პირველად ნილ სტეფენსონმა თავის  დისტოპიურ რომანში “თოვლის კრახი” სამი ათეული წლის წინ გამოიყენა. იგი აღწერს  ვირტუალური სფეროს იდეას, რომელზე წვდომასაც ადამიანები სხვადასხვა მოწყობილობების გამოყენებით შეძლებენ.

კომპანიამ ასევე შეიცვალა ლოგო. მაღლა აწეული ცერის ნაცვლად ქალაქ მენლო-პარკში ბაზირებული კონგლომერატის ნიშანი ლათინური M-ის ფორმის უსასრულობის ნიშანია.

აღსანიშნავია, რომ რებრენდინგი მხოლოდ მმართველი კომპანიის სახელს ეხება და ინდივიდუალურ პლატფორმები – “ფეისბუქი”, “ინსტაგრამი”, “ვოთსაპი” და  “Oculus VR” სახელს არ იცვლის. 

 

წყარო: https://edition.cnn.com/

805 total views, 2 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.