Ertoba & Gartoba – ჯგუფ 4D Monster Lobsters-ის ახალი ალბომი
4D Monster Lobsters-ის ახალი ალბომი – Ertoba & Gartoba, რომელზეც ჯგუფი თებერვლიდან მუშაობდა, უკვე შეგიძლიათ ნებისმიერ პლატფორმაზე მოისმინოთ ან შეიძენოთ.
ალბომი 12 ნაწარმოებისგან შედგება:
- Ertoba & Gartoba
- Nina ft. vromj & Melqo
- I’M IN LOVE WITH YOUR CAT
- La Mia Bella Ragazza
- Inmyhead ft. Zura Javakhia
- VNEBA ft. Tamada
- Talisman ft. George Bulia
- Hoopa ft. დაგდაგანი
- SHIPP ft. NIKITA
- 4EVA ft. Sandro Tavartkiladze
- C’mon Chemicals! ft. Qaji Todia
- 6AM
ალბომის შექმნაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი სცენის ნაცნობმა სახეებმა, პირველი კოლობორაციული ტრეკი, რომელიც კოლექტივმა გაავრცელა სახელწოდებით inmyhead, ჯგუფ არა-ს ფრონტმენთან, ზურა ჯავახიასთან ერთად ჩაწერეს. მუსიკოსების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია და ალბომის კონცეფციაც ამ იდეის გარშემო ერთიანდება, რომელიც ჯგუფმა ალბომის სატიტულო ტრეკის დაწერის შემდგომ შეიმუშავა. Tamada, Qaji Todia, დაგდაგანი, vromj, Melqo, George Bulia, NIKITA და Sandro Tavartkiladze იმ არტისტებს შორისაა, რომლებსაც აღმოსავლური ესთეტიკით გაჯერებულ ნაწარმოებებს შორის მოისმენთ.
თუმცა ალბომის შექმნაში არა მხოლოდ მუსიკოსებმა მიიღეს მონაწილეობა, ერთ-ერთი გამორჩეული მუსიკალური კლიპი ტრეკზე – VNEBA, რომელშიც Tamada მონაწილეობს, avi.musaifi-ის რეჟისორობითაა გადაღებული, ასევე მის შექმნაში ბევრისთვის ნაცნობი ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.
Idea: avi.musaifi
Scriptwriter: Mindia Arabuli
Art Director: Nino Lekveishvili
Executive Producer: Nino Bitsadze
DoP: Mindia Inasaridze
Camera Assistant: Davit Shekiladze
1st AD: Nika Kutsniashvili
Production Designer: Nino Lekveishvili
Set Manager: Giorgi Bulia
Costume Designer: Tsira
Cast: Fridoni: Giorgi Logua
Patardzali: Jane Doe
Adelaida: Endzela Maghlaperidze
Tazo: Tazo Kilasonia
Savle: Isa Amin
Lxinis musikosebi: 4D Monster Lobsters
Tamada: Tamada
Mevale 1: Luka Gordadze
Mevale 2: Sandro Tavartkiladze
Post-Production: Editing: avi.musaifi
Color grading: Mindia Inasaridze
Graphic Designer: Nino Lekveishvili
ალბომის ფსიქოდელიურ საილუსტრაციო მასალაზე იმუშავა სალომე ჯოხაძემ, სადაც მისი ხელწერა მარტივად აღსაქმელია, ხოლო ტიპოგრაფიაზე ნინო ლეკვეიშვილმა, რომელიც ასევე ჯგუფის არტ-დირექტორობას ითავსებს.
