სად აღვნიშნოთ ჰელოუინი
ავტორი: თამარ ჭინჭარაული
ბოლო პერიოდია, რაც საქართველოში ჰელოუინის აღნიშვნა ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. იმის გათვალისწინებით, რომ სულ რამდენიმე წლის წინ სხვადასხვა თემატური ღონისძიება აქციების ფონზე იმართებოდა, უკანასკნელი წლებია ნოემბრის ბოლო კვირა დღეს ერთმანეთისგან განსხვავებული, მრავალფეროვანი ფორმატისა და შინაარსის ივენთები აქტიურად ტარდება.
კოვიდრეალობის გათვალისწინებით, სხვადასხვა უსაფრთხო ღონისძიებაზე დასწრებას ყველანი მონატრებულები ვართ, ამიტომ გთავაზობთ იმ აქტივობების ჩამონათვალს, რომელზე დასწრებაც როგორც ზრდასრულებს, ასევე ბავშვებს და მოზარდებს, ოჯახთან ერთად მეტ-ნაკლებად უსაფრთხო გარემოში შეგეძლებათ.
Art-Cafe Home-ში შაბათ საღამოს, 10 საათიდან ქართველი არტისტების მოსმენა შეგეძლებათ. კოვიდსიტუაციის გათვალისწინებით მხოლოდ 300 ბილეთი გაიყიდება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ღონისძიებაზე დასწრებას მხოლოდ სრულად აცრილი, ბოლო 6 თვის განმავლობაში კოვიდგადატანილი, ან პისიარ-ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე პირები შეძლებენ.
სამაგიდო თამაშების კლუბ Tsibakha • წიბახა-ში კვირას “მაქციის” უფასო თამაში, თემატური გარემო, განსაკუთრებული კერძები და სასმელები გელოდებათ.
საბავშვო ხელოვნების სტუდია Happy Kids Art Club-ში 30 და 31 ოქტომბერს “Halloween მასტერკლასი” გაიმართება. 2,5-დან 14 წლამდე ბავშვებისთვის თემატური ჯგუფები შეიქმნება და სახელოვნებო მასტერკლასი ჩატარდება ჰელოუინის თემატიკით.
თამაშობანა-ში 30 და 31 ოქტომბერს საშიში ორცხობილების გამოცხობის და მორთვის მასტერკლასი ჩატარდება. ვისაც ტკბილეული არ უყვარს, ისინი საშიში პიცუკების მორთვას შეძლებენ.
ქარავანი შაბათს და კვირას მთელი ოჯახისთვის საინტერესო საშემოდგომო, ჰელოუნის თემატიკის ბაზრობას აწყობს ორბელიანის მოედანზე. აქ დაგხვდებათ როგორც კვების, ასევე საბავშვო ზონა და სამეწარმეო ბაზარი, სადაც ადგილობრივი წარმოების პროდუქტებს შემოგთავაზებენ.
Success Bar-ში კოვიდსაშვით პარასკევიდან კვირის ჩათვლით დრაგ-შოუზე დასწრება შეგიძლიათ. გაითვალისწინეთ, სავალდებულო არაა, მაგრამ სასურველია ღონისძიებებს ჰელოუინის თემატური კოსტიუმით დაესწროთ.