რაც შეეხება თითოეული სიმღერის შინაარსს, ჯგუფთან ინტერვიუს შემდეგ ორიოდ სიტყვით მოგიყვებით მათ შესახებ:
- Ertoba & Gartoba შესავალი ნაწილის და მთელი ალბომის 90-იანების დროებაა, რომელშიც საყვარელი სამშობლო მარტო რჩება და კვდება. ქართველები სიკვდილსაც აღნიშნავენ და ერთობიან, თავის გასვენებაში საქართველოც თვრება და ნელ-ნელა იძინებს. გართობა როცა მორჩება, ყველა გარბის მკვდარი სამშობლოდან. 30 წლის წინანდელი ამბავი ალბომში თანამედროვე თბილისური პატარა ისტორიებით გრძელდება, დახუნძლული გაურკვევლობით, სიყვარულით, გართობის ჟინით, მეგობრობით.
- Nina ft. Vromj & Melqo Ertoba & Gartoba შესავალია სხვა ტრეკების, რომლებშიც ის ყოველდღიური ამბებია მოყოლილი, რომლებიც ნანგრევებში გაზრდილ თაობას გადახდება. Nina დრაგ ტიპზეა, რომელსაც გოგონა უყვარდება, მაგრამ გოგონას ძმები და ბიძა სულ სხვანაირად უყურებენ ამ ტიპის ურთიერთობებს.
- I’M IN LOVE WITH YOUR CAT პლატონური სიყვარულით შეპყრობილ ბიჭს როკვარსკვლავები აღარ იზიდავს და მოსაბეზრებელ ცხოვრებას აღმერთებს. უსიყვარულო, დამოუკიდებელ ცხოვრებაზე ოცნებობს.
- La Mia Bella Ragazza სატრფიალო აღმოსავლურად მჟღერი მელოდიაა ტექნო ბიტზე მზის, გართობის და სიყვარულის სიყვარულზე.
- inmyhead ft. Zura Javakhia ჩვენი და ზურა ჯავახიას დამეგობრების ამბავი თბილისურად.
- Vneba ft. Tamada მძიმე აღმოსავლური მელოდია, ტექნო და აკუსტიკური დოლით, სევდიან სიყვარულის ისტორიაზეა თამადას მახასიათებელი ვოკალებით.
- Talisman ft. George Bulia თურქული, ეგვიპტური და ძველთბილისური ჟღერადობის სიმღერა გზააბნეულ სიყვარულზე. დასაწყისში გამოყენებულია 50-იან წლებში საიდუმლოდ ჩაწერილი სიმღერა კინტოს შესრულებით.
- Hoopa ft. დაგდაგანი აზიური მელოდიებთან სიყვარულით დამშვიდობება midi ორკერსტრის ჟღერადობით. ყველაზე მასშტაბური კოლაბორაცია და შესაბამისად, დახუნძლული ინსტრუმენტებით.
- SHIPP ft. Nikita აგრესიული ფსიქოდელიური სიმთვრალით გაჟღენთილი ტრეკი, რომელიც ემოციების შორის გაჭედვის მდგომარეობაში გვაგდებს, ყოველ შემთხვევაში წერის დროს.
- 4EVA ft. Sandro Tavartkiladze თბილისელი ბიჭის გატეხილი ინგლისურით გულის გადმოშლა, ბარ “პოლიტიკაში” გადამხდარი დაქრაშვის ისტორიები და წარმატებულ თუ წარუმატებელ დეითებზე დაწერილი ტრეკი
- C’mon Chemicals! ft. Qaji Todia უსასრულოდ საშიში “თრიფი” მრავალფეროვანი ემოციები დახუნძლული. როცა ყველაფერი დასრულდება, გადარჩენით გამოწვეული ბედნიერება მთელ სხეულს მოიცავს. ERTOBA & GARTOBA-ში დაწყებული საშიში “თრიფი” აქ მთავრდება და გადარჩენით შვებას გვრის გონებას.
- 6AM ეს სიმღერა გამოღვიძებაზეა, სამშობლოს და ჩვენი თავის ხელახლა დაბადებაზე და თავიდან, ახალი დღიდან, დილიდან იწყება ყველაფერი.
სრული ალბომის – Ertoba & Gartoba მოსმენა შეგიძლიათ ნებისმიერ პლატფორმაზე: https://open.spotify.com/





